LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს და როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს – ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად

საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემა ,,რეალური დრო თეონა ცხომელიძესთან ერთად“ რადიოსადგურ ,,ფორტუნას“ ეთერში – ყოველ პარასკევს, 19.00 საათზე თეონა ცხომელიძესთან ერთად.

31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, რა მოლოდინები აქვთ პოლიტიკურ ლიდერებს და როგორ აფასებენ წინასაარჩევნო გარემოს.

ბადრი ჯაფარიძე  – ,,ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი

ნინო ბურჯანაძე  – ,,ერთიანი საქართველოს“ ლიდერი

ლევან ბეჟაშვილი – ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი

ირაკლი სესიაშვილი – პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

ეკა გიგაური – „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი

ელენე ნიჟარაძე – “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” (ISFED) აღმასრულებელი დირექტორი

ანა მიქელაძე – ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერი

მარიამ ლაცაბიძე – საია-ს დემოკრატიული ინსტიტუტების მხარდაჭერის პროგრამის ანალიტიკოსი

 

,,არ არის გამორიცხული, რომ ფიზიკური ძალადობისა და ზეწოლის ფაქტები მოხდეს უბნებს გარეთ ტერიტორიაზე” – ელენე ნიჟარაძე

,,სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი კენჭისყრის დღეს შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს.
ელენე ნიჟარაძის განმარტებით, წინასაარჩევნო პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებისა და ძალადობის შემთხვევები იყო, რაც იძლევა საფუძველს არჩევნების დღეს იგივე მოლოდინი იყოს.

,,წინასაარჩევნო კამპანიიდან გამომდინარე, შეიძლება ხოლმე იმის განსაზღვრა რა პრობლემებს შეიძლება ველოდოთ.არ არის გამორიცხული, რომ ფიზიკური ძაადობისა და ზეწოლის ფაქტები მოხდეს უბნებს გარეთ მიმდებარე ტერიტორიაზე, ან თნდაც უბნებშიც.თუმცა მოვუწოდებ ყველას მაქსიმალურად შეინარჩუნონ სიმშვიდე,” – განაცხადა ელენე ნიჟარაძე, რადიო ,,ფორტუნას” ეთერში გადაცემა “რეალურ დროში”.

საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას მთელი ქვეყყნის მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოების” ათასამდე დამკვირვებელი დააკვირდება.

“ველოდები დაძაბულობას სხვადასხვა ოლქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის მაღალი კონკურენცია” – რა მოლოდინი აქვს ეკა გიგაურს არჩევნების დღეს

არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი არ გამორიცავს, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ოლქში ხვალ სიტუაცია დაიძაბოს.
ეკა გიგაურის თქმით, წინა წლების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ განსაკუთრებით იძაბება ვითარება იქ, სადაც კონკურენცია მაღალია.

“გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი მოუწოდებს ყველა მხარეს სიმშვიდისკენ, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

“ველოდები დაძაბულობას სხვადასხვა ოლქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის მაღალი კონკურენცია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არ წაადგება არავის – არც ერთ პარტიას, არც ჩვენს ქვეყანას და არც ამომრჩეველს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩევლებს მოვუწოდოთ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. მოვუწოდებ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს,”-განაცხადა ეკა გიგაურმა რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემა “რეალურ დროში”.