LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა თვისებები უნდა ჰქონდეს გიდს – FM ქოუჩი

6
zura-balanchivadze

რა თვისებები უნდა ჰქონდეს გიდს – თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ტრენერმა, ტელეწამყვანმა და გიდმა ზურა ბალანჩივაძემ ისაუბრა.

რა ვითარებაა დღეს ტურისტულ სფეროში?

წლევანდელი წელი საფეხმავლო ტურიზმში, შარშანდელთან შედარებით, რომ დიდი გასროლაა, ცხადია. ნამდვილად შეიძლება, ითქვას, რომ აპრილის ბოლო რიცხვებიდან დღემდეც კი ტურისტები განაგრძობენ ჩამოსვლას. პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, თითქმის ყველა აცრილია. როგორც მათთან საუბრით ვარკვევ, მონატრებული მოგზაურობის გამო, ყველაფერზე თანახმანი არიან. პრინციპში, ისევე, როგორც ჩვენი საზოგადოების ნაწილი.

სტაბილურად შეხვდებით გერმანელ ტურისტებს თბილისსა და მთებში. განსაკუთრებით პოპულარულია მესტია-უშგულის საფეხმავლო მონაკვეთი, სადაც ყველაზე მეტად, გერმანელი და ჰოლანდიელი ტურისტები დადიან. სლავური ქვეყნების წარმომადგენლებს (რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, პოლონეთი) უფრო ზღვა აინტერესებთ. სეზონურად იმატებს ღვინის რეგიონზე ანუ კახეთზე მოთხოვნა.

რითი ინტერესედებიან ტურისტები?

სტანდარტულად, ვინც საქართველოში 10-14 დღით ჩამოდის, იგი აუცილებლად მიდის სვანეთშიც, კახეთშიც და კლდეში ნაკვეთი რომელიმე ქალაქის დასათვალიერებლად. არიან ისეთებიც, რომლებიც საბჭოთა ნაშთებს იკვლევენ. ასეთი ხალხი კი ან პირველად არ არიან, ან პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ამ მიზნით მოგზაურობენ. ერთ კვირამდე დამსვენებლები, ძირითდად, დუბაიდან მოდიან და მეტწილად, თბილისით და შემოგარენით კმაყოფილდებიან.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს გიდს?

აუცილებელია, გიდს ჰქონდეს ინფორმაცია არა მხოლოდ თავისი ტურის შესახებ, არამედ ქვეყანაში არსებული ვითრების ირგვლივაც. კითხვები აუცილებლად მოდის უძრავი ქონების ფასებზე, ქვეყნის ეკონომიკურ მოწყობაზე თუ პოლიტიკურ ინტერესებზე. ამ ყველაფერთან ერთად, გიდმა უნდა იცოდეს, სადაა უახლოესი ტუალეტიც. ტურის პროცესში გიდი ხდება ყველა ინფორმაციული ინტერესის დაკმაყოფილების ერთადერთი წყარო, რაც დიდი პასუხისმგებლობაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები