LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნოდარიკო ხუციშვილის 7 საყვარელი სიმღერა – რას უსმენენ ცნობილები

24
60729409_589065868249944_1998108340462288896_n

რადიო „ფორტუნას ეთერში გრძელდება მუსიკალური პროექტი „რას უსმენენ ცნობილები“, რომელიც  საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანების მუსიკალურ გემოვნებაზე უყვება მსმენელს. ამჯერად გადაცემას  მომღერალი და ტელეწამყვანი ნოდარიკო ხუციშვილი ესტუმრა. როგორია მისი რჩეული შვიდი სიმღერა და რა მოგონებები აკავშირებს თითოეულ მათგანთან, ამას გადაცემიდან შეიტყობთ.

ბავშვობიდან მელომანი ვარ და ვუსმენ ყველაფერს, ამიტომ ცოტა გამიჭირდა 7 სიმღერის არჩევა, თუმცა, საინტერესო გამოწვევაა და წარმოგიდგენთ შერჩეულ სიმღერებს.

მეშვიდე ადგილზე შემოგთავაზებთ ჯანსუღ კახიძის ,,გოგოვ ნატვრა მათქმევინე”. მეც ვმღერი ხოლმე ამ სიმღერას და ძალიან მიყვარს. პირველად ჩემმა მეგობარმა, დათო კაკულიამ დამიკრა უფრო ჯაზის სტილში და მაშინ მივხვდი, რომ ამ სიმღერას სულ სხვა მაშტაბი აქვს.

ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ბარი ვაითისLet The Music Play, როცა კასეტების პერიოდი იყო(იცინის). ვფიქრობ, რომ გამორჩეული ტემბრის მქონე შემსრულებელი და ძალიან კარგი მუსიკოსი იყო. ამიტომ მეექვსე ადგილზე წარმოგიდგენთ სიმღერას, რომელსაც მგზავრობის დროს ხშირად ვუსმენ.

მეხუთე ადგილზეა Earth, Wind & Fire – Fantasy. ჩემთვის ეს იყო მუსიკალური რევოლუცია. გარდა იმისა, რომ მათი მელოდია, მუსიკა მომწონდა, ისინი სცენაზე საოცრებას ქმნიდნენ. სახლში, მანქანის ფლეილისტში სულ მაქვს ჩართული (იღიმის).

მეოთხე ადგილზე წარმოგიდგენთ გია ყანჩელის “ყვითელ ფოთლებს”. მას ბევრი გენიალური მელოდია აქვს, მაგრამ ამჯერად ყვითელ ფოთლებს შემოგთავაზებთ.

მესამე ადგილზეა მარვინ გეის Lets get it on, რომლის ბევრი კომპოზიცია მიყვარს. ჩემთვის ეს არის მუსიკოსი, რომელიც გამორჩეული იყო თავისი მუსიკით და შესრულების მანერით.

მეორე ადგილზე წარმოგიდგენთ Chet Baker –  Every Time We Say Goodbye. ჩემთვის საყვირი ერთ-ერთი საყვარელი ინსტრუმენტია და მგონია, რომ ასეთი ღრმა გადმომცემი ინსტრუმენტი ცოტა არის. ეს არის მელოდია, რომელიც არასდროს მბეზრდება. ცოტა სევდიანია, მაგრამ არის საოცარი შესრულებაა.

პირველ ადგილზე წარმოგიდგენთ Smile – Charlie Chaplin. ერთ-ერთი ყველაზე დიდი, გენიალური ადამიანი, ვინც კი ოდესმე ყოფილა. ეს მელოდია ჩემთვის საოცარი ემოციაა, თან ღიმილს გგვრის, თან სევდიანია… ისეთი როგორიც თვითონ იყო.

https://www.youtube.com/watch?v=5rkNBH5fbMk

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები