LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო ანანიაშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

14
48939783_295219444460727_7667202954838933504_n

რადიო ფორტუნას გადაცემას ,,რას უსმენენ ცნობილები” პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი ესტუმრა. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.

როგორია ქალბატონი ნინოს მიერ შერჩეული 7 კომპოზიცია, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

ასეთია ჩემი შვიდეული. რა თქმა უნდა ვუსმენ თანამედროვე მუსიკასაც, თუმცა, რადგან მთელი ჩემი ცხოვრება დაკავშირებულია ბალეტთან, სწორედ ამიტომ გადავწყვიტე კლასიკური მიმართულება წარმომედგინა თქვენთვის.

მეშვიდე ადგილზე მინდა შემოგთავაზოთ, პოლონელი კომპოზიტორის კომპოზიცია ,,Wojciech Kilar – Orawa”

მეექვსე ადგილს რაც შეეხება, მოგახსენებთ, რომ ეთნომუსიკას ბალეტში დღეს დიდი ყურადღება ექცევა. 90-იან წლებში როცა ამერიკაში ვიყავი, პირველად სწორედ მაშინ ვნახე და ეს ნამდვილი საოცრება იყო. ვოცნებობდი, რომ როდესმე მეჩვენებინა ჩვენი მაყურებლისთვის და როდესაც მე ხელმძღვანელი გავხდი, ეს ბალეტი დავდგით ოპერის თეატრში. ეს იყო ეთნო აფრიკული მუსიკის და ნეოკლასიკური ბალეტის შერწყმა.

ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი ადგილი უჭირავს იაპონიას. სხვათაშორის ბევრს უთქვამს, იაპონელს გავხარო(იღიმის). მე ძალიან დიდი პატივს ვცემ იაპონელ ხალხს და მათ კულტურას. ამიტომ ჩემი ეს დამოკიდებულება გამოვხატე ბალეტში. დავდგით ბალეტი ,,სიზმრები იაპონიაზე”. ცნობილმა ქორეოგრაფმა ალექსეი რატმანსკიმ მოსკოვში, ჩემთვის დადგა. ეს ბალეტი ჩვენს რეპერტუარში არის და ძალიან მინდა, ისევ წარვუდგინო ჩვენს მაყურებელს. შეიძლება ითქვას, რომ ეს ბალეტი ჩემი ცხოვრების ერთი ეტაპია.

მეხუთე ადგილი

მეოთხე ადგილს რაც შეეხება, მე ისევ ვაკავშირებ ჩემს ცხოვრებას და მოღვაწეობას… ესაა ბალეტი, რომელიც ალექსეი რატმანსკიმ მე დამიდგა. მიხარია, რომ ვიყავი პირველი ადამიანი, რომელმაც leonard bernstein-ის მუსიკა წარვადგინე. მუსიკოსებმა კარგად იციან, თუ რა ადგილი უჭირავს მას მუსიკალურ სამყაროში და ეს პიესა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

კომპოზიცია, რომელიც სიყვარულთან ასოცირდება…

ჩემმა მეუღლემ დაბადების დღეზე გამიკეთა უნიკალური საჩუქარი, მიყიდა უფლება, რომ მეცეკვა ბალანჩინის ერთ-ერთი შედევრი ბალეტი მოცარტიანა ჩაიკოვსკის მუსიკაზე. ამ ნაწარმოებშია ჩაიკოვსკიც და მოცარტიც. ასეთი ფაქტი არ ყოფილა და შეიძლება აღარ განმეორდეს, რადგან ბალანჩინის ფონდი არასდროს ჩუქნის უფლებას სხვას. ეს ბალეტი ნამდვილად არის დაკავშირებული სიყვარულთან და ასევე სევდასთან, ეს იყო პირველი ბალეტი, რომელიც დედაჩემის გარდაცვალების შემდეგ შევასრულე.

მესამე ადგილი

მეორე ადგილზეა – Saint-Saens The Dying Swan

პირველად 9 წლის ასაკში შევასრულე მომაკვდავი გედი. შეიძლება ითქვას, რომ ამან ჩემს ცხოვრებაში გარდატეხა მოახდინა და გადავწყვიტე ბალეტის სერიოზულად შესწავლა. ჩვენ ყოველთვის ვხსნით სეზონს ,,გედების ტბით”. ეს არის ბალეტის ბალეტი. სადაც არ უნდა წავიდე, ყოველთვის მთხოვენ, რომ ვიცეკვო ან მომაკვდავი გედი ან გედების ტბა( იცინის) და ჩემმა პედაგოგმა ერთხელ მითხრა ,,ნინო ბევრი ადამიანი ცეკვავს ამ პარტიას, მაგრამ შენ მოახერხე ის, რომ დატოვე შენი ხელწერა”. 

პირველი ჰონორარი თუ გახსოვთ ქალბატონო ნინო?

კი, მახსოვს. პირველი ჰონორარი პორტუგალიაში მივიღე, როდესაც ჟიზელის პარტია შევასრულე. მეგონა ჩემზე ბედნიერი და მდიდარი არავინ იყო. 700 დოლარი ავიღე და „შანელის” ძალიან ლამაზი ჩანთა ვიყიდე, რომელიც დღემდე მაქვს. მახსოვს, მთელი თეატრი აღშფოთებული იყო, რომ ერთი სპექტაკლის ჰონორარი ერთ ჩანთაში გადავიხადე. (იცინის)

შვიდეულის საპრიზო პირველი ადგილი კი ეკუთვნის ხალხურ მუსიკაზე შექმნილ ერთმოქმედებიან ბალეტს, რომელიც დაგვიდგა ქორეოგრაფმა იური პოსოხოვმა. სადაც არ უნდა ვიცეკვოთ ეს ბალეტი, ხალხი ფეხზე დგას და ოვაციებით გვაცილებს. ეს არის ქართული ბალეტი და თანამედროვე ქორეოგრაფია-საგალობელი.

პირველი ადგილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები