LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პარიზში 1949 წელს დაარსებული Europcar უკვე საქართველოშია – გაიგეთ, რას გთავაზობთ Europcar Georgia

3
101550838-681049499294558-2120963406063206400-o

„თეგეტა ჯგუფის“ შვილობილი კომპანია Tegeta Rent a Car გახდა Europcar-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში. სწორედ Europcar Georgia-ის დირექტორი სანდრო საყვარელიძე იყო „ბიზნესნიუსის“ სტუმარი, რომელმაც გადაცემაში ვრცლად ისაუბრა Europcar Georgia-ს საქმიანობის შესახებ, ასევე იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც ავტობიზნესი ახალმა პანდემიამ დააყენა.

საყვარელიძის თქმით, Europcar დაარსდა 1949 წელს პარიზში და წარმოადგენს მსოფლიოში ერთ-ერთ უმსხვილეს ჰოლდინგს როგორც მსუბუქი და კომერციული ავტომობილების, ასევე სკუტერების გაქირავება /„შეარინგის“ მიმართულებით. Europcar ემსახურება 8 მილიონზე მეტ მომხმარებელს მსოფლიოს 135 ქვეყანაში, 4 000-მდე ლოკაციაზე. Europcar-ის ჯგუფი აერთიანებს ისეთ საერთაშორისო ბრენდებს, როგორებიცაა: GoldCar, InterRent, Fox Rent a Car, Scooty, Ubeeqo და სხვა.

„Europcar-ის ბრენდის ქვეშ ოპერირება, Tegeta Rent a Car-ს საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის მომსახურება ახალი და უსაფრთხო ავტომობილების შეთავაზების გზით. Europcar Georgia,  როგორც კომპანიებს, ისე საცალო მომხმარებლებს სთავაზობს მომსახურების ფართო არჩევანს: ავტომობილების დღიური გაქირავება, სატრანსპორტო მომსახურება (მძღოლის მომსახურებით), გრძელვადიანი იჯარა, საოპერაციო ლიზინგი, ტრანსფერები – საქართველოს, სომხეთის და აზერბაიჯანის მიმართულებით“, – ამბობს Europcar Georgia-ს დირექტორი.

მისივე თქმით, Europcar Georgia-ის ავტოპარკში წარმოდგენილია მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მსუბუქი, მაღალი გამავლობის და VAN კატეგორიის ახალი ავტომობილები.

ვრცლად ინფორმაცია Europcar Georgia-ს შესახებ შეგიძლიათ, მოისმინოთ გადაცემის აუდიო ჩანაწერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები