LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა ლომიძე: „რუსთავი 2“-ის ჯგუფთან ასეთ რთულ და მასშტაბურ პროექტზე მანამდე არასდროს მიმუშავია

65
nika-lomidze

გადაცემის ლაივი LIVE

4 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ „რუსთავი 2“-ის პროექტის „მხოლოდ ქართული“ მთავარი რეჟისორი ნიკა ლომიძე და ერთ-ერთი კონკურსანტი ნუცა თოფურია სტუმრობდნენ, რომელთაც შოუს მორიგს ტურზე ისაუბრეს.

– ნიკა, რამდენად სწრაფად დათანხმდით „მხოლოდ ქართულის“ მთავარ რეჟისორობას?

– გადაწყვეტილება მარტივად მივიღე, თუმცა მანამდე ბევრი ვიფიქრე და გავაანალიზე. პირველ სეზონზე მუშაობისას „რუსთავი 2“ ძალიან მძიმე სიტუაციაში იყო, ამიტომ  ამგვარი შოუს გაკეთების შესაძლებლობა სერიოზულ გამოწვევად მივიღე და აზარტით ჩავები მუშაობაში.

– ცვლილებების შეტანა ხომ არ გიფიქრიათ შემოქმედებით ჯგუფში?

– პროექტზე მეტწილად „რუსთავი 2“-ის ჯგუფი მუშაობს, თუმცა დამატებით ახალგაზრდა, ძალიან ნიჭიერი სტაჟიორები ავიყვანეთ, რომელთაგან რამდენიმე უკვე ოფიციალურად მუშაობს არხზე. სიმართლე ვთქვა, „რუსთავი 2“-ის ჯგუფთან ასეთ რთულ და მასშტაბურ პროექტზე მანამდე არასდროს მიმუშავია, საოცარი ადამიანები აღმოჩდნენ და ძალიან მიხარია მათთან თანამშრომლობა.

– თავად როგორი ხელმძღვანელი ხართ და რამდენად ხშირად ბრაზდებით?

– მემგონი არასდროს ვბრაზობ. ყოველთვის უშუალო ურთიერთობა მირჩევნია, როცა არაა საჭირო ზედმეტი ყვირილი და ჩხუბი.

– რა იყო ყველაზე რთული „მხოლოდ ქართულის“ მზადებისას?

– რა თქმა უნდა, სირთულეები ბევრია და ყოველთვის არ გამოგვდის ჩანაფიქრის განხორციელება. იძულებული ვართ მწირ ბიუჯეტს მოვერგოთ და შესაბამისად ვიმოქმედოთ.

– როგორ შეაფასებდით „მხოლოდ ქართულის“ ბოლო ტურს, როცა კონკურსანტებს ცოცხლად მოუწიათ შესრულება?

– ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია, ლამაზი ტური იყო. რა თქმა უნდა, კმაყოფილი ვარ, თუმცა ვაკო კრაწაშვილი დამენანა, რომელმაც შოუ დატოვა.

– ნუცა, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამგვარ პროექტში მონაწილეობა?

– რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, გასული ტური კი, მართლაც არასდროს დამავიწყდება, მხოლოდ ვაკოს წასვლამ დამწყვიტა გული, რადგან სწრაფად დავმეგობრდით და საერთოდ დაგვავიწყდა, რომ კონკურენტები ვართ.

– შემდეგი ტურისთვის როგორ ემზადებით?

– როგორც ყოველთვის, შემდეგ ტურისთისაც ჩვეული მონდომებით, ენთუზიაზმით  ვემზადებით და მაყურებელს აუცილებლად საინტერესო და ძალიან ლამაზ სიმღერებს შევთავაზებთ.

– ნიკა, დიდხანს ინახავდით საიდუმლოდ ჟიურის მეოთხე წევრის ვინაობას და ძალიან სასიამოვნო აღმოჩნდა ქალბატონი ნანი ბრეგვაძის გამოჩენა,

– ძალიან მიყვარს ქალბატონი ნანი, მომწონს მისი შემოქმედება და დიდ პატივს ვცემ როგორც ადამიანს.

– საოცნებო პროექტი ხომ არ გაქვთ?

– დიდი ხანია ვიცნებობ გრანდიოზული საცეკმაო პროექტის შექმნაზე. ბავშვობიდან მიყვარს ცეკვა და ბედნიერი ვარ, რომ მეუღლესთან ერთად შვილიც ცეკვითაა გატაცებული. გარდა ამისა, ძალიან მინდა სრულმეტრაჟიანი ფილმის გადღება, მზადება უკვე დავიწყე, თუმცა რა გამოვა, ჯერ  არ ვიცი.

– პირველი სეზონის შემდეგ პროექტი მნიშვნელოვნად შეიცვალა. საინტერესოა, კიდევ რა სიურპრიზს უმზადებთ შოუს თაყვანისმცემლებს?

– პირველ რიგში ლოკაცია შევიცვალეთ და რუსთაველის თეატრიდან ბევრად მასშტაბურ ფილარმონიაში გადავინაცვლეთ, რათა ყველა მსურველის მივცეთ ცოცხალ კონცერტებზე დასწრების საშუალება. რაც შეეხება სურპრიზებს – თამამად შემიძლია ვთქვა, რომ სიახლეები კიდევ ბევრი იქნება.

– სად გრძნოთ თავს ყველაზე კომფორტულად?

– მიყვარს ზღვაზე დასვენება, თუმცა ორი წელია შვებულება არ მქონია.

– რამდენად გაღიზიანებთ კრიტიკული შეფასება?

– კრიტიკა არასდროს მაღიზიანებს. საერთოდ არ მიყვარს წყენის ან ბრაზის დიდხანას დამახსოვრება, თუმცა შენიშნვა არასდროს მავიწყდება და აუცილებლად ვითვალისწინებ, თუ ობიექტურია და სიმართლეს შეესაბამება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები