LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,პრობლემა იწყება მაშინ, როცა მშობლები ყველაფერს უკეთებენ შვილებს, არ აცდიან დამოუკიდებლად ცხოვრების აწყობას” – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

17
magda-feradze-show

გადაცემის ლაივი LIVE

რა არის აღზრდის დროს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა, რომელიც აფერხებს როგორც მშობლის, ისე შვილის ცხოვრებას, რატომ არის პრობლემური ქართულ რეალობაში ოჯახისგან დამოუკიდებლად ცხოვრება, არასწორი აღზრდის მოდელის უარყოფითი გავლენები, რომლებიც ზრდასრულ ადამიანს უმწეოს ხდის და ცალკე ცხოვრების, პასუხისმგებლობის აღების შიშს წარმოშობს  – ამ თემებზე გადაცემაში „7რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მაგდა ფერაძემ ისაუბრა.

რა შედეგი მოაქვს აღზრდის მოდელებს?

იყო მშობელი, ეს ნიშნავს უდიდეს ბედნიერებასა და უდიდეს პასუხისმგებლობას. ჩვენს რეალობაში ნელ-ნელა მკვიდრდება ტენდენცია, თუ როგორ მოემზადოს მშობელი შვილოსნობისთვის, რაც კარგია. მაგალითად, წყვილი ეცნობა სხვადასხვა ინფორმაციას, დადიან მშობელთა სკოლაში, მწიფდებიან ფსიქოლოგიურად და პიროვნულად. იდეალურია, როდესაც ორივე მშობელი თანაბრად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, რადგან ბავშვის მთავარი მოთხოვნილება გულისხმობს დედის მხრიდან უპირობო სიყვარულს, ხოლო მამა ეს არის უსაფრთხოებისა და დაცვის გარანტი მისთვის. ცნობილია, რომ სხვადასხვა სტილის ოჯახებში აღზრდილი ბავშვები, სხვადასხვაგვარად რეაგირებენ ამა თუ იმ მოვლენებსა და ცხოვრებისეულ სიტუაციებზე. გამოიეყენება ბავშვის აღზრდის 4 სტილი: ავტორიტარული, დემოკრატიული, ლიბერალური და ინდიფერენტული. განვიხილოთ სათითაოდ:

ატორიტარული აღზრის სტილი გულისხმობს მკაცრ, დამსჯელობით სისტემას. ბავშვის ინიციატივა მუდმივად ჩახშულია, მშობელი მისგან უპირობო მორჩილებას ითხოვს. გახსოვდეთ, მშობელმა ყოველთვის უნდა აუხსნას ბავშვს, თუ რატომ არ იქცევა ბავშვი სწორად და დაარიგოს როგორ უნდა მოიქცეს, რატომ აეკრძალა რამე. ჩვევების გამომუშავება აუცილებელია მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. 

რაც შეეხება დემოკრატიული აღზრდის სტილს, ეს მეთოდი გულისხმობს ბავშვისთვის სიყვარულს, ჯანსაღ გარემოსა და მხარდაჭერას. მშობლისა და შვილის ურთიერთობა დაფუძნებულია ნდობასა და პატივისცემაზე. ამავდროულად ოჯახში დაწესებულია საზღვრები, ბავშვმა იცის, რომ ამ საზღვრების გადაკვეთა არ შეიძლება. ასეთ ოჯახში აღზრდილი ბავშვები გამოირჩევიან ჰარმონიულობითა და სიმყარით ცხოვრებაში.

ლიბელარული აღზრდის სტილი გულისხმობს ზედმეტი თავისუფლების მიცემას ბავშვისთვის, რაც საწყისშივე არასწორია და პრობლემებს იჩენს განსაკუთრებით გარდატეხის ასაკში. მშობლებს ზოგჯერ ეშინიათ “ბავშვი არ დაეჩაგროს”, აძლევენ იმაზე მეტის უფლებას, ვიდრე ეს მის ასაკს შეესაბამება. ასეთ ოჯახში აღზრდილ ბავშვებს აკლიათ თვითკონტროლი და მათ ელემენტარული ქცევებიც კი არ აქვთ გამომუშავებული. 

და მეოთხე ეს არის ინდიფერენტული სტილი, სადაც არანაირი ემოციური კავშირი არ არის მშობელსა და შვილს შორის. ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები თავად იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რომლებიც შეიძლება ზიანის მომტანი აღმოჩნდეს მათთვის. მშობელი არ ინტერესდება ბავშვის მიღწევებით. არიან ასოციალური პიროვნებები, უჭირთ წარმატების მიღწევა ცხოვრებაში.

რას ნიშნავს არაჯანსაღი მიჯაჭვულობა შვილზე?

შვილები არ ეჯაჭვებიან მშობლებს, როგორც წესი მშობლები ეჯაჭვებიან მათ. ეს ხდება მაშინ, როცა ფსიქოლოგიური ჭიპლარი გადაჭრილი არ არის. ზრდასრულ ასაკში ასეთ ადამიანებს დამოუკიდებლად არაფრის კეთება არ შეუძლიათ. ალბათ ხშირად გვსმენია ფრაზები: ჩემი ცხოვრება შენ შემოგწირე, კარიერა შენს გამო ვერ გავიკეთე. ამ ფრაზებით მშობელი ცდილობს პასუხისმგებლობა გადააბაროს შვილს, რადგან თვითონ ვერ შესძლო ცხოვრებაში რაღაცის გაკეთება.

ჩვენს მენტალობაში ძალიან ხშირია 40 წლის ბავშვები. მაგ: როდესაც დედა ჩართულია ზრდასრული ადამიანის პირად ცხოვრებაში, ცდილობს ცალკე არ გაუშვას. ასევე, ხშირია რამოდენიმე თაობის ერთ ჭერქვეშ ცხოვრება, ესეც ერთგვარი კონტროლია შვილზე და მითუმეტეს მის მეუღლეზე. ასეთ ოჯახებში წყვილს არ გააჩნია პირადი სივრცე, შელახულია მათი უფლებები, რაც დროთა განმავლობაში დიდ უფსკრულს წარმოშობს წყვილს შორის. ჰიპერმზრუნველ მშობელს, რომელსაც საკუთარი თავისგან გაშვებული არ ჰყავს შვილი პირდაპირი გაგებით მისი უმწეოდ ჩამოყალიბება შეუძლია. ზევით ჩამოთვლილი აღზრდის სტილიდან ითვლება, რომ ჯანსაღი აღზრდის სტილი დემოკრატიული სტილია. ასეთ ოჯახებში აღზრდილი ბავშვები წარმატებულ და დამოუკიდებელ პიროვნებებად ყალიბდებიან.

სად გადის ზღვარი?

მშობლები ხშირად ყველაფერს უკეთებენ შვილებს, ისე რომ არ აცდიან დამოუკიდებელ ცხოვრებას. არადა, ცხოვრებაში აუცილებელია ბავშვი წაიქცეს, თვითონვე წამოდგეს და თავისი ძალებით აიშენოს ცხოვრება, შექმნას მომავალი, მშობელი უნდა იყოს ემოციური მხარდამჭერი და არა მისი ცხოვრების აღმშენებელი. უნდა აცადოს შვილს თავად აკეთოს და აშენოს. ჩვენს რეალობაში მშობლები ფიქრობენ იმაზე, რა უნდა ჰქონდეს შვილს 10-20 წლის მერე, ამასობაში მათი ცხოვრებაც გადის და შემდეგ ხდება შვილებისგან იმის მოთხოვნა, რაშიც მათ დრო და ენერგია დახარჯეს. სამწუხარო რეალობა ასეთი გვაქვს დღეს.

7 რჩევა ფსიქოლოგისგან:

შვილოსნობამდე კარგად გააცნობიერეთრ, მზად ხართ თუ არა პასუხისმგებლობისთვის იყოთ მშობელი.

მნიშვნელოვანია მოხდეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა, გააცნობიერეთ, რომ თქვენ გაქვთ თქვენი ცხოვრება, შვილს თავისი. მიაჩვიეთ დამოუკიდებლობას, პასუხისმგებლობას.

ბავშვი აღიქვით ცალკე პიროვნებად, ის ინდივიდია.

ამოიღეთ ლექსიკონიდან ფრაზები მაგ: ,, ჩვენ სკოლაში წავედით”. ის წავიდა სკოლაში. გამიჯნეთ თქვენი თავი თქვენი შვილისგან.

მიეცით სივრცე თქვენს შვილს, არ ჩათვალოთ თქვენს საკუთრებად.

გაუშვით თქვენი თავიდან. მიეცით დაცემისა და ადგომის საშუალება.

გახსოვდეთ თქვენ – თქვენ ხართ და ის – ის, სწორედ ამაშია ჩვენი უნიკალურობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები