LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა კომპლექსებს ვხვდებით ქართულ მენეჯმენტსა და მართვის სტილში – FM ქოუჩი

8
andro-dgebuadze-fm-coach

გადაცემის ლაივი LIVE

რა კომპლექსებია ქართულ მენეჯმენტსა და მართვის სტილში – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში “FM ქოუჩი” ტრენერმა ანდრო დგებუაძემ ისაუბრა.

როგორია ქართული მენეჯმენტი?

მოდი ვთქვათ ასე, მენეჯმენტი ისეთივეა, როგორიც საზოგადოება. ქართველებს აგრესიული კულტურა გვაქვს, განსაკუთრებით 90-იანი წლებიდან ვინც მოვდივართ. ადრე გვქონდა ძალადობრივი კულტურა, ადვილი იყო დაგვეცინა ერთმანეთისთვის, საკუთარ სტატუსს ვაშენებდით სხვის დაჩაგვრაზე. მეგობარს რომ ვეუბნებოდი კარგი ანეგდოტი უნდა მოგიყვე, ის მეუბნებოდა, მოიცა უკეთეს მოგიყვებიო, ანუ ვეჯიბრებოდით, რომელი უფრო „მაგარი ტიპი“ იქნებოდა. ამავე კულტურის კარგი მაგალითია, უცხო ქვეყანაში რომ მოხვდები, თბილისის რეისზე და ეგრევე სახე გეცვლება, რადგან ბევრ ქართველს რომ დაინახავ, ხვდები, რომ შენც უნდა “ამჟავდე”, სხვა შემთხვევაში წაგებულ პოზიციაში ხარ. აგრესიული კულტურა განაპირობებდა შეტევაზე გადასვლას, თუმცა დღეს ყველაფერი შეიცვალა.

რა კომპლექსებს ვხვდებით მართვის სტილში?

დაცინვა არის კომლექსებით გათვალისწინებული სტრატეგია, იმისთვის, რომ  მოკლე ვადაში მოიგო ბრძოლა. ჩვენ ბევრ ქცევას ვაკოპირებთ ერთმანეთისგან და როგორც კი დავინახავთ, რომ ვიღაცის დაცინვამ სადღაც გაჭრა, ვაკოპირებთ ამ ქცევას. ეს კომპლექსია.

შეგნება სად არის ამ დროს?

შეგნებამდე არის ორი ფაზა, პირველი ფაზა – მორჩილებაა, როდესაც ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც გვასწავლეს. მეორე ფაზა თავისუფლებაა, როდესაც გვიჩნდება პროტესტი, რაც რაღაც დოზით გადადის სითავხედეში. შეგნება არის მესამე ეტაპი, როცა თავისუფალი ნებით მივხვდებით, რომ თავისუფლების მიღმაც არსებობს წესი, რომელიც ჩვენი შინაგანიდან აღმოცენდება. შეგნება ცალსახად რთული ეტაპია და ერთეულები შედიან ამ ზონაში.

ჩემს ახალგაზრდობაში იყო მორჩილების კომპლექსი, დღეს არის სხვა სახის კომპლექსები, მაგალითად, ობიექტურობა არ არსებობს და ზედაპირული გახდა ყველაფერი, ამ თაობას ეს ეტყობა ჩაცმაზე, სიტყვების მარაგზე, რამდენად ღრმად ჩადიან საზრისში, ახალი თაობა ძველ თაობას სჯობს იმით, რომ უფრო გულწრფელები და „ნაღდები“ არიან, მაგრამ ძველ თაობასთან შედარებით ზედაპირულები.

ანუ დაშტამპულობა შეცვალა ზედაპირულობამ?

კი ასეა. მენეჯმენტმა გააფუჭა ბევრი რამ. მენეჯმენტი რა არის, მაგალითად, შენ ინჟინრობა თუ არ იცი, წახვალ და ინჟინრების მენეჯერი იქნები. ანუ ეს სიღრმეში ჩასვლას არ ითვალისწინებს.

კიდევ ერთ პრობლემას ვხვდებით, როდესაც ქვედა რგოლს არ აქვს საშუალება ზედა რგოლამდე მიიტანოს თავისი იდეა, რადგან არსებობს შუა რგოლი… აქ ფუნდამენტალობასთან გვაქვს საქმე. ვიღაც ადამიანი გეუბნება, რომ შენ პირდაპირ ხელმძღვანლს ვერ დაელაპარაკები, რადგან აქ ვარ მე, შუა რგოლი. აქ ცალსახად იკვეთება გუნდურობის პრობლემა.

გუნდურობა გულისხმობს, ყველას ჰქონდეს კულტურა, დავიწიოთ უკან. ბავშვობაში ხალხური სიმღერების გუნდში ვმღეროდი. მახსოვს ჩემი ხელმძღვანელი გვეუბნებოდა, უკან უნდა დაიწიო და ნელ-ნელა უნდა შეხვიდე, რომ გესმოდეს შენი მეზობელი, ესაა გუნდურობა. ეს ნიშნავს, რომ შენ უნდა განიცდინე შენი კოლეგა, თანამშრომელი სად არის თავისი ფიქრით, მოგყვება თუ არა, მაშინ აკორდი დაჯდება. კულტურა ისაა, რომ ჩვენ ვაღიაროთ ერთმანეთის წვლილი. დაუნახაობის პრობლემა მოდის შემდეგი მიზეზით, ჩვენ რომ ვაღიაროთ ვიღაც, ჩვენი წილი საქმეში პატარა გამოჩნდება, შესაბამისად მაგას ვამჯობინებთ არ ვაღიაროთ, ეს არის კომპლექსი.

რა არის გამოსასწორებელი?

როგორ მიხვდეს გოიმი რომ გოიმია, ეს ყველაზე დიდი ფილოსოფიური კითხვაა. ამას თუ მიხვდება, ის უკვე გოიმი აღარ იქნება. თუ მიხვდა, ეს უკვე კარგია. რაც შეეხება დაცინვას, ესეც კომპლექსია, დაცინიან იმიტომ, რომ თვითონ არ დასცინონ. თუმცა, გარკვეულ შემთხვევებში დაცინვაც მოქმედებს კონკრეტული ნაკლის გამოსწორებაზე. მაგალითად, დათო გოგიჩაიშვილს ჰქონდა ვიდეორგოლები „ქართველ ვაჟკაცზე“, ანუ როგორ „გრუზინობენ“ ვიღაცეები, იმდენი დაცინა ხალხმა ასეთ ტიპაჟებს, რომ სქემამ იმუშავა და ეს ფრაზა გახდა შემარცვენელი ფრაზა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები