LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ორგანიზმის დასტრესვა შიმშილით სწორი არაა“ – სილამაზის აკადემია

4
tinatinaladashvili45

გადაცემის ლაივი LIVE

როგორ დავიცვათ ჯანსაღი ცხოვრების წესი – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ საავტორო პერსონალური სავარჯიშო სისტემის „თიდანი“ დამფუძნებელმა თინათინ ალადაშვილმა ისაუბრა.

რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი?

ეს არის თემა, რომელიც არასოდეს კარგავს აქტუალობას და მიმაჩნია, რომ პანდემიის პერიოდში კიდევ უფრო მწვავედ გამოიკვეთა მისი აქტუალობა.

უმრავლესობასთან ცხოვრების ჯანსაღი წესი ასოცირდება მხოლოდ კვებასთან და ვარჯიშთან. ეს ასეც არის, მაგრამ ეს წესი წარმოუდგენელია, თუ ადამიანი თავისუფალი არაა კვებითი და ცხოვრებისეული მავნე ჩვევებისგან, თუ არ აქვს ნორმალური ძილი, მოსვენების რეჟიმი, თუ არ ეძლევა წელიწადში ერთხელ მაინც დასვენების საშუალება, თუ დამოკიდებულია სიგარეტზე, ყავაზე, ალკოჰოლზე, მარიხუანაზე, ფსიქოტროპულებზე, ნარკოტიკებზე და სხვ. ჯანსაღი ცხოვრების წესია მზის აბაზანაც, მაგრამ არაჯანსაღია სოლარიუმი. და ზოგადად ამ თემაზე გაუთავებლად შეიძლება საუბარი.

რაც ეხება დიეტებს, ბევრი ადამიანი მიმართავს ამ მეთოდს გახდომისთვის…

პირადად მე წინააღმდეგი ვარ დაბალკალორიული კვების და შესაბამისად, ყურმოკრული ე.წ. პოპულარული დიეტების. არ მიმაჩნია ხანგრძლივი პერიოდით ორგანიზმის დასტრესვა შიმშილით სწორად. ვემხრობი მხოლოდ დაბალანსებულ სწორ კვებას, მრავალფეროვანს და მრავალჯერადს. თუმცა, სამუშაო პრაქტიკაში და ზოგადად მაინც დგება მომენტი დიეტის დანიშვნისა. რაც შეეხება სხვადასხვა ონლაინ კვებით ჯგუფებს, თუ სწორ კვებას ნიშნავენ, მიველსამები და ზოგი ჯგუფი თანამშრომლობს კიდეც ჩვენთან და ჩვენი ინსტრუქტორები მსუბუქად ავარჯიშებენ ონლაინ  ჩემი შედგენილი პროგრამებით.

რას გვეტყოდით კალორიების დათვლასთან დაკავშირებით?

მე პირადად მიმაჩნია, რომ ორგანიზმი არაა კალკულატორი, რომ კალორიები ითვალოს. ორგანიზმი რთული ბიოქიმიური, ფიზიოლოგიურ-ანატომიური მექანიზმია, რომელიც კვების დროს იღებს გარკვეულ ნივთიერებებს და  გადაამუშავებს მას.

ფიზიკური აქტივობით კი, ან დაწვავს მას, ან ვერა. თუმცა, საერთო კალორაჟის 25%-მდე შემცირების მომხრე ვარ. ასევე ვარ მომხრე ძირითადად ვარჯიშით მოხდეს სხეულზე მუშაობა 2/3-ით და მხოლოდ 1/3 კვების ხარჯზე.

რას ურჩევდით მსმენელებს?

ისევ დღევანდელი რეალობიდან გამოვდივარ. ცხოვრებამ როგორი გამოწვევაც არ უნდა გაგვიკეთოს, რამდენჯერაც დაგვჭირდება იმდენჯერ უნდა წამოვდგეთ ფეხზე, იმდენჯერ უნდა დავიწყოთ ნულიდან, რამდენჯერაც ამის უნარი შეგვწევს.

გვახსოვდეს, რომ ნებისმიერ სტრესს გავუმკლავდებით თუ შეგვწევს საკუთარი თავის განკარგვა და ბედნიერების ჰორმონების გამომუშავება. თუ გვსურს უფლება მივცეთ საკუთარ თავს გემრიელი ჭამის, მაშინ აუცილებელია თან ვივარჯიშოთ:

ვარჯიში არის ძლიერი გული, ძლიერი ფილტვები, ძლიერი ძვალ-სახსროვანი სისტემა, იმუნიტეტი, სუფთა სისხლი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები