LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის დასაწყისში უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი დაეცა, თუმცა ახლა აღმავლობა იგრძნობა – Elt Building

4
27173102-388453818231589-8443788255024576295-o

მთავრობას ანტიკრიზისული გეგმა მშენებლობისა და დეველოპმენტის მხარდასაჭერად ჯერჯერობით არ წარუდგენია და სექტორი ამ გეგმის მოლოდინშია. რა აწუხებს სამშენებლო ბიზნეს საქართველოში და რა ტიპის დახმარებას საჭიროებს, საკითხზე „ბიზნესნიუსის“ ფარგლებში სამშენებლო კომპანია „ელთ ბილდგინგის“ PR მენეჯერმა ვერა აბულაძემ ისაუბრა.

-რა გამოწვევების წინაშე დააყენა ახალმა კორონავირუსმა სამშენებლო ბიზნესი?

კორონავირუსმა მართლაც დიდი დარტყმა მიაყენა, არა მარტო საქართველოს, არამედ მთელ მსოფლიოს. ვერ ვიტყვით, რომ რომელიმე ინდუსტრია მზად იყო ამ გამოწვევისათვის. უნდა აღინიშნოს, რომ მეტ-ნაკლებად, საქართველოს მთავრობამ სწორი ნაბიჯები გადადგა ამ რთულ ვითარებაში იმისათვის, რომ ქვეყნის ეკონომიკაზე და მათ შორის სამშენებლო სექტორზე, დარტყმა ყოფილიყო მინიმალური. თუმცა, ეს პროცესი საკმაოდ მტკივნეული იყო და არის ახლაც… დღეისათვის, ფაქტობრივად, უკვე დავუბრუნდით მუშაობის ჩვეულ ტემპს. პანდემიის დასაწყისში უძრავი ქონების ბაზრის მიმართ ინტერესი ნამდვილად დაეცა, თუმცა ახლა მკვეთრი აღმავლობა იგრძნობა, რაც სავარაუდოდ, განაპირობა იმან, რომ სახლში ჩაკეტილი მოსახლეობა დაფიქრდა უძრავი ქონების მნიშვნელობაზე და მასზე, როგორც საინვესტიციოდ საუკეთესო საშუალებაზე.

-უშუალოდელთ ბილდინგს” რამდენად დიდი ზიანი მიაყენა მიმდინარე მოვლენებმა?

პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კომპანია აშენებს საინვესტიციო პროექტებს, რომლის პირობებიც მორგებულია საერთაშორისო მომხმარებელზე, შესაბამისად, იმ ფაქტმა რომ საქართველოს არ გაუჭირდა ამ ფორსმაჟორთან გამკლავება და მსოფლიოში აღიარეს ერთ-ერთ სამაგლითო ქვეყნად, რომელმაც გონივრულად მართა ეს სიტუაცია, უშუალოდ ჩვენს უცხოელ მომხარებლებში გამოიწვია დიდი ნდობა და დიდი ინტერესი. გარდა ამისა, მივმართეთ სხვადასხვა აქტივობებს, ონლაინ გაყიდვები გავააქტიურეთ, გვქონდა მომხმარებელზე მორგებული სხვადასხვა აქციები და მართალია დისტანციურად, მაგრამ მაინც, არ გაგვიწყვეტია კონტაქტი არც ერთ დაინტერესებულ პირთან. ამასთან, ჩვენს კომპანიას პანდემიამდეც შემუშაველი ჰქონდა შესაძლო კრიზისული სიტუაცების დროს სამოქმედო გეგმა, რაც მოიცავდა სრულ ფინანსურ მზაობას 6 თვიანი პერიოდისთვის. ამ საფინანსო ბერკეტის წყალობით, ჩვენთან მშენებლობა არ გაჩერებულა, გარდა იმ კონკრეტული პერიოდისა, როცა მთავრობამ სრულად შეაჩერა ყველანაირი საქმიანობა სრულიად ქვეყნის მასშტაბით. გარდა ამისა, შევინარჩუნეთ ყველა დასაქმებული პირი, გავეცით სრულად სახელფასო ანაზღაურება.

-თუ შეცვალა თქვენი საქმიანობა გარკვეულწილად ამ პანდემიამ?

რა თქმა უნდა, შეცვალა. შევცვალეთ სამუშაოს სტილი, გადავედით დისტანციურ მომსახურებაზე, სახლიდან მოუწია მუშაობა როგორც ადმინისტრაციას, ისე გაყიდვების მენეჯერებს. დასაწყისში ეს ცოტა წარმოუდგენლად ჩანდა, თუმცა წარმატებით გავართვით თავი.

რა მიმდინარე პროექტები გაქვთ, სად და თუ განაახლეთ მუშაობა მათზე უკვე?

ჩვენ უკვე დავასრულეთ პირველი პროექტი „სან რაიზი“, რომელიც მშენებლობის პროცესშივე გაიყიდა. ამჟამად მიმდინარეობს ახალი LA QUINTA BY WYNDHAM-ის პროექტის მშენებლობა. აქაც განთავსებული იქნება 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო და 600-ამდე აპარტამენტი. ამ კომპლექსში აპარტამენტების 60 პროცენტი უკვე გაყიდულია და მშენებლობა დასრულდება 2021 წელს.

გარდა ამისა, მზად გვაქვს 3 ახალი პროექტიც, მათ შორისა კომპლექსი „რეინბოუ“, სადაც კიდევ ერთხელ იქნება წარმოდგენილი პარტნიორი ამერიკული ბრენდი. მშენებლობა დაიწყება შემოდგომაზე, გაყიდვებიც ძალიან მალე გაიხსნება. ამ ყველაფრით ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ტემპს ვინარჩუნებთ და ვმუშაობთ აქტიურად. ეს პროექტები ხორციელდება ბათუმში, ზღვის პირველ ზოლში, ახალ ბულვარში, სადაც ურბანულად გვსურს უბნის გაშენება, რომელიც შემდგარი იქნება მინიმუმ 4 კომპლექსისაგან, ამათგან ერთი უკვე დასრულებულია, ერთი – მშენებლობის პროცესშია, ორის დაწყება კი, როგორც უკვე გითხარით, შემოდგომაზე იგეგმება.

იმისთვის, რომ სამშენებლო სექტორი დაუბრუნდეს იმ მდგომარეობას, რომელშიც პანდემიამდე იყო, რა სჭირდება?

დღეს ნამდვილად ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესმა შეძლოს სამუშაო პროცესების სრულად აღდგენა და დასაქმებულთა შენარჩუნება, მაგრამ ამისთვის მხოლოდ კომპანიების ძალისხმევა არ კმარა, აქ მნიშვნელოვანია ორმხრივი მოქმედება, ვგულისხმობ როგორც სწორ დამოკიდებულებას კომპანიების მხრიდან, ასევე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას სახელმწიფოს მხრიდან. მაგალითად, სამშენებლო კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება, სახელმწიფომ მაქსიმალურად სწარაფად და ბუნებრივია, ყველა წესის დაცვით უნდა აღადგინოს საერთაშორისო ურთიერთობები და ფრენები ე.წ მწვანე ზონის ქვეყნებთან, იმ სახელმწიფოებთან, რომლებიც დაინტერესბეულნი არიან საქართველოში უძრავი ქონების ბაზარზე ინვესტიციით. ასევე, მნიშვნელოვანია მარკეტინგული აქტივობების გაძლიერება და ცნობადობის ამაღლება, მით უფრო ახლა, როცა ასეთი სამაგალითო შედეგი დავდეთ პანდემიასთან ბრძოლაში მსოფლიოს მასშტაბით. მეც თქვენთან ერთად ველოდები მთავრობის ანტიკრიზისულ გეგმას სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით და ვნახოთ, რას შემოგვთავაზებს. ორმხრივი მუშაობის შედეგად, არ მგონია, დიდი დრო დასჭირდეს სამშენებლო სექტორს ფეხზე დასადგომად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები