LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ბედი ელის ტურიზმისა და მასპინძლობის ინდუსტრიას – FM ქოუჩი

5
couch-alimbarashvili

გადაცემის ლაივი LIVE

კორონავირუსიის ფონზე ტურიზმი და მასპინძლობის ინდუსტრიამ საკმაოდ დიდი დარტყმა მიიღო მთელ მსოფლიოში. რა იქნება გამოსავალი და როგორ უნდა შეძლოს ვირუსის ფონზე ამ ინდუსტრიამ ფუნქციონირება – მარტა ქარუმიძის გადაცემის “FM ქოუჩი” სტუმარია ბიზნეს კონსულტანი და ტრენერი ტურიზმის და მასპინძლობის მიმართულებით ქეთევან ალიმბარაშვილი.

რა ხდება დღეს ამ სფეროში?

მიუხედავად იმისა, რომ ამ  დროისთვის რჩევების, პროგნოზებისა და მოსაზრებების ნაკლებობა არ არის, საკმაოდ რთულია სწორი წინასწარი დასკვნების გაკეთება. მაშინ, როცა მსოფლიოში მოგზაურობა თითქმის შეუძლებელია და შიშმა მსოფლიო მოიცვა, ტურიზმი რეაგირების წინა ხაზზეა ეკონომიკური ვარდნის კუთხით. ცალკეული ავიაკომპანიები ნაღდი ანგარიშსწორებით მუშაობენ კონკრეტულ დაკვეთებზე, სასტუმროები პრაქტიკულად ცარიელი და დაკეტილია, ხოლო მოგზაურები სახლში რჩებიან.

ახლა კრიზისი ყველაზე ხილვადია ამ სფეროში დასაქმებულებისთვის, მეპატრონეებისა და ინვესტორებისთვის. სამომავლო გრძელვადიანი და ასევე, დროებითი მოკლევადიანი გეგმის არსებობა აუცილებელია. ანტიკრიზისული გეგმა ადაპტირებული უნდა იყოს გარემოსთან და მიმდინარე მდგომარეობასთან. დაბალი ეპიდემიოლოგიური მაჩვენებელი ქვეყანაში, სახელმწიფოს ჩართულობა ხარჯების შემცირების კუთხით, რომელიც ყველაზე მეტად აწევს მცირე და საშუალო ტიპის ბიზნესს, აუცილებლად განსახილველი საკითხებია. ამის შემდეგ კი უნდა მოხდეს მოგზაურთა მენტალობისა და ტიპების განსაზღვრა, მათზე მორგებული გარემოს შექმნა და მოქმედებების ჩატარება.

ტარდება თუ არა კვლებები და რა შედეგი გვაქვს დღეს?

საქართველოში ამ დროისათვის იგეგმება მიმდინარე კრიზისიდან გამოსასვლელი კვლევების ჩატარება, რომელიც უფრო ნათელს გახდის სამომავლო პროგნოზირებას. მანამდე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მაგალითით შეგვიძლია ვიხელმძღვანელოთ. აქამდე ჩატარებულმა კვლევამ მოგზაურობის განწყობის, მოგზაურის ტიპის დადგენისა და კრიზისიდან გამოსვლის მხრივ,  შემდეგი რამ აჩვენა: მიუხედავად იმისა, რომ კვლევის მონაწილეთა დიდი ნაწილმა ამ დროისათვის ფულის დაზოგვა ამჯობინა და დაგეგმილი მოგზაურობა გააუქმა, ნაწილმა გაუქმების ნაცვლად ჯავშნის გადავადება გადაწყვიტა და სამომავლო გეგმებს მაინც სახავს მოგზაურობისათვის. “გამძლე მოგზაური” ეს არის ეს ის სეგმენტი, რომელიც დიდ გავლენას მოახდენს ბაზარზე. მნიშვნელოვანი იქნება მათი როლი მრავალ ასპექტში. მათ შორის მეტ წილად იქნება მხარჯველუნარიანი მოგზაურები, რომლებიც მაღალი ტიპის სასტუმროებზე გააკეთენ უმეტესად არჩევანს, რადგან ყველა სტანდარტის დაცვა ზედმიწევნით მხოლოდ მაღალი კლასის სასტუმროებისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რაც რისკებს შეამცირებს. სწორედ ამიტომ იქნება აუცილებელი საქართველოში სასტუმროების გახსნიდან პირველ პერიოდში მოხდეს ამ ობიექტების ხელშეწყობა და ხარჯების შემცირება (როგორიც არის იჯარის, კომუნალური,  საბანკო და სახელმწიფო გადასახადები).

შეიცვლება თუ არა სამომხმარებლო ქცევა?

სამომხმარებლო ქცევა შეიცვლება მთლიანად მსოფლიოში, მიმდინარე სიტუაციასთან და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობის შესაბამისად. ინფექციის თავიდან აცილების მიზნით, საჭირო იქნება სხვადასხვა ახალი სტანდარტის შემუშავება. საქართველოში სახელმწიფო სტრუქტურები ამისთვის მზად უნდა იყვნენ, მათ ხელი უნდა შეუწყონ ამ სფეროში მყოფ ობიექტებს სხვადახვა მიმართულებით, როგორც უკვე აღვნიშნეთ ხარჯების შემცირებისა და უსაფთხოებაზე ორიენტაციის კუთხით.

როგორი უნდა იყოს ანტიკრიზისული გეგმა ამ სფეროში?

საქართველოში რამდენიმე ეტაპად შეიძლება დავყოთ ტურიზმისა და მასპინძლობის ინდისტრიაში ანტიკრიზისული მოქმედებები. შიდა ტურიზმი იქნება პირველი აქტივობა ზაფხულის პერიოდში, რაც დაეხმარება ადგილობრივ ბიზნესებს და რისკებს შეამცირებს ინფექციიის გავრცელების კუთხით. შემდეგი ეტაპი სავარაუდოდ იქნება შემოდგომა, როცა მეზობელი ქვეყნებიდან შევძლებთ სტუმრების მიღებას, რაც ჩვენი ბაზრის ვიზიტორების დიდ წილს მოიცავს. მეზობელი ქვეყნის ტურისტის მიღება ბევრად ადვილი იქნება ჩვენთვის, ვიდრე მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული მოგზაურის. შემდეგი ეტაპი კი უკვე გლობალურ ბაზარზე გადასვლა იქნება, რაც გრძელვადიანი პერსპექტივაა. რაც შეეხება სასტუმროებს, ბევრ სასტუმროს, რომლებიც ამ კრიზისს შესაბამისი რესურსებით ვერ შეხვდება, გაუჭირდება ფუნქციონირება, კონკურენცია საკმაოდ დიდი იქნება და ამ მომენტისთვის მენეჯმენტის პროფესიონალიზმს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები