LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა გვჭირდება კარიერული წინსვლისთვის – FM ქოუჩი

6
giorgi-kuchuxidze

გადაცემის ლაივი LIVE

რა გვჭირდება კარიერული წინსვლისთვის და როგორ გავხდეთ ტოპ-მენეჯერები – ამ თემებზე ბიზნეს ტრენერმა გიორგი კუჭუხიძემ  გადაცემაში „FM ქოუჩი“ ისაუბრა.

რა არის საჭირო კარიერული წინსვლისთვის?

ხშირად აინტერესებთ, თუ როგორ უნდა იპოვონ საკუთარი საქმე. თქვენ ემოციური ბმა უნდა გქონდეთ იმასთან, რასაც აკეთებთ, დაფიქრდით,  რას გააკეთებდით საკუთარი თავისთვის, სიყვარულით და მერე დაიწყეთ კარიერულ დაგეგმარებაზე ფიქრი. რაც უფრო მეტი ემოციური ბმა გაქვთ საკუთარ საქმესთან, მით უფრო მეტია შანსი გაზარდოთ თქვენი შემოსავალი.

რა უნარ-ჩვევები უნდა ჰქონდეთ ტოპ-მენეჯერებს?

გამოვყოფ ცოდნას, უნარსა და დამოკიდებულებებს. ტოპ-მენეჯერმა უნდა დაიწყოს საკუთარი უნარების გამოყენება და განვითარება. ტოპ-მენეჯმენტი კომპლექსურ მიდგომებს საჭიროებს. კომპეტენციები საჭიროა მაგალითად ფინანსების, მარკეტინგული საქმიანობის მიმართ, ასევე, აუცილებელია ლიდერშიპის კომპეტენცია.

რისი ცოდნა ზრდის თქვენს ჩვენს ხელფასა და მოგებას?

ბიზნესში არსებობს საკვანძო კომპეტენციები რომელსაც უნდა ფლობდეს ტოპმენეჯერი რომელსაც სურს ბიზნესში ან კარიერაში წარმატების მიღწევა. წარმატების ბიზნეს კომპეტენციაა ფინანსები (მომხმარებლის დონეზე). თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ ციფრებში,უნდა შეგეძლოთ მათი წაკითხვა, ანალიზი და ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, თქვენ კარგად უნდა ერკვეოდეთ ხარჯების ტიპებში, მარჟებში, მოგება-ზარალის ანგარიშგებაში, ბალანსში, ნულოვანი მოგების ანალიზში, გაყიდვების პროგნოზში და ანალიზში, კომპანიის მომგებიანობაში და სხვ. ბიზნესის წარმატება ციფრებით იზომება, ასე რომ სამომხმარებლოდ დონეზე მაინც ფინანსური კომპეტენციების ცოდნა აუცილებელია.

რა არის საჭირო ლიდერობისა და მართვისთვის?

ბიზნესის 80%-ი დამოკიდებულია ხალხზე, რომელსაც თქვენ ასაქმებთ ბიზნესში და მათ შემდგომ მართვასა და კონტროლზე, ამიტომ ხელმძღვანელისთვის აუცილებელი კომპეტენციებია: მართვის მოდელის ჩამოყალიბება ორგანიზაციაში, დელეგირების პრინციპები, კონტროლი, ხედვის, ტაქტიკური და სტრატეგიული მიზნების ჩამოყალიბება, თქვენი როგორც ლიდერის ავტორიტეტის მართვა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები