LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ონლაინ-მედიცინის განვითარება შეამცირებდა პაციენტების მოზღვავებას საავადმყოფოებში” – ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია

9
iraklisasania2011

გადაცემის ლაივი LIVE

27 ნოემბერს რადიო ,,ფორტუნას” და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას “პულსი” ჯანდაცვის ექსპერტი, ბატონი ირაკლი სასანია სტუმრობდა, რომელმაც კორნავირუსსა და მისი გავრცელების საფრთხეზე ისაუბრა.

– ბატონო ირაკლი, როგორ შეაფასებთ არსებულ სიტუაციას?

– ძალიან არ მინდა ისედაც დათრგუნული საზოგადოების კიდევ უფრო დამძიმება, მაგრამ სიტუაცია მართლაც შემაშფოთებელია, რასაც მედიკოსთა მონაცემებიც მოწმობენ. სამწუხაროდ, ყოველდღიურად მატულობს ინფიცირებულთა რიცხვი, რომელთა შორის მრავლად არიან ექიმებიც. ანალოგიური მდგომარეობაა უცხოეთშიც, სადაც ხან იკლებს, ხან ისევ მატულობს დაავადებულთა რიცხვი, თუმცა დღემდე გაუკვეველია ამგვარი დინამიკის მიზეზი, დაავადების ბუნება და თავისებურებები.

– რას უნდა ველოდოთ შეზღუდვებისგან და როგორ შეიძლება საერთაშორისო გამოცდილების გამოყენება?

–  რა თქმა უნდა, საკარანტინო ზომების შემოღება ყველას აფრთხობს, რადგან ამგვარ შეზღუდვებს ყოველთვის ეკონომიკური სირთულეები მოაქვს, მაგრამ ანალოგიური სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც, სადაც ჯანდაცვის სისტემაც ბევრად ძლიერია და ეკონომიკაც უკეთაა განვითარებული. ლოკდაუნის მთავარი მიზანი ვირუსის ერთგვარი ჯაჭვის გაწყვეტაა, რადგან მხოლოდ ასე შეიძლება ეპიდემიის შეჩერება.

– ტექნოლოგიების განვითარების პოქაში, დღეს ძალიან მარტივია დაავადების დიაგნოზირება და მისი მართვა, თქვენ როგორ შეაფასებთ ე.წ. ხელოვნურ ინტელექტს მედიცინაში?

– გეთანხმებით, უახლესი ტექნოლოგიები სწორედ ჯანდაცვის სფეროში ვითარდება ყველაზე სწრაფად.  საბედნიეროდ, არსებობს ციფრული პლატფორმები, მათ შორის ე.წ. სიმპტომ-ჩეკერები, რომლებიც პაციენტის მდგომარეობის, დაავადების სიმპტომების კვლევით დიაგნოზირებენ  დაავადებას. არსებობს მონაცემთა ბაზასაც, რომელიც არა მხოლოდ თანამედროვე ლიტერატურას და გაიდლაინებს, არამედ მილიონობით პაციენტის ავადმყოფობის ისტორიას იტევს. მედიკოებს თავისუფლად შეუძლიათ ბაზაში ალგორითმის შეყვანა, რომელიც მოკლე დროში მოიძიებს სამი ათასამდე სხვადასხვა წყაროს, გაანალიზებს და სიმპტომების დაზუსტებით, კონკრეტული შეკითხვების დასმით დაადგენს რამდენიმე სავარაუდო დაავადებას.

– საინტერესოა, რამდენად ერგება ხელოვნური ინტელექტი კოვიდის ვირუსს და რამდენად ხელმისაწვდომია ამგვარი სერვისი საქართველოში?

– რა თქმა უნდა, არსებულ სიტუაციაში სწორედ მოსახლეობის თანამედროვე ტექნოლოგიების მომსახურებით უზრუნველყოფაა ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი, რაც დროსაც დაზოგავს, ფინანსებსაც და მედიკოსებსაც დაიცავს დაინფიცირებისგან. საბედნიეროდ, ამგვარი სერვისი საქართველოშიც ხელმისაწვდომია. თუმცა, დასავლეთის ქვეყნებში ძალიან აქტუალური ონლაინ-მედიცინა, როცა პაციენტს სხვადასხვა დარგის სპეციალისტისგან შეუძლია კონსულტაციის მიღება, საქართველოში ნაკლებადაა განვითარებული, არადა სწორედ ამგვარი მომსახურება შეამცირებდა პაციენტების მოზღვავებას საავადმყოფოებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები