LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა სიმპტომებით ვლინდება კორონავირუსი ბავშვებში – ივანე ჩხაიძე გადაცემაში ,,პულსი”

11
ivanechxaidzepulsi

გადაცემის ლაივი LIVE

23 ოქტომბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე სტუმრობდა, რომელმაც „კოვიდ-19“-ის მიმართ ბავშვების ამტანობაზე ისაუბრა.

– ბატონო ივანე, მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რა მდგომარეობაა  ქართულ და მსოფლიო პედიატრიაში?

– პირველ რიგში, სიტყვა „კონტაქტის“ მნიშვნელობა მინდა განვსაზღვრო, რადგან თუ მანამდე რისკის ჯგუფის პაციენტთან ექიმს მაქსიმუმ 15-წუთიანი კონტაქტის უფლება ჰქონდა, ახლა 15 წუთი ერთგვარ განსაზღვრებად იქცა, რადგან მედპერსონალს არა ერთ პაციენტთან, არამედ მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა პაციენტთან მხოლოდ 15 წუთით კონტაქტის უფლება აქვს. ამგვარი სიმკაცრე დაავადებულთა კატასტროფულმა ზრდამ გამოიწვია, ამიტომ სრულად ვიზიარებ პირბადის არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეში ტარების რეკომენდაციას. რა შეეხება ბავაშვებს, მათ შემთხვევაში რესპირაციული ვირუსებისთვის უჩვეულო ტენდენცია ფიქსირდება, რადგან მცირეწლოვნებში „კოვიდი“ ნაკლებად ვრცელდება და ბევრად მსუბუქად ვითარდება.   ამასთანავე,  ჩვენთვის კარგად ცნობილი რესპირაციული ვირუსები ხველით, ცემინებით და გულ-მკერდის არეში ტკივილით ხასიათდება, „კოვიდს“ კი, იგივე სიმპტომები აქვს, თუმცა მუცლის ტკივილის, ღებინების და დიარეას დამატებით.

– რამდენად ეფექტურია გრიპის ვაქცინა „კოვიდის“ შემთხვევაში?

–  ახლა ჩვენ გრიპის სეზონური მატების წინა პერიოდში ვართ, ამიტომ მსგავსი შეკითხვა ძალიან აქტუალურია. ალბათ იცით, რომ საქართველო ყოველ წელს ყიდულობს ვაქცინას.  2015 წელს შეძენილი ვაქცინის რაოდენობამ მხოლოდ 4 ათასი  შეადგინა, გასულლ წელს კი, 100 ათას მიაღწია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, გრიპის ვაქცინა მართლაც ეფექტურია, რადგან ნოემბერ-დეკემბრის თვეში თავისუფლად შეიძლება ბავშვს ორივე ვირუსი ერთდროულად შეხვდეს. მართალია, „კოვიდი“ მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს, მაგრამ ძალიან მძიმეა გრიპის ვირუსი თავისი გართულებებით, რისგანაც სწორედ ვაქცინა დაიცავს. გარდა ამისა, გრიპის გართულების შემთხვევაში პაციენტი იძულებულია სტაციონარში იმკურნალოს, დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, ვაქცინაცია არა მხოლოდ პაციენტს, არამედ მთელი ჯანდაცვის სისტემას წაადგება, რათა ისედაც მძიმე პერიოდში, დამატებითი – კლინიკების გადატვირთვის რისკი აიცილოს თავიდან. აუცილებლად მინდა ავღნიშნო, ის ნეგატიური ინფორმაცია, რომლიც ვაქცინაციაზე ვრცელდება და ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენს მიერ შეძენილი ვაქცინა საიმედო და უსაფრთხოა.

– რა ასაკის ბავშვისთვისაა დაშვებული ვაქცინაცია?

–  6 თვიდან 18 წლამდე ნებისმიერ ბავშვს შეუძლია აიცრას. არანაკლებ მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პერიოდი. ნომბრის ბოლო ყოველთვის მძიმეა, რადგან გრიპის სეზონური მატება იწყება, ამიტომ აცრა სწორედ ახლა მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაშია უპრიანი, რათა იმ ანტისხეულებმა ადამიანის ორგანიზმში, რომელიც გრიპის ვირუსს უწევს წინააღმდეგობას, დროულად შეძლოს ფორმირება. აღსანიშნავია, რომ აცრა სავალდებულოა ბავშვებისთვის, ორსულებისთვის, 65 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის და თავშესაფრების ბინადრებისთვის.

– რამდენად ხშირია „კოვიდით“ გამოწვეული ლეტალური შემთხვევები ბავშვებში?

– რა თქმა უნდა, ნებისმიერი ახალი ვირუსუსის გავრცელების შემთხვევაში პირველ რიგში მისი სიმძიმე განისაზღვრება. „კოვიდის“ შემთხვევაში პაციენტები ორ ჯგუფად იყოფიან, რადგან რადიკალურად განსხვავებული მაჩვენებლია ბავშვებსა და უფროსებს შორის. საბედნიეროდ, ვირუსით დაინფიცირების მკვეთრი ზრდის მიუხედავად, საქართველოში ლეტალობა მაინც დაბალია, განსაკუთრებით ბავშვებში, რომელთაც საოცარი ამტანობა აღმოჩნდათ ვირუსის მიმართ. მეტიც, ჩვენს ქვეყანაში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებული, რაც იმედს გვაძლევს, რომ პატარები მომავალშიც ადვილად გაუმკლავდებიან უფროსებისთის მძიმე ვირუსს.

– რა სიმპტომებით ვლინდება ვირუსი ბავშვებში?

– მცირეწლოვან ბავშვებში „კოვიდი“ ყელის, თავის ტკივილით, სურდოთი, დაბალი სიცხით და დიარეით ვლინდება, მოზარდებში კი, ამ სიმპტომებს ყნოსვისა და გემოს დაკარგვაც ემატება.

– რა ტემპერატურაზეა რეკომენდირებული მედიკამენტის მიღება და რომელი პრეპარატებია ყველაზე ეფექტური?

– პირველ რიგში, მშობლებს მინდა მივმართო და ვუთხრა, რომ არაა განგაშის ატეხა საჭირო დაბალი სიცხის შემთხვევაში, რადგან სრულიად ნორმალურია, როცა ბავშვის ტემპერატურა 37,2-ს აღწევს. შესაძლოა, ბევრამ არ იცის, რომ მაღალი ტემპერატურით ორგანიზმი ვირუსს პასუხობს, რომლისთვისაც ცხელება ნაკლებად კომფორტულია, ტემპერატურის ხელოვნურად დაწევით კი, სწორედ მას ვუქმნით კომპორტს და ვაძლევთ გაძლიერების საშუალებას. მედიკამენტების მიღება ტემპერატურის 38, 5-ის ნიშნულზეა რეკომენდებული, მკურნალობა კი, მხოლოდ ორი ჯგუფის სიცხის დამწევითაა დაშვებული – პირველ ჯგუფს პარაცეტამოლის შემცველი მედიკამენტები, მეორეს კი, ის ჯგუფი წარმოადგენს, რომელიც  ნუროფენის და იბუპროფენის ტიპის პრეპარატებს აერთიანებს. მართალია, ბავშვებს „კოვიდი“ ნაკლებ საფრთხეს უქმნის, მაგრამ ისინი სხვებისთვის არიან სახიფათო, როგორც ვირუსის გადამტანები. სწორედ ამიტომაა საჭირო ზრდასრულებისთვის ხელის ხშირად დაბანა, დისტანციის დაცვა და პირბადის ტარება, რომელიც ბავშვმა მხოლოდ 6 წლიდან, ისიც მშობლის სურვილის შემთხვევასი უნდა ატაროს.

 

 

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები