LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გეგმით წარდგებიან არჩევნებზე ახალი სახეები და რა მოლოდინი აქვთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით – ,,რეალური დრო”

გადაცემის live

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

 თავდასხმა საქართველოს ბანკის ფილიალზე ბოლო წლების ერთ-ერთი ხმაურიანი საქმეა. ერთმა თავდამსხმელბა 15 საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ტერიტორია მძევლებთან და სოლიდურ გამოსასყიდთან ერთად დატოვა, შემდეგ კი მიიმალა. როგორც ექსპერტები ამბობენ, ყაჩაღობა წინასწარ იყო დაგეგმილი და თავდასმსხმელს სპეციალური სამხედრო მომზადება აქვს, სავარაუდოდ, გავლილი.

 ახალ სახეები რომლებიც 10-ე მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად იბრძვიან.

რატომ ვერ ხერხდება დღემდე დამნაშავის იდენტიფიკაცია, რამდენად რეალურია დე ფაქტო ხელისუფლებამ შეასრულოს სიტყვა და დაკავების შემთხვევაში ქართლ მხარეს გადმოსცეს

რა გეგმით წარდგებიან არჩევნებზე ახალი სახეები და რა მოლოდინი აქვთ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით
თეონა ცხომელიძესთან ერთად გადაცემის თემებზე იმსჯელებენ:

• ამირან სალუქვაძე – ექსპერტი სამხედრო საკითხებში
• ლაშა პატარაია – ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში
• ნოდარ ტურძელაძე – ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან“
• ნონა მამულაშვილი – ნაციონალური მოძრაობის საარჩევნო სიის #32
• გიორგი ქაჯაია – დიდუბის დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატი
• მიხეილ ქუმსიშვილი – რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი ლეიბორისტული პარტიიდან

“ასეთი ყუმბარა ქართულ შეიარაღებაში არ არის” – რა დაინახა საინტერესო ყაჩაღობის კადრებში ანალიტიკოსმა ლაშა პატარაიამ

უსაფრთხოების ანალიტიკოსი და კომპანია case-ის დირექტორი, ლაშა პატარაია რადიო “ფორტუნასთან” იმ საინტერესო დეტალებზე საუბრობს, რომელიც 15 საათიანი სპეცოპერაციის დროს აღმოაჩინა. როგორც გადაცემა “რეალურ დროში” ექსპერტმა აღნიშნა,  ყუმბარა, რომელიც თავდამსხმელს მთელი პერიოდის განმავლობაში ეჭირა, ქართულ შეიარაღებას არ აქვს.

“ეს შეიძლება იყო მულაჟი და ამას უნდა უპასუხოს გამოძიებამ” –  აცხადებს პატარაია.

ასევე, როგორც ანალიტიკოსი ამბობს, თავდამსხმელის ქცევის მიხედვით უნდა ვივარაუდოთ, რომ ის მოქმედი ან ყოფილი სამხედრო პირია.

“გადაადგილება, ფორმა,  მოქმედების  სპეციფიკა, რაც ადგილზე ვიხილეთ მეტყველებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პოტენციურად ყოფილ  სამართალდამცავთან ან ძალოვანი უწყების თანამშრომელთან და აუცილებელი არ არის ის იყოს ყოფილი, თუმცა ამ მსჯელობაში არ ვიყენებთ მხოლოდ იმას, რასაც ვხედავთ. სტატისტიკით, რომლითაც ჩვენ ვმუშაობთ, 80%-ში მსგავსი შემთხვევების, სწორედ  ყოფილი და მოქმედი თანამშრომლები ფიგურირებენ, მათ ამაში ხელს უწყობს მათი მომზადება.” –  აღნიშნავს კომპანია  case-ის დირექტორი.

ლაშა პატარაია ასევე ყურადღებას ამახვილებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელის ჩაცმულობაზე და მიიჩნევს, რომ ის იყო თეატრალიზებული.

“ის ელემენტები რაზეც ახლა მსჯელობენ, საუბარია ჩაცმულობაზე, ქართულ დროშაზე, განტვირთვის ჟილეტზე, რომელიც სრულიად არასაჭირო იყო იქ, ძალიან ჰგავდა მხატვრული გაზვიადებით გამდიდრებულ შოუს ელემენტებს.” – აცხადებს ანალიტიკოსი.

“ძველი ფორმაა, გახუნებული, დიდი ალბათობით, მისია და არა ნაყიდი” – რაზე მეტყველებს ფორმა, რომელიც თავდამსხმელს ეცვა: ექსპერტ ამირან სალუქვაძის დაკვირვება

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე ვარაუდობს, რომ ზუგდიდში საქართველოს ბანკის ფილიალზე თავდამსხმელი სამხედრო პირია და მას ძარცვისას სწორედ საკუთარი სამხედრო ფორმა ეცვა. ამირან სალუქვაძის აზრით, ფორმის მიხედვით სამართალდამცავები სავარაუდოდ, შეძლებენ იმის დადგენას, თუ როდის მსახურობდა ის სამხედრო ძალებში ან ძალოვან უწყებაში.

“ეს ძველი ფორმაა, გახუნებული, დიდი ალბათობით, ეს მისი ფორმაა და არა სადმე ნაყიდი. ეს ვარაუდია – თუ საკუთარი ფორმა აცვია, შესაძლებელია გამოთვლა რომელ წლებში იყო ასეთი ფორმა. ამჟამად, სამხედროები სხვანაირ ფორმას ატარებენ. მე ვვარაუდობ, რომ ესაა საკმაო ხნის, წლების წინანადელი ფორმა”-  განაცხადა ამირან სალუქვაძემ რადიო “ფორტუნას” ეთერში, გადაცემა “რეალურ დროში.”

ახალი სახეები პოლიტიკაში – ვინ იბრძვის მე-10 მოწვევის პარლამენტში მოსახვედრად

რადიო “ფორტუნას” ეთერში, “რეალური დრო” დაეთმო ახალ სახეებს პოლიტიკაში, უპარტიო და სხვადასხვა პარტიის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მე-10 მოწვევის პარლამენტში შესასვლელად იბრძვიან. ერთ-ერთია დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარ-დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი გიორგი ქაჯაია. ის ამბობს, რომ პრინციპულად არც ერთ პარტიაში არ გაწევრიანდა.

“მე სპეციალურად არ გავედი არც ერთი პოლიტიკური პარტიიდან, იმიტომ რომ არ მსურს ვიყო რომელიმე ჩინოვნიკთან პასუხისმგებელი, ან რომელიმე პოლიტიკურ ძალასთან. მსურს, რომ ჩემი ხალხის წინაშე ვიყო პასუხისმგებელი. ჩემი პარტია და გუნდი არის ის ხალხი, რომელიც მე მხარს მიჭერს.” – აცხადებს მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი.

გიორგი ქაჯაია დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ცხვორობს, იყო გამგეობის თანამშრომელია, ამჟამად არასამთავრობო სექტორშია.

კიდევ ერთი ახალგაზრდა კანდიდატი, “ლეიბორისტული პარტიის” სიის მე-3 ნომერი, დეპუტატობისთვის რუსთავში იბრძვის. მიხეილ ქუმსიშვილი 10 წელია “ლეიბორისტული პარტიის” წევრია და ახალგაზრდულ ორგანიზაციას ხელმძღვანელობს.

“სიღარიბე ყველა ოჯახის პრობლემაა და ამის მოგვარება უნდა დავიწყოთ. პოლიტიკაში საჭიროა ახალი ძალა, ახალი ხედვა და ახალი თაობა, რომელიც ქვეყანას სწორი მიმართულებით წაიყვანს“- განაცხადა მიხეილ ქუმსიშვილმა გადაცემა “რეალურ დროში” სტუმრობისას.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ახალი სახეა ნონა მალულაშვილი. ის სიის 32-ე ნომერია და ოპოზიცური პარტიის რიგებიდან გეგმავს პარლამენტში აქტიურ მუშაობას.

“მე ბოლო 15 წელია ბიზნეს წრეებში ვარ და ბიზნეს ასოციაციებს წარმოვადგენ, ამიტომ ძალიან კარგად ვიცნობ ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის პრობლემატიკას – რა პრობლემებს წააწყდა ბიზნესი და რა პრობლემები შეექმნა პარლამენტთან ურთიერთობაში. არაერთხელ ბუნდოვანი კანონდებლობა იყო შესული პარლამენტში და ბოლო წუთს იგებდა ბიზნესი ცვლილებების შესახებ.

ასევე სასამართლო თემა არის უმნიშვნელოვანესი, ვერც ერთ ბიზნესმენს და ინვესტორს ვერ შემოვიყვანთ ქვეყანაში თუ სასამართოო რეფორმა არ განხორციელდება – ეს იქნება ის საკითხები, რომელზეც მინდა ვიმუშავო თუ მოვხვდები პარლამენტში.” – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ახალი სახეა ნოდარ ტურძელაძე. ბოლო 5 წლის განმავლობაში ვაკის გამგებლად მუშაობის შემდეგ, ტურძელაძე ამავე ოლქში იყრის კენჭს. მაჟორიტარ-დებუპატობის კანდიდატი ამბობს, რომ მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტია ეკოპოლიტიკა.

“ჩვენს რაიონში 200-მდე სკვერის რეალბილიტაცია და ახლის მოწყობა მოხდა. დაახლოებით ოთხი ათეული წლის განმავლობაში არ იყო რეაბილიტირებული მზიურის სკვერი, თამარაშვილის ხეივანი, ვაჟა-ფშაველას ხეივანი, დაიწყო ვაკის პარკის სრული რეაბილიტაცია, რომელიც საფეხმავლო ბილიკებით დაუკავშირდება კუს ტბას და ეს იყო და არის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება.

პარლამენტიდანაც აქტიურად ვიმუშავებ ამ საკითხზე. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია სატრანსპორტო პოლიტიკა.” – განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ გადაცემა “რეალურ დროში”.

“ქართული ოცნების ” ვაკის მაჟორიტარ-დეპუტატობის კანდიდატი ამბობს, რომ პარლამენტში აქტიურად იმუშავებს მიწების დაკანონების მიმართლებითაც.

სულ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე 30 მაჟორიტარულინ ოლქია, რეგისტრირებულია 490 კანდიდატი.