LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა შესაძლებლობებია კანადაში ქართული ბიზნესებისა და პროფესიონალებისათვის – FM ქოუჩი

13
iremadze

რა გვჭირდება ეფექტური გაყიდვების უნარების განსავითარებლად და რა შესაძლებლობებია კანადაში ქართული ბიზნესებისა და პროფესიონალებისათვის – გადაცემის „FM ქოუჩი სტუმარია კანადის ბულერის ბიზნესის სკოლის დეკანი, კანადურ-ქართული სავაჭრო პალატის პრეზიდენტი, პროფესორი დავით ირემაძე.

რა გვჭირდება ეფექტური გაყიდვების უნარების განსავითარებლად?

ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანური ურთიერთობების ჩამოყალიბება, როდესაც რაღაცის გაყიდვებს ვცდილობთ, უნდა დავამყაროთ ადამიანური ურთიერთობა კლიენტთან. ჩვენ წინასწარ ვიცით ვინ არის სამიზნე ჯგუფი, შესაბამისად, ადამიანური და ეთიკის მოთხოვნის გათვალისწინებით, თავიდანვე უნდა ვაჩვენოთ რომ კლიენტის საჭიროებიდან გამოვდივართ, არ ვიყოთ ორიენტირებული მხოლოდ იმაზე, რომ გავყიდოთ პროდუქტი. ამით დავანახებთ კლიენტს, რომ ჩვენ გვსურს არა ერთჯერადი, არამედ ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარება.

აქვს თუ არა კანადის ბაზარს აქვს კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგაც ეს ბაზარი ჩვენთვის ღია იქნება? ზოგადად აქცენტი კეთდება ნიშურ პროდუქციაზე, განსაკუთრებით ნატურალურ და ორგანულ საკვებ პროდუქტიაზე. ჩვენმა წევრებმა უკვე წარმატებით შემოიტანეს საკუთარი პროდუქცია კანადის ბაზარზე. საკმაოდ რთული ბარიერებია გადასალახი სტანდარტებისა და სერტიფიცირების თვალსაზრისით. კანონის უზენაესობიდან გამომდინარე არაფერი საიდუმლო არაა, ყველაფერი არის ჩამოწერილი, რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ კანადის ბაზარზე შეხვიდეთ. კანადაში შემოტანილია საკმაოდ დიდი ასორტიმენტი კანადური პროდუქციის და იმედია ეს ასორტიმენტი გაიზრდება.

კომპანიის გამოცდილებას აქვს მნიშვნელობა?

როდესაც ვსაუბრობთ ბიზნესზე, მნიშვნელოვანი პროდუქციის ხარისხი და ასევე მოთმინების რესურსი, რომ ყველა ის ბარიერი რაც კანადაში არსებობს გადაილახოს. იმისათვის, რომ დასაქმების ბაზარზე კონკურენტული იყოთ, სასურველია სამ წლიანი გამოცდილება ჰქონდეს კომპანიას, ინგლისური ენა უნდა იცოდნენ მაღალ დონეზე და კარგი სივი გქონდეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები