LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გამოწვევების წინაშეა განათლების დარგი

4
education, elementary school, learning and people concept - group of school kids with teacher sitting in classroom and raising hands; Shutterstock ID 303888209; PO: virtual reality in education

„ბიას“ ბიზნესკატალოგმა რადიო „ფორტუნას“ განათლების დარგში მოქმედი კომპანიების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. კომპანიის ინფორმაციით, bia.ge-ს ბაზაში 2019 წლის აპრილის მდგომარეობით, სულ 42 000-მდე კომპანია ფიქსირდება, საიდანაც 1,487  განათლების დარგში ფუნქციონირებს.

 რაც შეეხება საქმიანობებს, როგორც „ფორტუნას“ „ბიას“ წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა განუცხადა, ძირითადი მიმართულებებია:  სასწავლო ცენტრები, პროფესიული კურსები, ტრენინგები; უმაღლესი სასწავლებლები; კერძო და საჯარო სკოლები და საბავშვო ბაღები.

ამაშუკელის თქმით, საქართველოს ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას განათლება წარმოადგენს. ის ამბობს, რომ ყველა ავტორიტეტული კვლევებით, ჩვენი ქვეყანა განათლების დონით სხვა ქვეყნებს მნიშვნელოვნად ჩამორჩება. „განათლების მიმართულებით ყველაზე დიდი პრობლემა საჯარო სკოლებსა და უნივერსიტეტებშია.  ბია-ს ბაზაში არსებული მონაცემებით კერძო და საჯარო ბაღები და სკოლები დაახლოებით თანაბარი რაოდენობისაა, რაც იმას გულისხმობს, რომ მათზე მოთხოვნა დაახლოებით  თანაბარია და შეიძლება ითქვას, რომ საჯარო სკოლების ნელ-ნელა ჩანაცვლება ხდება“, -აცხადებს ამაშუკელი.

როგორც „ბიაში“ ამბობენ, კერძო სკოლების ზრდის მიუხედავად, განათლებისა და მეცნიერების დარგში წლიური ბრუნვის მაჩვენებელები არც თუ ისე დიდია. კერძოდ, ბიზნესკატალოგის მიხედვით, დარგში არსებულ კომპანიათა 3% მსხვილი კომპანიაა, 21% – საშუალო, 76% კი – მცირე ზომის.

კომპანიის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების დარგი საქმიანობის მიმართულებიდან იმპორტ-ექსპორტის საჭიროებით არ გამოირჩევა. შესაბამისად, კომპანიების მხოლოდ 3% ახორციელებს იმპორტს და ის, ძირითადად, წიგნებისა და სამეცნიერო ლაბორატორიისთვის საჭირო ნედლეულს  მოიცავს. საიმპორტო ქვეყნების ტოპ სამეულია:  ჩინეთი, გერმანია და თურქეთი.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები