LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა იწვევს კანის სიმშრალეს – სილამაზის აკადემია

40
maikopaikidze

გადაცემის ლაივი LIVE

რა იწვევს კანის სიმშრალეს და როგორ მოვუაროთ ასეთი ტიპის კანს – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის ჩემი კანი და თმა” დერმატოლოგმა მაიკო პაიკიძემ ისაუბრა.

რა იწვევს კანის სიმშრალეს?

დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის ჩემი კანი და თმა” დერმატოლოგი ამბობს, რომ კანის სიმშრალე გავრცელებული დერმატოლოგიური პრობლემაა. კანი კარგავს ტენიანობას, მშრალია, დაჭიმულია, ხასიათდება აქერცვლით, ქავილით, რაც დისკომფორტს უქმნის ადამიანს.

მშრალი კანი ხშირად გვხვდება  ზამთრის ცივ თვეებში და მშრალი კლიმატის პირობებში. ორივე სქესში ვითარდება, ხანდაზმულები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი კანის სიმშრალის მიმართ, ვიდრე ახალგაზრდები.

მშრალი კანის ძირითადი სიმპტომია ქავილი, რომელიც იწვევს ნაკაწრების განვითარებას, ძლიერი ქავილის დროს გაჩენილი ნაკაწრები ზრდის გართულებების რისკს. კანის სიმშრალე შეიძლება იყოს გენეტიკურად განპირობებული ან გამოიწვიოს  კანის და შინაგანი ორგანოების დაავადებებმა.

კანის დაავადებებს, რომლებიც იწვევენ კანის სიმშრალეს მიეკუთვნება ფსორიაზი, იქთიოზი, ატოპიური დერმატიტი და კანის სხვა დაავადებები.

დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის "ჩემი კანი და თმა" დერმატოლოგი მაიკო პაიკიძე
დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის “ჩემი კანი და თმა” დერმატოლოგი მაიკო პაიკიძე

 

როგორ მოქმედებს კანზე არასწორი კვება?

დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის ჩემი კანი და თმა” დერმატოლოგი ამბობს, რომ ხშირი მიზეზია კანის არასწორი მოვლა, ცხელი შხაპი, აგრესიული კოსმეტიკური საშუალებების ხშირი გამოყენება.

გარემო ფაქტორები, მაღალი ან დაბალი ტემპერატურა, ყინვა, ქარი, მზის სხივების ჭარბი ზემოქმედება, სახლის ან სამსახურის პირობებში ზედმეტი კონდიცირება. არასწორი კვება, ვიტამინების და მიკროელემენტების დეფიციტი, სითხის არასაკმარისი რაოდენობით მიღება, ზოგიერთი მედიკამენტის მიღება, თამბაქოს მოხმარება, მოუწესრიგებელი ძილის რეჟიმი და ა.შ

მკურნალობის დროს მნიშვნელოვანია კანის სიმშრალის მიზეზის დადგენა, შესაბამისი სპეციალისტის კონსულტაცია და მკურნალობა, ასევე სწორი კვება, საკმარისი რაოდენობით სითხის მიღება, კანის სწორი მოვლა და დაცვა გარემო ფაქტორებისგან.

აუცილებელია სპეციალური შემადგენლობის დასაბანი და დამატენიანებელი საშუალებების ყოველდღიური გამოყენება. დასაბანი საშუალება უმჯობესია იყოს ჰიპოალერგიული, უსაპნო, ქიმიური დანამატებისგან და არომატებისგან თავისუფალი.

კანის სიმშრალე დაკავშირებულია წყლის შეკავების დარღვევასთან. მნიშვნელოვანია მზისგან დამცავი  SPF- იანი საშუალებების გამოყენება. გაზაფხულზე  მნიშვნელოვანია პროცედურების ჩატარება, როგორიცაა: პილინგი, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, პლაზმოთერაპია.

დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის "ჩემი კანი და თმა"  დერმატოლოგი
დერმატოლოგიური და ესთეტიკური კლინიკის “ჩემი კანი და თმა”  დერმატოლოგი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები