LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მეთოდები არსებობს სხეულის კორექციისთვის – სილამაზის აკადემია

6
marimilorava201023

გადაცემის ლაივი LIVE

რა მეთოდები არსებობს სხეულის კორექციისთვის – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ ექიმმა, სხეულის საკორექციო ცენტრის ხელმძღვანელმა მარი მილორავამ ისაუბრა.

რა მეთოდები არსებობს სხვეულის სასურველი ფორმების მისაღებას?

სხეულის კორექცია – ესაა იმ ეფექტური ღონისძიებების კომპლექსი, რომელიც მიმართულია ზედმეტ წონასთან საბრძოლველად და სხეულის იდეალური ფორმების აღსადგენად.

კომპლექსურ ღონისძიებებში შედის – სწორი კვება, ფიზიკური აქტივობა და ფიზიოთერაპია.

კვება

მილიონობით ადამიანს მთელ მსოფლიოში უნდა გემრიელად იკვებოს და ამავე დროს იყოს კარგ ფორმაში. ეს არაა განუხორციელებელი მიზანი. საკმარისია სწორი გეგმის შემუშავება.

კარდინალურად უნდა შევცვალოთ კვების სტერეოტიპი. დიეტური– არ ნიშნავს უგემურს. ვისწავლოთ გემრიელი საკვების მომზადება სწორი პროდუქტებით და გადავაქციოთ ეს ცხოვრების წესად.

შევიმუშავოთ სწორი კვების რეჟიმი დღის განმავლობაში. საწყის ეტაპზე უკეთესია თუ მიმართავთ სპეციალისტს, რომ უფრო პროფესიულად გაერკვეს თქვენი ორგანიზმის ,,პლიუს–მინუსებში“ და მოგცეთ სწორი მიმართულება ინდივიდუალურად თქვენთვის.

როცა მოდის ჩვენთან პაციენტი, გარდა იმისა, რომ ანამნეზით და ფიზიკური მონაცემებით აგზავნი იმ ლაბორატორიულ კვლევებზე, რომლის გარკვევაც აუცილებელია მის შემთხვევაში, უნიშნავ მკურნალობას და ხანგრძლივი დიეტების დროსაც ხვდები თუნდაც რომელი ვიტამინი და მინერალი მიაწოდო რაღაც ეტაპზე. ამას ყველაფერს ,,მეზობლის დიეტის“ ხელმძღვანელობით პაციენტი თვითონვერ იღებს, ბუნებრივია.

ასევე მხედველობაში მისაღებია პაციენტის ფსიქოტიპი. დიეტა არის სტრესი და სტრესთან შეჩვევის პერიოდში აუცილებელია დახმარება.

კვება და მკურნალობა ტრადიციული თუ არატრადიციული მეთოდებით – ესაა ის მკურნალობის კულტურა, რომელიც გვიღვივებს პასუხისმგებლობას საკუთარი ჯანმრთელობის მიმართ (არამარტო სილამაზის). ეს ექიმის და პაციენტის ერთობლივი შრომაა.

ფიზიკური აქტივობა

საჭიროა კალორიების დასახარჯად, კუნთების ტონუსისთვის, სწორი დრენაჟისთვის. საჭიროა როგორც კორექციის პროცესში, ასევე მერე მთელი ცხოვრება. ესეც პასუხისმგებლობაა ჩვენს ჯანმრთელობაზე და სილამაზეზე

ფიზიოთერაპია

ესაა სხეულის საკორექციო აპარატები, მასაჟი, შეფუთვები და საუნაც კი.  ამ მეთოდებით შეიძლება სასურველი ფორმების მიღება, წონის კლება, შეშუპების მოხსნა, დრენაჟის აღდგენა, ცხიმოვანი ,,დეპოების“ დაშლა, კანის რელიეფის გასწორება და ლიფტინგი, ,,ცუდი ადგილების“ შესწორება და კუნთების გამკვრივებაც კი.

კორექციისთვის რომელია შედეგიანი მასაჟი თუ აპარატი?

ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ამ დარგში, და ასევე უბრალოდ ლოგიკით მოგახსენებთ:

– არ არსებობს აპარატი, რომელიც კორექციის ყველა პრობლემას ყველა ცალკეულს ადამიანს მოუგვარებს.

– მასაჟს თავისი ადგილი აქვს, აპარატს კი თავისი.

ეხლა ცოტა განვავრცოთ.

ხელი ვერასოდეს ჩავა ისე უმტკივნეულოდ ღრმა ფენებში, როგორც აპარატი. კონკრეტული აპარატი კარგად ჩადის ღრმა ფენებში და კარგად შლის ცელულიტებს და ცხიმებს. ხელს კი მასაჟით კარგად გამოყავს ეს ყველაფერი ლიმფოდრენაჟული ხაზებიდან. ასევ ხელით უფრო ვგრძნობთ სად რა ,,გვხვდება“ და უფრო მიზანმიმართულად ვანაწილებთ დამუშავების დროს და სიძლიერეს, და ასევე აპარატების საჭიროებასაც გარკვეულ ,,ცხიმოვან ხაფანგებში“.

იქნება ეს ვაკუუმური აპარატი, პრესოთერაპია, კავიტაცია, კრიოთერაპია, ლიპოლიზი იმპულსური დენებით, რადიოლიფტინგი, ინექციური ლიპოლიზი და ა.შ.

როგორც არ არსებობს უნივერსალური 1 აპარატი, ასევე არ არის უნივერსალური 1 მასაჟი. ლიმფოდრენაჟული (კლასიკური თუ წერტილოვანი), ანტიცელულიტური, წყალქვეშა, ბრაზილიური, თაფლის, ვაკუუმური – ეს ყველაფერი კომპლექსურად და თავის ადგილასაა კარგი.

ჩვენთან BODY CARE–ში 1 ვიზიტზე კეთდება 2 პროცედურა– აპარატი და მასაჟი. თანმიმდევრობა და ყოველი პროცედურა (რომელი აპარატი და რომელი მასაჟი) ინიშნება ინდივიდუალურად. ასევე ინდივიდუალურია კვებითი რეკომენდაციები და დიეტები.

ასევე, კორექციის დამთავრების შემდეგ ჭირდება ადამიანს მხარდაჭერა. მაქვს ფეისბუქ გვერდი, სადაც იდება დიეტური და გემრიელი კერძები სწორი კვებისთვის, რომელიც წონასაც გვანარჩუნებინებს და გემოვნებით თვისებებსაც სრულად დაგვიკმაყოფილებს.

  

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები