LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ფილერის პროცედურას – სილამაზის აკადემია

35
maobaramidze2010

გადაცემის ლაივი LIVE

რა შედეგი აქვს ფილერს – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ „ლოტუსის” კოსმეტოლოგმა მაო ბარამიძემ ისაუბრა.

 რა არის ფილერი?

ფილერი არის შემავსებელი. ის გამოიყენება თანდაყოლილი ან შეძენილი დეფექტების შესავსებად. აღსანიშნავია, რომ დიდი უპირატესობით სარგებლობს ასაკობრივი ცვლილებების დასაკორექტირებლად.

ფილერმა უკვე შექმნა თავისი ისტორია და ევოლუციური ცვლილებებიც განიცადა. ყურადღება მინდა მხოლოდ შევაჩეროთ იმაზე, რაც შედეგისთვის მნიშვნელოვანია: კონკრეტულად უნდა გამოვიყენოთ ბიოდეგრადირებადი ფილერები ანუ მხოლოდ ის რომელსაც ორგანიზმი აღიქვამს, როგორც საკუთარს და არ ჩართავს იმუნურ რეაქციებს. ასეთ ფილერს შეუძლია აღადგინოს ქსოვილის მოცულობა მაღალი ესთეტიკით, შეინარჩუნოს ფორმა და ქსოვილებთან ინტეგრირდეს 100% შეთავსებით.

ამ მოთხოვნილებას აკმაყოფილებს ჰიალურონზე და კალციუმის აპატიტზე დამზადებული შემავსებლები. ორივე ფორმა ადამიანის ორგანიზმისთვის მშობლიურია, ამიტომაც არის ბიოლოგიურად თავსებადი.

რა ასაკიდან უნდა მივმართოთ ფილერის პროცედურას?

ფილერის გამოყენებას ასაკი არ განსაზღვრავს. თანდაყოლილი ან ტრავმის შედეგად მიღებული დეფექტის დროს ნებისმიერ ასაკში. ძალიან მოთხოვნადია ტუჩების აუგმენტაციები, რომელსაც ძირითადად პატარა ასაკის გოგოები ითხოვენ. რაც შეეხება ასაკობრივი რეკონსტრუქციების დროს – ეს რა თქმა უნდა შედარებით მოზრდილ პაციენტებშია მოთხოვნადი.

ფილერის დადებითი მახასიათებლები…

ფილერის დადებითი მახასიათებელია მისი შემავსებელი ფუნქცია, ამ თვისებით ვქმნით სახის დაკარგული მოცულობების აღდგენას. ხარისხიანი ფილერის ბიო შეთავსება ორგანიზმთან, მისი დეგრადაცია და ბუნებრივი გამოსვლა. თუმცა, იდეალური ფილერი არ არსებობს, აქ მთავარი კომპონენტი არის ექიმი რომელიც ირჩევს ფილერს.

უკუჩვენებები თუ ახასიათებს?

უკუჩვენება არის მწვავე დაავადებები, არის განსაკუთრებული შემთხვევები როცა ფილერის გამოყენება შეზღუდულია.

რამდენ ხანში ვიმეორებთ პროცედურას და ე.წ. დამატებას რა შემთხვევაში საჭიროებს კონკრეტული ზონა?

პროცედურის გამეორება დროის მხრივ ინდივიდუალურია. თუმცა, სტანდარტულად 6-10 თვემდე, არის შემთხვევები 16 თვემდე. გააჩნია ფილერის კონსისტენციას, მოცულობასა და უბანს.

შეიძლება ითქვას, რომ პროცედურა ნაკლებად მტკივნეულია. ზოგიერთ შემთხვევაში გაუტკივარებაც დასაშვებია. მე პირადად ხშირად მივმართავ ანესთეზიას, განსაკუთრებით ტუჩის მოდელირებისას.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები