LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სჭირდება ახლადდაქორწინებულ წყვილს თანაცხოვრებისთვის – 7 რჩევა ფსიქოლოგისგან

35
tika-fanculaia-show-fortuna

გადაცემის ლაივი LIVE

ოჯახი პასუხისმგებლობას მოითხოვს. ახლადშექმნილ ოჯახში ხდება წყვილის თანაცხოვრებასთან შეგუება და მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა. რა სჭირდება წყვილს თანაცხოვრებისთვის – გადაცემის „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ სტუმარია ფსიქოლოგი თიკა ფანცულაია.

რამდენად რთულია წყვილებისთვის თანაცხოვრება?

ახალ დაქორწინებული წყვილის ცხოვრება  განსაკუთრებით რთული თანაცხოვრების დასაწყისშია. მას შემდეგ, რაც თაფლობის თვის ეიფორია გადაივლის, სირთულეები სხვადასხვა სფეროში იჩენს თავს.  ცხოვრების წესის შეცვლა მნიშვნელოვანი სტრესორია ახალ შემდგარი წყვილისთვის. ურთიერთობაში წინა პლანზე მოდის წყვილი თავისი ინტერესებით და ნელ-ნელა უკანა პლანზე გადადის პირადი ინტერესები, რაც არცთუ მარტივი დასათმობი ხდება. იზღუდება პირადი სივრცე და საკუთარი თავისთვის გამოყოფილი დრო.

ახალი ოჯახის წევრები და მათი შეხედულებები, მცდელობები კეთილისმსურველი დამოკიდებულებით ან უარეს შემთხვევაში ეგრეთ წოდებული „დამრიგებლური“ ჩარევები, მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ  წყვილზე, რაც თავის მხრივ ართულებს ახალ რეალობაში დამკვიდრებას წყვილისთვის.

ურთიერთობის ახალ ეტაპზევე ჩნდება განცდა იმისა, რომ რომელიმეს ინტერესი ითრგუნება,  რაც ძირითადად საყოფაცხოვრებო ფუნქციათა გადანაწილებას უკავშირდება. ეს ის პასუხისმგებლობებია, რომლებიც ქორწინებამდე გადანაწილებულია ოჯახის სხვა წევრებზე. სიტუაციას მოსდევს გაღიზიანება და ხშირად კონფლიქტიც კი. ისმის ბრალდებები. წყვილს ჯერ კიდევ არ აქვს ურთიერთობის წესები, სადაც ძირითადად „მე“ მოთხოვნილებებია და იშვიათია  „ჩვენ“ ინტერესები.

რა ამარტივებს თანაცხოვრებას?

  • იმისთვის, რომ შეამციროთ ცხოვრების წესის შეცვლით მიღებული სტრესი, რაც ცალსახად რეალობაა, ნუ იტყვით უარს საყვარელ საქმეზე, ის რაც განიჭებდათ სიამოვნებას.
  • დაუჭირეთ ერთმანეთს მხარი, განსაკუთრებით მაშინ თუ ოჯახის სხვა წევრები ცდილობენ იყვნენ თქვენს ურთიერთობებში მხარე(როდესაც გამოთქვამენ უკმაყოფილებას რომელიმეს მისამართით) ,წყვილი ურთიერთთანადგომით თავად ქმნის საყრდენს.
  • შეეცადეთ მოუსმინოთ ერთმანეთს და მოახერხოთ ერთმანეთის ადგილას ცოტა ხნით დააყენოთ თავი;
  • გახსოვდეთ, რომ ყველაფრის იდეალურად გაკეთება შეუძლებელია;
  • აიღეთ პასუხისმგებლობა დაშვებულ შეცდომებზე(ეს გარდაუვალი), შეძელით ბოდიშის მოხდა;
  • ერთმანეთისთვის ანგარიშის გაწევა არ ნიშნავს მხოლოდ ერთმანეთისთვის ცხოვრებას და პირად სივრცეზე უარის თქმას, ეს წყვილისთვისაა საჭირო.
  • წყვილის თანაცხოვრებას მათთვის განკუთვლი საკუთარი სივრცე (ცალკე ცხოვრება) აადვილებს, განსაკუთრებით ქორწინების საწყის ეტაპზე.

რა სჭირდება ახლდადაქორწინებულ წყვილს თანაცხოვრებისთვის?

დამოუკიდებელად ცხოვრება არის მნიშვნელოვანი ოჯახის შექმნის დასაწყისშივე. ჩამოვთვალოთ ის რამდენიმე მიზეზი, რატომ არის სასურველი წყვილის ურთიერთობისთვის ცალკე ცხოვრება.

1.ახალი წყვილისთვის ნებისმიერი მესამე შემფასებელია, რომელიც მარტივად ხდება წყვილიდან ერთ-ერთის მხარდამჭერი, რასაც რთულია და ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება;

2.წყვილისთვის ოჯახის სხვა წევრები ქმნიან ფონს, ისინი ანგარიშის გაწევას ითხოვენ მაშინ, როცა წყვილს ჯერ კიდევ არ აქვს საკუთარი ურთიერთობის წესები შექმნილი და დარეგულირებული. პატარა კონფლიქტიც კი სხვების თანდასწრებით, უფრო ამწვავებს სიტუაციას. ამიტომ მრავალთაობიან ოჯახში ცხოვრების დროს ხშირია დისკომფორტი და პრობლემები.

პასუხისმგებლობების აღება ახალ თანაცხოვრებაზე რთულია მაშინ, როდესაც პასუხისმგებლობას უამრავი ადამიანი იზიარებს (ოჯახის სხვა წევრები). ამიტომ აუცილებელია ურთიერთობის საწყისშივე პასუხისმგებლობის აღება და ცალკე ცხოვრება, რათა წყვილმა გაიცნოს ერთმანეთი, შექმნას საკუთარი ოჯახი და აიღოს პასუხიმგებლობა საკუთარ ქმედებებზე. საქართველოში დამოუკიდებლად ოჯახური პასუხისმგებლობის აღება უჭირთ, რაც განპირობებულია სწორედ აღზრდის სტილიდან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები