LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება ღვინის ბიზნესში კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ – FM ქოუჩი

5
gogita

გადაცემის ლაივი LIVE

რა ხდება ღვინის ბიზნესში კოვიდ რეგულაციების მოხსნის შემდეგ – გადაცემის „FM ქოუჩი“ სტუმარია მეღვინე, „იასეს მარნის“ დამფუძნებელი გოგიტა მჭედლიშვილი.

რამდენად შემცირდა პანდემიის დროს ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები?

ჩვენს მაგალითზე რომ გითხრათ, პანდემიის პერიოდში ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვები თითქმის 50%-ით შემცირდა, მაგრამ შევძელით ექსპორტზე 20%-იანი ზრდა. პანდემიის დასრულებისთანავე კი კომპანიამ საექსპორტო ბაზრები გააფართოვა და კახური ჯიშის ყურძნისგან დაწურული ღვინის ექსპორტი 2022 წლიდან ამერიკაში და პოლონეთში დაიწყო. სულ მალე გერმანიის, ჰოლანდიის და კანადის ბაზარზე შევალთ.

თითქმის ყველა რეგულაცია მოიხსნა…დღეს რა ვითარებაა?

პანდემიის დასრულებისთანავე დაიწყო გამოცოცხლება ღვინის ბაზარზე. 13 მაისს, ასოციაცია ‘’ბუნებრივი ღვინო’’-ს ორგანიზებითა და სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველომ უმასპინძლა ბუნებრივი ღვინის ფესტივალს, რომელსაც უპრეცედენტო რაოდენობის დამსწრე ჰყავდა და თავისი მასშტაბით როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრეთა რაოდენობით, გაუტოლდა მსოფლიოს სხვა ანალოგიურ ფესტივალებს. საქართველოში მეღვინეობის ტრადიცია 8 000 წელზე მეტს ითვლის. „ღვინის სამშობლო“ – ასე საუბრობენ საქართველოზე, როგორც ღვინის უძველეს კერაზე.  საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, სადაც 8 ათასი წლის წინ დაიწყეს ღვინის წარმოება და ამ კულტურას წყვეტა არ ჰქონია. საქართველოში აღწერილია 525 უნიკალური ადგილობრივი ჯიში. ვაზის ჯიშების მრავალფეროვნებით საქართველო მართლაც გამორჩეული და უნიკალურია მსოფლიოს მეღვინეობით განთქმულ ქვეყნებს შორის. ასეთი მრავალფეროვნება ადასტურებს, რომ საქართველოში კულტურული მევენახეობა ათასწლეულებს ითვლის.

რა ვითარებაა ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის?

საერთაშორისო და ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტო ორგანიზებას უკეთებს დეგუსტაციებს, კონკურსებს, საერთაშორისო ღვინის კონფერენციებს, გამოფენების და მედია-ტურების ჩატარებას, რისი შედეგიც სახეზეა. მსგავსი ღონისძიებების შედეგად წარმატებით ითვისებენ ახალ საექსპორტო ბაზრებს მცირე საოჯახო მარნები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები