LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ხდება რძის პროდუქტების ბაზარზე და როგორია კომპანიების გადანაწილება რეგიონების მიხედვით

11
milk

„ბიას“ ბიზნესკატალოგის მიხედვით, მეცხოველეობის პროდუქტებს შორის საქართველოში რძის წარმოება ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული დარგია. კომპანიის მონაცემთა ბაზაზე დაყრდნობით, აღნიშნულ საქმიანობას 250-ზე მეტი კომპანია ეწევა.  რძის პროდუქტების მწარმოებელი კომპანიების ძირითადი მიმართულებები  კი რძის, ყველისა და კარაქის წარმოებაა.

როგორც „ბიას“ წარმომადგენელმა ანა ამაშუკელმა „ბიზნესკურიერს“ განუცხადა, 2017 წლის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით 528,4 მლნ. ლიტრი რძე იყო ნაწარმოები.  „აღნიშნულ მაჩვენებელს თუ განვიხილავთ რეგიონების ჭრილში ყველაზე დიდი რაოდენობით 110.7 მლნ. ლიტრი რძე აწარმოა იმერეთმა, 103.2 მლნ ლიტრი ქვემო ქართლმა ხოლო 71,7 მლნ. ლიტრი სამცხე-ჯავახეთმა“, -აცხადებს ამაშუკელი.

რაც შეეხება ფინანსურ მაჩვენებლებს, ბიას მონაცემთა ბაზის მიხედვით, დარგში არსებული კომპანიების გადანაწილება ზომების მიხედვით შემდეგია: 67% -მცირე, 19% -საშუალო, 14% -მსხვილი. 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით კი, ნედლი რძის საბითუმო ფასები როგორც შინამეურნეობებში, ასევე კომერციულ ფერმებში შეადგენს 1 ლარს ლიტრზე.

 

ბიას ონლაინბაზაში, რძის მწარმოებელი იურიდიული პირების უძრავი ქონების მიმართულებით, კერძოდ კი საწარმოების კუთხით, ასეთი სტატისტიკა ფიქსირდება.  მწარმოებელი კომპანიების 45% ფლობს ტექნიკურად აღჭურვილ საწარმოებს, საიდანაც 25%-ს აღნიშნული საწარმო აქვს იჯარით აღებული, ხოლო დანარჩენი კომპანიები საწარმოს ფართებს ფლობენ საკუთრებაში.

 

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები