LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა აპარატურული მეთოდებია ეფექტური ცელულიტის დროს – სილამაზის აკადემია

16
shalvaabuladze45

გადაცემის ლაივი LIVE

რა აპარატურული მეთოდებია ეფექტური ცელულიტის დროს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა რეაბილიტოლოგმა შალვა აბულაძემ ისაუბრა.

სანამ აპარატურულ მეთოდებს მივმართავთ, რა პროცედურები უნდა დავიცვათ?

21-ე საუკუნე უნდა გამოცხადდეს ჯანმრთელობის საუკუნედ. საქართველოში უკვე დაიწყეს ჯანსაღი ცხოვრების წესი. საწყის ეტაპზე პაციენტმა უნდა გაიაროს კონსულტაცია, შეთავაზება ინდივიდუალური უნდა იყოს, რადგან ყველა პაციენტს თავისი პრობლემა აქვს აღმოსაფხვრელი. თუ პაციენტი მოგვყვება, დაახლოებით ორი თვის ვადაში ეს პრობლემა ფუნდამენტურად აღმოიფხვრება და გვექნება 70-80% შედეგი. მნიშვნელოვანია ხელშეწყობა ვარჯიშით. არ უნდა დაგვავიწყდეს წყლის დალევა, დღეში სასურველია ორი ლიტრი წყლის მიღება, ერთ კილოგრამზე მისაღებია 30 გრამი წყალი, სწორედ ამის მიხედვით ითვლება, თუ რამდენი ლიტრი უნდა მიიღოთ დღიურად. წყლის ნაკლებობა იწვევს ჰიდრატაციას, შესაბამისად, პროცესის სწორად წარმართვისთვის მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს ეს კომპონენტი. გარდა ამისა, სასურველია პაციენტმა ისეირნოს სუფთა ჰაერზე და არ ათიოს ღამეები, რათა ორგანიზმმა არ მიიღოს სტრესი. თუ გადააჭარბებთ კვების დღიურ ნორმას, არსებობს დეტოქს პროგრამები, რითაც შეგიძლიათ სწორი კვების რეჟიმს დაუბრუნდეთ.

ცხიმის მოყინვაკრიპოლიზი რამდენად ეფექტურია?

ეს არის 21-ე საუკუნის აღმოჩენა, ამ პროცედურამ ჩაანაცვლა ლიპოსაქცია. ის კარგ ეფექტს იძლევა, მაგრამ სანამ ამ პროცედურას გაიკეთებთ, სასურველია სხეულის მომზადება. სხეულის მომზადება იწყება კავიტაციით, შემდგომ გრძელდება ხელით მასაჟით, სასურველია მოხდეს ლიმფოდრენაჟი, რათა გამოიდევნოს სხეულიდან წყლის რაოდენობა. შედეგი 21 დღიდან დგება და რაც დრო გადის, უკეთეს შედეგს ვიღებთ.

რაც შეეხება პრესოთერაპიას, რამდენად უწევთ ამ პროცედურას რეკომენდაციას?

ეს არის საკმაოდ ეფექტური პროცედურა. კავიტაციის, ხელით მასაჟის შემდგომ ჩვენ პაციენტს ვფუთავთ სპეციალური სამოსით, დაახლოებით ნახევარი საათით. სისხლის მიმოქცევა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი ჩვენი სხეულისთვის, თუ სისხლი კარგად მიეწოდება ორგანიზმს, გამოდევნებული ტოქსინები სწრაფ ეფექტს იძლევა. ხშირად ამ პროცედურითაც ვიწყებთ პროგრამას, მაგალითად, როცა ადამიანები საქმის გამო მიჯაჭვულები არიან კომპიუტერებს, ამ დროს სხეული ეშვება, არის ფტოზის შემთხვევები, ცხიმები გადანაწილდება სხეულში და დღითიდღე უარესდება მდგომარეობა, ასეთ დროს ეს პროცედურა ძალიან ეფექტურია…

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები