LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს ძუძუს პლასტიკას – სილამაზის აკადემია

11
alexabbdrekuzaniovi2011

გადაცემის ლაივი LIVE

რა საფრთხეები შეიძლება მოყვეს ძუძუს პლასტიკას – ამ თემაზე გადაცემაში „სილამაზის აკადემია“ პლასტიკურმა ქირურგმა ალექსანდრე კუზანოვმა ისაუბრა.

პანდემიის პერიოდში კვლავ მოთხოვნადია ძუძუს პლასტიკა?

დიახ, ეს პლასტიკური ოპერაცია კვლავ მოთხოვნადად რჩება. ეს არის რიგით მეორე მოთხოვნადი ოპერაცია საქართელოში. არსებობს მამოპლასტიკის რამდენიმე ვარიანტი: გადიდება, დაშვებული ძუძუს აწევა, დიდი ძუძუს დაპატარავება.

გადიდებას იკეთებს როგორ წესი ორი კატეგორია, რომლებსაც თავიდანვე არ აქვთ კარგად ჩამოყალიბებული ძუძუ, ასეთ შემთხვევაში ეს კეთდება 30 წლამდე ჩარევა. მეორე კატეგორიას რაც ეხება, ესაა მშობიარობის შემდგომ ძუძუს პლასტიკის მსურველები.

როგორ ხდება ძუძუს ფორმის შერჩევა?

საწყის ეტაპზე მოდიან კონსულტაციაზე. ზოგ პაციენტს აქვს ჩამოყალიბებული როგორი ზომისა და ფორმის მკერდი უნდა. მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ არსებობს პროპორციები, რომლებიც ბუნებრივთან არის ახლოს.

რა საფრთხეები არსებობს აღნიშნული პლასტიკური ოპერაციის ჩარევის დროს?

ჩვენ ოპერაციამდე ყველა პაციენტს ვაგზავნით მამოლოგთან, რათა იყოს შემოწმებული ჯირკვალი. ამავდროულად უნდა აღვნიშნოთ, რომ ძუძუს პლასტიკაში შედის მოკვეთლი ძუძუს აღდგენა, ეს კეთდება როგორც იმპლანტებით, ასევე ავტოქსოვილებით. გართულებები ნებისმიერ ოპერაციას შეიძლება მოყვეს. ყველაფერი უნდა გაკეთდეს პროფესიონალ კლინიკაში. ჩვენ ვიყენებთ მაქსიმალურად კარგ იმპლანტებს, ხარისხზე ვართ ორიენტირებულები. გართულებაში ითვლება შეუთავსებულობაც, ეს ხდება 1% -შემთხვევაში.

იმპლანტი არის მუდმივი. რეაბილიტაცია არის დაახლოებით 12 დღე, ერთადერთი გადიდებისას სპეციალური ბიუზჰალტერის ტარებაა საჭირო 2 თვის განმავლობაში და არ უნდა დაიტვირთონ ზედა კუდურები ვარჯიშით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები