LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართულ ბიზნესს აკლია არაფორმალური გარემო – რას გთავაზობთ Mercedes benz – ის ბიზნესივენთი

14
67537692-2079730492332615-5009419862850666496-n

 “ბიზნესნიუსის” სტუმრები არიან „ბენე ჯგუფის“ დირექტორის მოადგილე ანი ანდრონიკაშვილი და ნათია გავაშელაშვილი – მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

რა მიზანი აქვს Mercesed-Benz -ის ღონისძიებას და რატომ გადაწყვიტეთ, რომ კიდევ ერთი ბიზნესივენთი ჩაატაროთ

(ანი) ბენე ექსკლუზივის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ღონისძიებების განხორცილება. ჩვენ კვლევებს ვაწარმოებთ, რაც ზუსტ მონაცემებს გვაწვდის. ყველა კომპონენტი ყველა ღონისძიების შემდეგ მაღალია. ეს ჩვენი ინდიკატორია, რომ ასეთი ივენთები იყოს მაქსიმალურად შედეგიანი. ჩვენ ვიცით, რომელი სტუმარი უნდა მოვიწვიოთ, რომელი კომპანიიდან, რომელი სპონსორი და ა. შ. შესაბამისად, ყველა ღონისძიება არის მაქსიმალურად შედეგზე ორიენტირებული და ბიზნესსექტორის კარგი პლატფორმის შექმნისთვის.

– სად იმართება ეს ღონისძიება და რამდენდღიანი იქნება

(ნათია) ამჯერად ღონისძიება ერთდღიანი იქნება. შარშან ბათუმში გვქონდა “ჰილტონში”, წელს “შერატონი” გვიმასპინძლებს. ის ერთდღიანი იქნება და ორ ნაწილს მოიცავს. პირველი – საკონფერენციო , კომპანიები ჩაატარებენ საინტერესო პრეზენტაციებს, სიახლეებს გააცნობენ, მეორე ნაწილზე გადავინაცვლებთ საცურაო აუზთან. გვეყოლება სპეციალურად მოწვეული დიჯეი, გერმანიაში დაფუძნებული „ჰაუს“ მუსიკის ჯგუფი და ისინი განსაკუთრებულ საღამოს შეუქმნიან სტუმრებს.

რა აჩვენა წინა ივენთებმა და რა მოლოდინი გაქვთ ახლა

(ანი) ჩვენ ძალიან ამბიციური კომპანია ვართ, მიზანდასახული და კრეატიული. ყველა ღონისძიების დროს გვაქვს მოლოდინი , რომ უფრო კარგი შედეგი დავდოთ. ველოდებით 500 სტუმარს, როგორც აჭარის რეგიონიდან, ისე თბილისიდან. ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ლოჯისტიკური სამსახურია, ამიტომ ვთავაზობთ გადაადგილებას თბილისიდან ბათუმში და პირიქით.

არაფორმალურ ნაწილში კიდევ რა ელოდებათ სტუმრებს 

– (ნათია) ჩვენ ფორმალური და არაფორმალური გარემო გავაერთიანეთ. გვექნება საინტერესო გათამაშებები, ჩართულები არიან სერიოზული წამყვანი კომპანიები. გარდა იმისა, რომ საინტერესო პრეზენტაციებს მოისმენენ, განიტვირთებიან და საჩუქრებს მიიღებენ ჩვენი სპონსორებისა და პარტნიორებისგან. საცურაო აუზზე ბევრი სიურპრიზი დახვდებათ. ქართულ ბიზნესს არაფორმალური გარემო აკლია. ამიტომ ვაკეთებთ ასეთ ღონისძიებებს

(ანი)მაგალითს მოვიყვან. წინა ღონისძიება, რომელიც ნეთვორქინი იყო, ერთმა კომპანიამ 40 ხელშეკრულება წამოიღო იმ ერთი ივენთიდან. ჩვენ გვიხარია, როცა პარტნიორები , სპონსორები მაქსიმლურ შედეგს იღებენ.

500 სტუმარი ახსენეთ, როგორ ჩაერთვებიან და დაესწრებიან ისინი ამ ღონისიძიებას
– (ანი)ძირითადად არიან მოწვეული სტუმრები, პარტნიორები, მეგობრები, ეს სეგმენტი იქნება. უმეტესად აჭარის რეგიონიდან.

ახალი ამბით მოხვედით, მაგრამ სიახლეებსა და სამომავლო გეგმებზეც რომ გვითხრათ

– (ნათია) ჩვენს ღონისძიებას მოწვეული სტუმრების გარდა, მეორე ნაწილზე იყიდება ბილეთები, ნებისმიერ მსურველს შეუძლია შეიძინოს tkt.ge -ზე და დაესწროს სასიამოვნო საღამოს.
(ანი) რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, დაგეგმილი გვაქვს და მიდის მოლაპარაკებები უკრაინაში. პროექტს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ გეტყვთ, რომ ჩვენი ამბიციაა, ქართული ბიზნესი სხვა ქვეყნებშიც იყოს წარმოჩენილი, როგორც პრემიუმ ხაზის ბიზნესსექტორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები