LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა იცოდეთ, თუ ტრენერობა გსურთ – FM ქოუჩი

39
tornike guruli

გადაცემის ლაივი LIVE

ტრენერის საქმიანობა დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება. რა უნდა იცოდეთ, თუ ტრენერობა გსურთ, როგორ უნდა ჩაატაროთ ტრენინგი, რათა მონაწილეების ინტერესი გამოიწვიოთ – მარტა ქარუმიძის გადაცემას „FM ქოუჩი“ ტრენერი თორნიკე გურული სტუმრობდა. 7 მაისიდან თორნიკე გურული “ფორტუნა აკადემიაში” “ტრენერების ტრენინგს” ჩაატარებს. დამატებითი ინფორმაციისთვის იხ. ბმული:
https://www.facebook.com/events/379544609295541/

დღეს ტრენერობა მოთხოვნადი საქმიანობაა…

20 წელია ტრენინგებს ვატარებ. დღეს საქართველოში ძალიან ბევრი ტრენერია, თუმცა სამწუხაროდ, არ არსებობს ამ ტრენერების ლიცენზია. ამ ფონზე მნიშვნელოვანია, ვიმუშაოთ საკუთარ თავზე. პირველი, რაც აუცილებელია, უნდა იყოთ დარგის ექსპერტი. თუ არ ხართ დარგის ექსპერი, შესაბამისად რთული იქნება ნაყოფიერი ტრენინგი ჩაატაროთ. ასევე, მნიშვნელოვანია პედაგოგიკის ცოდნა გქონდეთ, რათა ტრენინგის მონაწილეებს გადასცეთ თქვენი ცოდნა-გამოცდილება. მონაწილე უნდა იყოს ჩართული ტრენინგის მიმდინარეობაში. ზრდასრულთა განათლებაში მოსაწყენი ხდება ისეთი ტიპის სწავლების ფორმები, რომლებიც ჩართულობაზე არაა გათვლილი.

რა კონკრეტულ უნარებს უნდა ფლობდეს ტრენერი?

მნიშვნელოვანია ტრენინგის დაგეგვმა, სწორედ ასე გავდივართ შედეგზე. როდესაც ტრენინგის დაგეგვმას იწყებთ, უნდა ჩაატაროთ დამკვეთთან ინტერვიუ, ცოდნის გაღრმავება რა მიმართულებით სურს, რა თემებზე უნდა შეეცვალოს დამოკიდებულება მონაწილეს,  შესაბამისაც არა მგონია წარმატებული იყოს შაბლონური ტრენინგები. ყველაზე მოსაბეზრებელია, როცა ტრენერი ერთი და იგივე პრეზენტაციით ხელმძღვალობს. ტრენინგის მონაწილეს უნდა შეეძლოს ყოველი ბლოკის შემდეგ, ისაუბროს თუ რა კონკრეტული ცოდნა მიიღო. კომუნიკაციის უნარი ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე უნდა შეგეძლოთ ადამიანის ტიპების ამოცნობა, ტრენინგის მონაწილეები შეიძლება სხვადასხვაგვარად სწავლობდნენ, ამიტომ ტრენერი უნდა შეეცადოს ყველა მონაწილეს მოერგოს.

რამდენად მნიშვნელოვანია პრეზენტაცია?

ტრენინგზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრეზენტაციის ფაზა. პრეზენტაცია მრავალნაირი არსებობს. მნიშვნელოვანია ისეთი ფორმა შეარჩიოთ, რომელიც ტრენინგის მონაწილისათვის იქნება დაუვიწყარი. ასევე, მნიშვნელოვანია ტრენერმა მართოს დისკუსიები, რათა ეს დისკუსია არ გადაიზარდოს ჭორაობასა და ქაოსში. ბევრ ტრენინგს დავსწრებივარ, როდესაც დისკუსია ხდება უმართავი.

ტრენინგებში აქტიურად შემოვიდა ქოუჩინგის მიმართულება, ეს მონაწილეს ეხმარება შეკითხვების დასმით განვითარდეს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები