LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა პრობლემებს ქმნის სამშენებლო სექტორის განვითარება

12
construction

„ბიას“ ბიზნესკატალოგში დეველოპერული კომპანიების სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აქტიურია მათი 92.7%. როგორც „ბიაში“ ამბობენ, სამშენებლო სექტორი საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი სექტორია. აღსანიშნავია, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვით მშენებლობა მხოლოდ ტრანსპორტისა და საფინანსო საქმიანობის სექტორებს ჩამორჩება.

ბია-ს პლატფორმაზე არსებული მონაცემების თანხმად, დეველოპერული კომპანიების 52% საშუალო ზომის  კომპანიის კატეგორიაშია, ხოლო 28% მცირე კომპანიებს წარმოადგენენ, რაც დადებითი ფაქტია, რადგან საშუალო და მცირე სექტორის განვითარება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია. კიდევ ერთი დადებითი ფაქტი, რასაც „ბიაში“ აღნიშნავენ ისაა, რომ დეველოპერული კომპანიების უმეტესობა მშენებლობისთვის საჭირო მასალებს ქვეყნის შიგნით- ადგილობრივ ბაზარზე ყიდულობს და იმპორტს არ ახორციელებს. სამშენებლო-დეველოპერული კომპანიების მხოლოდ 7% ითვლება იმპორტიორად.

„ბიას“ ცნობით, ერთი მხრივ, მშენებლობის სექტორის  სწრაფი განვითარება  ზრდის საქართველოს ეკონომიკას და ქმნის დამატებით სამუშაო ადგილებს, მაგრამ მეორე მხრივ, ამ პროცესს თან ახლავს გარკვეული პრობლემები. მენეჯმენტის ცნობით, მთავარი პრობლემა ისაა, რომ მშენებლობების დაახლოებით 80% თბილისსა და ბათუმშია თავმოყრილი, რამაც ურბანული პრობლემები შეიძლება, კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს. გარდა ამისა, „ბიას“ განმარტებით, პრობლემებს შორისაა ასევე დღეისათვის არსებული არასათანადო საკანონმდებლო ბაზა და სამშენებლო ნებართვების გაცემის პრაქტიკაც.

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები