LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა ტიპის ბიზნესს იწყებენ საქართველოში ყველაზე ხშირად

8
bari

Bia.ge-მ მცირე კომპანიების კლასიფიცირება ინდივიდუალურად, მათი ბრუნვის საფუძველზე მოახდინა. თუ კომპანიის წლიური ბრუნვა 500 ათას ლარამდეა, ასეთი კომპანია ბიამ მცირე საწარმოდ მიიჩნია.

როგორც კომპანიიდან „ბიზნესკურიერს“ აცნობეს, დღეს, საქართველოში ტურიზმისა და მასთან დაკავშირებული სფეროების, როგორიცაა: რესტორნები და ბარები- სწრაფი განვითარება ხდება. ამას კი, კომპანიის ცნობით,  ისიც მოწმობს, რომ  bia.ge-ს მონაცემებით, მცირე კომპანიბი, ძირითადად, აღნიშნულ სფეროებში გვხვდება. „ბიაში“ ამბობენ, რომ ეს დადებითი ფაქტია, რადგან მომსახურების აღნიშნული სფეროები, ქვეყანაში ფინანსური რესურსის სწრაფი შემოდინების წყაროს წარმოადგენს.

აღსანიშნავია, რომ მცირე საწარმოების ფუნქციონირებისთვის საჭირო პროდუქტი და მომსახურება მათი დიდი ნაწილისთვის ქვეყნის შიგნითვეა ხელმისაწვდომი, რადგან bia.ge-ს მონაცემებით, აღნიშნული კომპანიების მხოლოდ 10.1% ახორციელებს იმპორტს, რაც გარკვეულწილად დადებითი ფაქტია.

კვლავ პრობლემად რჩება ექსპორტის საკითხი, რასაც ისიც ადასტურებს, რომ bia.ge-ს მონაცემებით, მცირე კომპანიების მხოლოდ 1.16% ახორციელებს ექსპორტს, ძირითადად რუსეთში, გერმანიასა და უკრაინაში. ექსპორტის ზრდა საქართველოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ის უცხოური ვალუტის შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს.

მენეჯმენტის ინფორმაციით, მცირე კომპანიების შესახებ bia.ge-ზე არსებული მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარება არც თუ ისე სწრაფად ხდება. „საქართველოში მცირე საწარმოების განვითარება საშუალებას მოგვცემს ეფექტურად გადაწყდეს ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემები, როგორიცაა კონკურენციის ზრდა, რეფორმების სოციალური ბაზის გაფართოება, საშუალო ფენის ფორმირება, მოსახლეობის დასაქმება, საწარმოო სიმძლავრეების დატვირთვა, ბიუჯეტის შემოსავლების ფორმირება, წონადი  წვლილის შეტანა ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ფორმირებაში და საზოგადოდ, ქვეყნის სოციალურ ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაში“, – აცხადებებ „ბიაში“.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები