LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრობლემები ჯანდაცვის სფეროში – რა ინფორმაციას აქვეყნებს ბიზნესკატალოგი

12
ჯანდაცვა

 

„ბიას“ ბიზნესკატალოგის ინფორმაციით, ზოგადად ჯანდაცვა მომსახურების/სერვისის სფეროს მიეკუთვნება, ამიტომ „ბიას“ წარმომადგენელთა შეფასებით, მისი განვითარება ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ბიას“ ცნობით, მათ მონაცემთა ბაზაში ამ მიმართულებით 2000–ზე მეტი იურიდიული პირი ფიქსირდება, რომლებიც ძირითადად მრავალპროფილიანი ტიპის საავადმყოფოები და პოლიკლინიკების, სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრების, სტომატოლოგიური მომსახურებების, სამედიცინო აპარატურის, მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების წარმოება, ვაჭრობის და სამედიცინო ლაბორატორიების მიმართულებით ფუნქციონირებენ.

„ბიას“ წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, რომ ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემად რჩება სამეცნიერო-კვლევითი მიმართულებების განვითარება. მისივე თქმით, ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, ჩამოთვლილი სფეროებიდან ყველაზე მცირე რაოდენობით კომპანია სამედიცინო ლაბორატორიების მიმართულებით ფიქსირდება და ეს რიცხვი 172 შეადგენს.

კომპანიის ცნობით, ჯანდაცვის სფეროში შედარებით ყველაზე აქტიური მიმართულება სამკურნალო და დიაგნოსტიკური ცენტრებია, სადაც ბიას მონაცემებით 420 კომპანია ფუნქციონირებს, აღნიშნული მიმართულების შემდეგ ყველაზე აქტიური სტომატოლოგიური კომპანიებია, სადაც ბიას ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით 270 კომპანია ფიქსირდება.

ასევე პრობლემაა ადგილობრივი წარმოებაც, საქართველოს მასშტაბით არსებულ კლინიკებსა და საავადმყოფოებს საქმიანობისთვის საჭირო აპარატურითა და სახარჯი მასალებით  ბია-ს ბაზაში მოქმედი 124 კომპანია ამარაგებს. აღნიშნული პროდუქციის ადგილობრივი წარმოების წილი მხოლოდ 5%-ია, კომპანიების 95% კი იმპორტს ახორციელებს. სამედიცინო სახარჯი მასალების იმპორტი ძირითადად ხორციელდება: გერმანია, ჩინეთი, იტალია, თურქეთი და ინდოეთიდან“, – აცხადებს ამაშუკელი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები