LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სერვისები აქვთ ტრანსპორტის კომპანიებს საქართველოში

9
transport

„ბიას“ ონლაინპლატფორმა საერთო ჯამში საქართველოში რეგისტრირებულ 41 500-ზე მეტ ორგანიზაციას მოიცავს. ამჯერად ტრანსპორტს და გადაზიდვებს განვიხილავთ.

„ბიას“ მონაცემებით, ამ დარგში კომპანიების სრული რაოდენობა 2001-ია.  ფუქნციონირებადი სტატუსით კი 1500- მდე ორგანიზაცია ფიქსირდება.

საქმიანობის ძირითადი  მიმართულებებია:

  • ტვირთის გადაზიდვის ორგანიზება;
  • ტვირთის ექსპედირება და ლოჯისტიკა;
  • ადგილობრივი და საერთაშორისო გადაზიდვები;

ტვირთის გადამზიდავი ორგანიზაციები მომხმარებლებს სთავაზობენ გადაზიდვების ოთხი ტიპის ალტერნატივას:  საავტომობილო, საავიაციო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვები. ბია.ჯი-ზე არსებული სტატისტიკის მიხედვით, უმეტესად დატვირთულია საავტომობილო გადაზიდვების მომსახურება-86%-ით, ხოლო ყველაზე ნაკლებად საავიაციო ტრანსპორტით-19.1%.

როგორც „ბიადან“ გვაცნობეს,  -გადაზიდვები იყოფა ორ ტიპად: ადგილობრივ და საერთაშორისო მიმართულებებად. გადამზიდავი კომპანიების 47% ახორციელებს ადგილობრივი მიმართულებებით გადაზიდვებს, ხოლო 53% საერთაშორისო გადაზიდვებს.

გადამზიდავი კომპანიების 10%–ს მომსახურებაში აქვს ასევე ტვირთის ექსპედირება–ინსპექტირება და ტვირთის სასაწყობე ოპერირება. რაც მათ მომსახურებას მომხმარებლებისთვის გაცილებით მოსახერხებელს ხდის.

ბიზნესკატალოგში გადაზიდვების დარგში ფიქსირდება ასევე ორგანიზაციები, რომლებიც მხოლოდ გადაზიდვების ორგანიზებას უწევენ კომპანიებს სხვა  სატრანსპორტო კომპანიების დახმარებით და მათ საკუთარი ავტოპარკი არ გააჩნიათ. გადამზიდავების 23% გადაზიდვების ორგანიზების მომსახურებას ეწევა.

ბიას ონლაინმონაცემთა ბაზაში ტრანსპორტისა და გადაზიდვების დარგში არსებული კომპანიების ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია:

  • 3% არის მსხვილი ზომის კომპანია
  • 3% საშუალო ზომის კომპანია
  • 4% მცირე ზომის კომპანია

„ბია“-ს ბაზაში ბოლო ხუთი წლის სტატისტიკური მონაცემებით ყველაზე მეტი კომპანია ტრანსპორტისა და გადაზიდვების დარგში დარეგისტრირდა 2017 წელს, ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა – 2018 წელს.

2014 -137 კომპანია;

2015 – 150 კომპანია;

2016 – 156 კომპანია;

2017 – 273 კომპანია;

2018 – 55  კომპანია;

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები