LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოპეკის” ახალი ვალდებულება და გაძვირებული ნავთობი 

5
OPEC
ნავთობი ოთხი წლის მაქსიმუმზეა. როგორც “ბიზნესკურიერს” ანალიტიკოსმა დავით წიქარიძემ განუცხადა, ეს რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. მისი თქმით, საერთო ჯამში ნავთობი წელს 20%-ით გაძვირდა.  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად კი ექსპერტები “ოპეკის” შეთანხმებას ასახელებენ. საქმე ეხება, “ოპეკის” მიერ აღებულ ვალდებულებებს, რაც ნავთობის მიწოდების შეზღუდვას გულისხმობს.  ამის გარდა, ანალიტიკოსები ამბობენ, რომ გარკვეული გავლენა მოახდინა ვენესუელას კრიზისმა და დოლარის დასუსტებამ.
რაც შეეხება საფინანსო სექტორს, დავით წიქარიძის ინფორმაციით, დოლარი დაეცა ფედერალური რეზერვის განცხადების შემდეგ. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაწყებული მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან დაბრუნდნენ ისევ რბილ პოლიტიკაზე, რასაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც ლობირებს.
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები