LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ფერები უხდება ერთმანეთს საგაზაფხულო მაკიაჟის გაკეთებისას – სილამაზის აკადემია

16
shorenajikia202345

გადაცემის ლაივი LIVE

რა ფერები უხდება ერთმანეთს საგაზაფხულო მაკიაჟის გაკეთებისას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ სტილის-ვიზაჟისტმა შორენა ჯიქიამ ისაუბრა.

რომელია ცივი და თბილი ფერები?

მაკიაჟი არის ხელოვნება რომლის მიხედვითაც იქმნება ლამაზი გამოსახულება.

კონტრასტული ფერებია:

1. წითელი- მწვანე

2. ცუსფერი-ნაცრისფერი

3. ყვითელი-იისფერი

4 ვარდისფერი-ნაცრისფერ

ფერები იყოფა ორად: ცივი და თბილი ფერები. ცივი ფერებია:  ბორდოსფერი, ჟოლოსფერი, ლურჯი, ლიმნისფერი, კვასკვასა წითელი, ვარდისფერი, შავი და თეთრი.

თბილი ფერებია: ნარინჯისფერი, ალისფერი, აგურისფერი, ფირუზისფერი, სალათის ფერი,  ხაკისფერი, ჭაობისფერი, ატმისფერი, ყავისფერი და რძისფერი.

რა ფერის ჩრდილები უნდა შევარჩიოთ თვალის ფერის მიხედვით?

ლურჯი თვალის ფერს უხდება თითქმის ყველა ფერი:  წითელი, იასამნისფერი, ყვითელი,  ქლიავისფერი, ვარდისფერი და ა.შ.

მწვანე თვალის ფერს:  ვარდისფერი და ყავისფერი.

ყავისფერი თვალის ფერს: იასამნისფერი, ლილისფერი, ზეთისხილის ფერი, ცისფერი, ნაცრისფერი და იისფერიც.

მუქი წაბლისფერ თვალებს უხდება:  ვარდისფერი, ლურჯი და იისფერი.

რაც შეეხება ტუჩსაცხებს:

შავ ჩრდილებს უხდება ტუჩსაცხის ნებისმიერი ფერთა გამა. ნაცრისფერ ჩრდილებს უხდება ყავისფერ ფერთა გამა, გარდა იასამნისფერისა. ყავისფერ ჩრდილებს უხდება ნებისმიერი ფერთა გამა, გარდა იასამნისფერისა. ლურჯ ჩრდილებს უხდება ყველა ნატურალური ვარდისფერი ტუჩსაცხი. მწვანე ჩრდილებს უხდება, რბილი მოწითალო და ყავისფერი ტუჩსაცხი. იასამნისფერ ჩრდილებს კი – ნებისმიერი ვარდისფერი ფერთა გამა.

მაკიაჟის კეთებისას აქტუალურია ტუშიც, რა რეკომენდაციას მისცემდი ამ მიმართულებით?

ტუშის შერცევა ინდივიდუალურია.  ჩემი ხედვით, წითელ ჩრდილებს მოუხდება მხოლოდ შავი ტუში. შავი ჩრდილოს შემთხვევაში, ძალიან მოუხდება ნებისმიერი ფერადი ტუში, იასამნისფერი, ლურჯი და ა.შ. ფერადი ტუშები უხდება უფრო მუქ ჩრდილებს, სადაც დომინირებს შავი ჩრდილი. მაგალითად: როცა გვინდა გამოვიყენოთ წითელი ტუში, წითელ ტუშთან არ არის რეკომენდირებული წითელი ჩრდილი. რადგან უნდა იყოს კონტრასტი, ჩრდილიც და ტუშის ფერიც უნდა ჩანდეს. როცა ლურჯი ტუშის გამოყენება გინდათ, მაშინ შეგვიძლია ყვითელი და ნარინჯისფსერი ჩრდილების შერწყმა. ნარინჯისფერი და იასამნიფერი ფერები არის კონტრასტული ფერები, ამიტომ შეგვიძლია იასამნიფერი ჩრდილი და ყვითელი ან ნარინჯისფერი ტუში წავისვათ.

და ბოლოს, რა ფერია წელს ტრენდული?

ჩემთვის მნიშვნელოვნია ინდივიდუალიზმი არ დავკარგოთ. ტრენდების მიხედვით, წელს ტრენდულია ლურჯი ფერი.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები