LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნუცა თოფურია: „არც ფინალზე ვფიქრობ და არც გამარჯვებაზე“

„გამიხარდა, რომ გახსოვართ. ჩემი ცხოვრება „მხოლოდ ქართულმა“ ნამდვილად შეცვალა. რაღაც ახალი დაიწყო, რაც ყველაზე მეტად მსიამოვნებს. მივყვები რეჟიმს, რომელსაც შეჩვეული არ ვარ. ეს პროცესი რთულია, მაგრამ სასიამოვნო. ყოველთვის ვიხსენებ, სამი წლის რომ ვიყავი და რომ დავიწყე იავნანას შესრულება, მას შემდეგ ვმღერი. სიმღერას ყოველთვის დიდი ადგილი ეჭირა ჩემს ცხოვრებაში და ასე იქნება სულ. რა თქმა უნდა, იავნანა რომ იმღერო, გამოცდილი უნდა იყო. უნდა იყო დედა, მაგრამ რატომღაც ჩავთვალე, რომ იავნანა ახალგაზრდულად უნდა მემღერა. ჩემმა შესრულებამ, რაც წავიკითხე, დიდი მოწონება დაიმსახურა. რაც ჟიურის შეფასებას ეხება, კომპეტენტური ჟიური ყოველთვის მართალია. გამიმართლა, რომ იავნანა შევასრულე, რადგან ბავშვობიდან ჩემი საყვარელი სიმღერაა. საერთოდ არ ვფიქრობ არც ფინალზე და არც გამარჯვებაზე. წინასწარ იმაზეც არასდროს ვფიქრობ, როგორ გავალ სცენაზე და რას გავაკეთებ. სცენაზე რომ ვდგები და მიკროფონს ვიღებ ხელში, მერე მოდის ყველაფერი და ბუნებრივად. ყველასთან ერთად ველოდები, რა მოხდება ბოლოს“ – რადიო „ფორტუნას“ ეთერში ნუცა თოფურიამ მუსიკალური პროექტის შესახებ ისაუბრა. „მხოლოდ ქართულის“ ერთ-ერთი მონაწილე წინასწარ არაფერზე ფიქრობს და როგორც თავად აღნიშნა, ყველა მონაწილესთან ერთად ელოდება, რა მოხდება ფინალში.