LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნესვი – ყველაზე არომატული სასარგებლო პროდუქტი

20
ნესვი

ნაყოფი, რომელიც გვიყვარს, ზოგიერთს საზამთროზე მეტადაც კი, არის ჩვეულებრივი გოგრის ოჯახიდან. მისი ნაყოფი არის დიდი და ძალიან არომატული. არსებობს რამდენიმე ტიპის: თეთრი, ღია ყვითელი და მომწვანო. საუბარია ნესვზე, რომელიც საკმაოდ მდიდარია სასარგებლო თვისებებით.

ნესვის მწიფე ნაყოფი შეიცავს ნახშირწყლებს, რომელსაც კარგად იწოვს ადამიანის ორგანიზმი. ნახშირწყლების ძირითადი ნაწილი შეიცავს გლუკოზას, ფრუქტოზას და საქაროზას. ასევე, ნესვის რბილობი შეიცავს დიდი რადონებით B ჯგუფის ვიტამინებს და ვიტამინ C-ს, აგრეთვე მინერალურ მარილებს, კალიუმს, რკინას, მაგნიუმს, რომელიც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევისთვის, აგრეთვე ჟანგვა-აღდგენითი პროცესებისთვის. კალციუმი და სელენი, რასაც შეიცავს ამ ხილის ნაყოფი, ძირითად გავლენას ახდენს სისხლის ფორმირებაში გულსისხლძარღვთა სისტემაზე, ეს წარმოადგენს ნაწილს იმუნური სისტემისას, რომელიც კარგად მოქმედებს ფარისებრ ჯირკვალზე.

ნესვის რბილობი შეიცავს ბოჭკოს და პექტინს, რაც აუმჯობესებს პერისტალტიკას და ჩვენს ნაწლავებს ხელს უწყობს მავნე ნივთიერებების გადამუშავებაში, ეხმარება განეიტრალებაში და ორგანოებიდან გარეთ გამოდევნაში. ნესვის მიღებისას უმჯობესდება და ძლიერდება საჭმლის მომნელებელი სისტემა. ის განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ შეიცავს დიდი რაოდენობით ფოლიუმის მჟავას, რაც, თავის მხრივ, ასტიმულირებს სისხლის წითელ უჯრედებს ადამიანის ძვლის ტვინში, აგრეთვე არეგულირებს მჟავიანობას კუჭში. სწორედ ამიტომ, ნესვი არის ძალიან სასარგებლო მათთვის, ვინც განიცდის ფოლიუმის მჟავის დეფიციტს. თუ, დღეში, მიიღებთ მხოლოდ 150 გრამ ამ ძვირფას და სასარგებლო პროდუქტს, თქვენ შეივსებთ დღიურ ნორმას ფოლიუმის მჟავისას. ნესვი, კალიუმის და მაგნიუმის შემცველობით არის რეკორდსმენი. უფრო მეტი რაოდენობით შეიცავს ვიდრე კიტრი, კომბოსტო და მსხალი. რაც უფრო მწიფდება ნესვი, უფრო მეტად შეიცავს ფრუქტოზას. იგი არის ძალიან ტკბილი ვიდრე შაქარი, მაგრამ მისგან განსხვავებით ნესვი არ იწვევს პანკრეასის დაავადებას და ეს ძალიან მნიშვნელოვანია დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის. ფრუქტოზა არის ბუნებრივი კომპონენტი და შესაფერისი პროდუქტი მოხუცთათვის და ხანში შესული ადამიანებისთვის.

ნესვის განსაკუთრებული თვისება ის არის, რომ მას შეუძლია დააგდოს ზედმეტი წონა. ასევე, არ გააჩნია პირდაპირი უკუჩვენებები და თითქმის ყველა ქრონიკული დაავადებების დროს გამოიყენება. ნესვი ჩვენს ორგანიზმში მუშაობს, როგორც კარგი დამლაგებელი. ის წმენდს ორგანიზმს ნარჩენებისგან და ტოქსინებისგან, აუმჯობესებს თირკმელების მუშაობას, წმენდს სისხლძარღვებს და კაპილარებს. ნესვის სეზონის დროს აუცილებელია მიიღოთ დღეში რამდენიმე ნაჭერი, უმჯობესია ეს გაკეთდეს კვებებს შორის. ნესვის დიეტაზე მყოფ ადამიანებს, რომლებსაც აწუხებთ ოსტეოქონდროზი, უჩერდებათ ტკივილი წელის არეში და უადვილდებათ მოძრაობა ხერხემალში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები