LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანდემიის პირობებში ურთიერთობების რეგულაცია სამსახურში და სახლში – FM ქოუჩი

6
coach22011

გადაცემის ლაივი LIVE

პანდემიის პირობებში ურთიერთობები სამსახურში და სახლში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ქოუჩმა ირმა ჩიტაშვილმა ისაუბრა.

რა განაპირობებს სამსახურში ჰარმონიულ ურთიერთობებს?

სამსახურში ურთიერთობების ჰარმონიულობა განაპირობებს ნებისმიერი ორგანიზაციის საქმიანობის ხარისხს. თუ თანამშრომლებს შორის ურთიერთობა არაა ჰარმონიული, თუ ისინი ერთამანეთს ექიშპებიან, ეჭიანობენ ერთამენთზე და უფროსებთან საკუთარი შესაძლებლობების ჩვენებას სხვების დაკნინების ხარჯზე ცდილობენ, ორგანიზაცია, სადაც ისინი მუშაობენ არაეფექტური შეიძლება იყოს.

შესაბამისად, მენეჯმენტმა უნდა იფიქროს თანამშრომლებს შორის ურთიერთობის ჰარმონიზაციაზე. სამწუხაროდ, პანდემიის პირობებში თანამშრომლებს შორის უშუალო ურთიერთობებმა დისტანციაზე გადაინაცვლა, რამაც შეიძლება ერთის მხრივ შეამცირა ეს რისკები, მაგრამ მეორეს მხრივ ურთიერთობების ნაკლებობამ შეიძლება გაარღვივა კიდეც შუღლი და ეჭვიანობა.

ეჭვიანობა ჩვეულებრივი ადამიანური სისუსტეა, რომელსაც დაბალი თვითშეფასება იწვევს. ამ თვისებას ადამიანები ისევე ავლენენ სამსახურში, როგორც სახლში. პანდემიის პირობებში, ამ სისუსტემ და აქედან წარმოქმნილმა პრობლემებმა ურთიერთობებში უკვე სახლში გადმოინაცვლა.

რა პრობლემებს აწყდებიან ადამიანები სამსახურს გარეთ ურთიერთობებში?

ერთის მხრივ, სამსახურში ურთიერთობები ოჯახის წევრებთან ურთიერთობებმა ჩაანაცვლა. თუ აქამდე დროს ძირითადად სამსახურში ატარებდნენ, ახლა სამსახურმა სახლში გადმოინაცვლა.  ადამიანებს  აქვთ კომუნიკაციის ნაკლებობა, რამაც  მოახდინა მათში გაღიზიანების პროვოცირება.

მაგალითად, თუ ადამიანი ეჭვიანია, მსგავსი პრობლემა ექნება სახლშიც. თუ ადამიანს აქვს დაბალი თვითშეფასება სამსახურში და არ არის თავდაჯერებული, იგივე ხდება სახლშიც. ახლა სამსახური დისტანციურია და ერთდროულად უწევს ბევრ რამესთან გამკლავება. შეიძლება თვითშეფასებაკიდევ  უფრო მეტად  შეუმცირდა, ეგობოს, რომ ვერ ასწრებს, ცუდი დედა ან ცუდი ცოლია.

ადამიანებს შეექმნათ პრობლემებ, რადგან ცვლილებების მიმართ მიმღებლობა შეიძლება არ აქვთ და  როგორც წესი და აქვთ ცვლილებების შიში.

იმისათვის რომ მივაღწიოთ ახალ შედეგს ურთიერთობაში,   ცვლილებების განხორციელებაა საჭიროა ცხოვრებაში. ნებისმიერი ცვლილება იწვევს ბრაზს, აგრესიას და უარყოფით ემოციას.

როცა ცვლილებების ინიცირებას ადამიანი თვითონ აკეთებს, გაღიზიანება მაინც არის. ადამიანებს ეშინიათ კომფორტის ზონიდან გამოსვლა.

ნებისმიერ ცვლილებას  რეაგირების ფაზები  აქვს:

1. მიუღებლობის ფაზა
2. სიბრაზის ფაზა;
3. დაბნეულობის ფაზა;
4. მიმღებლობის ფაზა, ეძებს გამოსავალს. შეისწავლის სიტუაციას;
5. განხორციელების ფაზა. პასუხისმგებლობის აღების ფაზა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები