LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ პოზიციებზე რეზიუმე ნაკლებად გამოცდილმა კადრებმაც შეიძლება გააგზავნონ“

5
Office chair and cardboard paper with we need you message in hand of boss. Human resources management concept, searching professional staff, work. Vector illustration in flat style

ახალი ტენდენციები დასაქმების ბაზარზე- „ეიჩ არ ჯის“ წარმომადგენელმა ინგა შახბაზიანმა “ბიზნესკურიერს” განუცხადა, გასულ კვირას თუ ჰორეკა სექტორი აქტიურობდა, ახლა სიტუაცია შეიცვალა. მისი თქმით, საინტერესოა ის დეტალიც, რომ თბილისის გარდა, საკმაოდ დიდი აქტიურობაა რეგიონებში. ეს კი საბანკო სექტორის მიმართულებით შეინიშნება. “მთლიანი საბანკო სექტორის ვაკანსიების 70% რეგიონებზეა განაწილებული. ეს არის სესხის ოფიცრების, მოლარეების, კონსულტანტების, ადმინისტრატორების ანუ დამწყები რგოლის პოზიციები, სადაც ნაკლებად გამოცდილ ადამიანებსაც შეუძლიათ გააგზავნონ რეზიუმე. მეტ-ნაკლებად არის მოთხოვნა საშუალო დონის მენეჯერებზეც. საბანკოს შემდეგ, მეორე პოზიციაზე ისევ ჰორეკა სექტორია, შემდეგ გაყიდვები და ბოლოს სამედიცინო სფერო”, – აცხადებს “ეიჩ არ ჯის” წარმომადგენელი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები