LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ოთო ნემსაძის ახალი სიმღერა და კლიპი, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით

18
oto-nemsadze

გადაცემის ლაივი LIVE

25 დეკემბერს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM” ოთო ნემსაძე,  სოფო მეძმარიშვილი და ზაზა ქოქრაშვილი სტუმრობდნენ ახალი სიმღერის „თოვს“ პრემიერით.

– სოფო, ვის ეკუთვნის ახალი სიმღერის ტექსტი და მუსიკა?

– მუსიკა და ტექსტი ზაზა ქოქრაშვილმა დაწერა, კლიპი კი, რამაზიკო ჩხიკვაძემ გადაიღო. ვფიქრობ, სიმღერა ზუსტად ერგება ზამთრის სეზონზს, ნამდვილ სადღესაწაულო განწყობას ქმნის და იმედი მაქვს, მსმენელსაც ძალიან მოეწონება.

– ზაზა, რატომ გადაწყვიტეთ, რომ წორედ ოთოს უნდა შეესრულებინა თქვენი სიმღერა?

– ვფიქრობ, ოთო საუკეთესო მომღერალია, რომელიც არაჩვეულებრივად ასრულებს ქართულ სიმღერებს.

– ოთო, როგორ შედგა თქვენი და ზაზას თანამშრომლობა?

– ზაზა „ჯეოსტარის“ დასრულების შემდეგ დამიკავშირდა. მანამდე მხოლოდ შორიდან ვიცნობდი, თუმცა მარტივად გამოვნახეთ საერთო ენა, დავმეგობრდით და სიმღერაც ჩავწეთ, რომელმაც სწრაფად მოიპოვა პოპულარობა ინტერნეტში. უამრავი საქმე მქონდა, პირველი ალბომი გამოვუშვი, კონკურსებში მივიღე მონაწილეობა და ჩვენი თანამშრომლობამაც დროებით შეწყდა, თუმცა ყოველთვის მინდოდა მსგავსი მუსიკის კეთება, ამიტომ მეორე ალბომზე მუშაობისას, პირველ რიგში, სწორედ ზაზა გამახსენდა და ჩვენი თანამშრომლობაც ახალი სიმღერით „თოვს“ გავაგრძელეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები