LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს რინოპლასტიკას – სილამაზის აკადემია

271
sashakalantarovi

გადაცემის ლაივი LIVE

 რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს რინოპლასტიკას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა საშა კალანტაროვმა ისაუბრა.

რომელია საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი პლასტიკური ჩარევა?

საქართველოში ყველაზე მოთხოვნადი რინოპლასტიკაა. პაციენტები ხშირად მოგვმართავენ კეხის, განიერი და დაწეული ცხვირის წვერის პრობლემით. ასეთ დროს ძირითადად ვაკეთებთ კეხის ჩაქლიბვას, წვერის პლასტიკას და ნესტოების დაპატარავებას. სუნთქვის პრობლემის შემთხვევაში კი კეთდება ძგიდის გასწორება და ტურბინოპლასტიკა – ნიჟარების პლასტიკა, რაც აუცილებელია ადეკვატურად სუნთქვისთვის.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს რინოპლასტიკას?

არასწორად ჩატარებულ პლასტიკურ ოპერაციას, იქნება ეს რინოპლასტიკა თუ სხვა ტიპის ქირურგიული ჩარევა, შეიძლება არაერთი გართულება მოჰყვეს. ამიტომ მნიშვნელოვანია, ოპერაცია ჩაატაროს გამოცდილმა და პროფესიონალმა ექიმმა.

გართულებებს რაც შეეხება, გარდა ვიზუალური მხარის გაუარესებისა, არასწორად ჩატარებულმა რინოპლასტიკამ შესაძლოა, გამოიწვიოს სუნთქვის პრობლემები. ასეთი არაერთი შემთხვევა გვქონია, როცა სხვა კლინიკაში ჩატარებული ცხვირის ოპერაციის შემდეგ, გაგვიკეთებია მეორადი რინოპლასტიკა, რა დროსაც შეგვიცვლია ცხვირის ვიზუალი და გვიმუშავია ასევე სუნთქვის გაუმჯობესების მიმართულებით.

რა პერიოდი სჭირდება რინოპლასტიკის რეაბილიტაციას?

გართულებების თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია ექიმის რეკომენდაციების დაცვა. ოპერაციის შემდეგ სახის ჩალურჯება და შეშუპება ნორმალურია, რაც თავს იჩენს ხოლმე პირველი სამი დღის განმავლობაში და ქრება მაქსიმუმ 15 დღეში.

ოპერაციის მეორე დღესვე შეგიძლიათ, მიიღოთ შხაპი, თუმცა ეცადეთ, წყალი სახეს არ მოხვდეს.

კბილების გახეხვა შესაძლებელია, თუმცა თუ ტკივილი წარმოიშვება, უნდა შეჩერდეთ და განაგრძოთ, როცა ტკივილი მოიხსნება.

სამი დღის განმავლობაში არ შეიძლება ფიზიკური დატვირთვა, ხოლო ორი თვე – მძიმე ფიზიკური დატვირთვა.

შვიდი დღის განმავლობაში თავი აარიდეთ ცხარე საკვებს. რეკომენდებულია პროტეინით გაჯერებული საკვების მიღება. ალკოჰოლს კი უნდა მოერიდოთ სამი თვის განმავლობაში.

დისკომფორტის თავიდან ასარიდებლად, ორი კვირის განმავლობაში ძილი დასაშვებია თავქვეშ ამაღლებული ბალიშით.

სამი კვირის განმავლობაში თავი უნდა აარიდოთ ცხვირზე ხელის მოჭერას და დაცემინების დროს უნდა გააღოთ პირი.

სამი თვის განმავლობაში არ გამოიყენოთ სათვალე, თავი შეიკავეთ საუნაში ვიზიტისგან და მოარიდეთ ცხვირი მზის სხივებს.

ორი თვის განმავლობაში აკრძალულია მოწევა.

თუ ამ რეკომენდაციებს გაითვალისწინებთ და ოპერაციას ჩაიტარებთ გამოცდილ ქირურგთან, გართულებები პრაქტიკულად გამორიცხულია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები