LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნინო სურგულაძის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

6
download

რადიო „ფორტუნას“ ეთერში ახალი გადაცემა „რას უსმენენ ცნობილები“ დაიწყო. მუსიკალური პროექტი საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს და მათ მიერ შერჩეულ შვიდეულს გვთავაზობს.

ამჯერად გადაცემას მეცო სოპრანო, უმშვენიერესი ნინო სურგულაძე სტუმრობდა. როგორ შეარჩია გადაცემის სტუმარმა 7 საყვარელი სიმღერა, ამას „ფორტუნას“ მსმენელი გადაცემიდან შეიტყობს.

საკმაოდ რთულია, გამოარჩიო 7 სიმღერა, მით უმეტეს ჩემთვის მუსიკა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თუმცა, ეს ის შვიდეულია, რომელსაც ძალიან ხშირად ვუსმენ. ეს არის პატარა ფრაგმენტები იმ დიდი ოკეანის, რომელიც ჩემს ცხოვრებას მოჰყვება ლაიტმოტივად. ვფიქრობ ,რომ მუსიკის გარეშე ჩვენი ცხოვრება უღიმღამო, არასაინტერესო და ნაცრისფერი იქნებოდა.

მეშვიდე ადგილზე მინდა წარმოგიდგინოთ უსაყვარლესი Luciano Pavarotti – Nessun dorma. ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მომღერალია, რომელიც მღერის საოცარი სიზუსტით და ბგერით. მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა კალასი, კარუზო და ასე შემდეგ… ის ნამდვილად განსაკუთრებულია. მახსოვს, მის დასამშვიდობებელ კონცერტზე სწორედ ეს არია იმღერა, რომელიც ასოცირდება მასთან.

https://www.youtube.com/watch?v=rTFUM4Uh_6Y

მეექვსე ადგილზეა – Sting – Shape Of My Heart. მახსოვს, პირადად შევხვდი მილანში, სრულიად შემთხვევით. მე და ჩემი მეგობარი ლა სკალას აკადემიიდან მივდიოდით ლექციაზე, რა დროსაც ქუჩაში დავინახეთ სტინგი. მახსოვს, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა. არ შემეძლო, რომ არ დავლაპარაკებოდი, ამიტომ მივბრუნდი და გავიქეცი მასთან. დამავიწყდა ყველა ენა (იცინის) და მახსოვს, აღაჟღაჟებული ლოყებით, აღელვებულმა მივესალმე და გამოვხატე ჩემი აღფრთოვანება მის მიმართ. მართლაც შეუძლებელია არ გიყვარდეს ასეთი ენერგეტიკის მუსიკოსი. რაც შეეხება რეაქციას, მან იფიქრა ეს არის მორიგი ფანი, რომელსაც ძალიან ბევრჯერ ხვდება. სიმართლე გითხრათ ცოტა გული დამწყდა, მაგრამ მაშინვე გავიფიქრე, რომ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს. ამის შემდეგ უკვე თბილისში შევხვდი, როდესაც მის კონცერტს დავესწარი. გარდა იმისა, რომ იგი ქმნის საოცარ მუსიკას, მას აქვს საოცარი ქარიზმა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურაა მუსიკალურ სამყაროში.

https://www.youtube.com/watch?v=hejHkPaoPWw

მეხუთზე ადგილზეა – Ezio Bosso | Following a bird, რომელიც არის თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპოზიტორი, რომელიც ასევე დირიჟორი გახლავთ. მიუხედავად მისი ჯანმრთელობის პრობლემებისა, ჩემი თხოვნით, ჩამოსული იყო საქართველოში და დაეხმარა ჩვენს ბავშვებს. საოცარი და დაუვიწყარი კონცერტი გამოვიდა.

https://www.youtube.com/watch?v=AHe6AzhRa3o

მეოთხე ადგილზეა ის საუნდტრეკი, რომელიც არის ფილმ გლადიატორიდან “Now We Are Free”. ეს კომპოზიცია ჩემთვის ასოცირდება თავისუფლებასთან, დაწერილია ენაზე, რომელიც არ არსებობს და ამიტომ გვაძლევს თავისუფლებას. შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ არ არსებული რეალური სამყარო, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანში განსხვავებულია, ამის საშუალებას სწორედ კომპოზიტორი გვაძლევს.

მესამე ადგილზეაSchindler’s list – John Williams. ამ ფილმმა ჩემზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა. ეს არის რეალური ისტორია, რომელიც არა ერთი მომხდარა მსოფლიო ისტორიაში. ვფიქრობ, ეს არის მუსიკა, რომელიც სულის მალამოა. ჩემში ჩაიბეჭდა სამუდამოდ და ვუსმენ საკმაოდ ხშირად. არა მხოლოდ მაშინ, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, არამედ ყოველთვის .იმიტომ, რომ ეს არის წყარო დიდი ენერგიის და დიდი სიმშვიდის.

მეორე ადგილზეა – FRANK SINATRA – WHEN I WAS SEVENTEEN. ჩემთვის და ბევრისთვის უსაყვარლესი მუსიკოსი, რომელმაც შექმნა უდიდესი ეპოქა. ადამიანი მღერის ისე, თითქოს საუბრობს. ხმა, რომელიც გულში შემოდის და რომლის სიმღერებზეც მე და არა ერთი თაობა აღიზარდა. ვფიქრობ, რომ დღემდე ვერავინ ვერ მოახერხა ის გაეკეთებინა, რაც მან შეძლო. ბევრი ბაძავს, მაგრამ ის განსაკუთრებული და შეუდარებელია.

რაც შეეხება პირველ ადგილს – Natalie and Nat King Cole “Unforgettable”. სიმღერა, რომელსაც არ აქვს ასაკი. მქონდა ბედნიერება, რომ მომესმინა natali cole-ის შესრულებით, როცა თბილისში იყო ჩამოსული. ეს არის ჯადოსნური სიმღერა, რომელსაც შეუძლია წარსულში დაგაბრუნოს და გამყოფოს ბედნიერი. რა განწყობაზეც არ უნდა იყო, ეს სიმღერა ნამდვილად არის პოზიტიური ენერგიის ელექსირი. ასე რომ მათი დუეტით ვასრულებ შვიდეულს, რომელიც სხვადასხვა დროში არის შესრულებული.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები