LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა არის კანის სიმშრალის მიზეზი და რა პროცედურის ჩატარებაა რეკომენდებული – სილამაზის აკადემია

6
tatia-gigiloshvili

გადაცემის ლაივი LIVE

გაზაფხულზე ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას და კანი მეტად მგრძნობიარე ხდება გარემო ფაქტორების მიმართ. აქედან გამომდინარე, ქალბატონებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ გაზაფხულზე კანის მოსავლელად, განსაკუთრებით მათ, ვისაც მშრალი კანი აქვთ. ამ პერიოდში სახის, ხელებისა და მთელი სხეულის კანის მდგომარეობა ხშირად იცვლება. კანი იქერცლება, შრება, ზოგჯერ ჩნდება გამონაყარიც. რა პროცედურების ჩატარებაა რეკომენდებული გაზაფხულზე – ამ თემაზე გადაცემაში “სილამაზის აკადემია” ექიმმა-კოსმეტოლოგმა თათია გიგილოშვილმა ისაუბრა.

რა არის კანის სიმშრალის მიზეზი?

კანის სიმშრალის მიზეზი შესაძლოა იყოს ზოგიერთი დაავადება, მაგალითად: დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ალერგიები, ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა, ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით A და C ვიტამინისა. კანის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს სტრესული სიტუაციები და ნერვული გადაძაბვა. გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურა იმატებს, რაც მშრალ კანს უხდება, თუმცა იმატებს მზის აქტივობაც და როგორც აღვნიშნეთ, მშრალი კანი საკმაოდ მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. გაზაფხულზე რეკომენდირებულია ისეთი ინექციური პროცედურების ჩატარება, როგორიცაა: მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია და ბიორევიტალიზაცია.

რა არის პლაზმოლიფტინგი?

პლაზმოლიფტინგის პროცედურა გულისხმობს თრომბოციტებით გამდიდრებული საკუთარი სისხლის პლაზმის ინექციას კანში. სისხლის თეთრი უჯრედები ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებენ დაზიანებული ქსოვილების რეგენერაციისა და გამოჯანმრთელების პროცესში. ისინი ასინთეზირებენ ზრდის ფაქტორებს, რომლებიც ასტიმულირებენ და არეგულირებენ ქსოვილების აღდგენასა და ზრდას. ზრდის ფაქტორები ის მთავარი მოლეკულებია, რომლებიც პასუხს აგებენ ჩვენს ორგანიზმში არსებული ნებისმიერი ქსოვილის და უჯრედების სიცოცხლის ციკლის სწორ მიმდინარეობაზე. პლაზმოთერაპიის ჩვენებებია: კანის ასაკობრივი ცვლილებები (ქრონო დაბერების პროცესი); ფოტოდაბერება (განსაკუთრებით მათთვის, ვინც ხშირად ირუჯება); ჰიპერპიგმენტაცია; აკნე, პოსტაკნე ნაწიბურები და პიგმენტაცია; მგრძნობიარე კანი; კანის სხვადასხვა დაავადებები; ცელულიტი; ალოპეცია, თმის ცვენა. კურსი მოიცავს 4-6 პროცედურას, რომელიც ტარდება 7-10 დღიანი ინტერვალით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები