LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ქნათ, თუ ე. წ. “კომენდანტის საათის” დროს გარეთ გასვლა მოგიწიათ და დაგაჯარიმეს – იურისტის რჩევები

6
eka 3 (3)

ე წ. კომენდანტის საათის დარღვევის დროს 2000 ლარიანი ჯარიმის გამოწერა ხშირად იმის მიუხედავად ხდება, რა მიზეზით მოგიწიათ სახლიდან გასვლა.  რა უნდა იცოდეთ, თუ საღამოს 21:00 საათის შემდეგ აუცილებელი და საპატიო მიზეზით გადაადგილდით და რას აკეთებთ უკვე მას შემდეგ, რაც დაგაჯარიმებენ, ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტი ეკა ლომიძეა ჩვენი სტუმარი.

პირველ რიგში გვითხარით, ხომ არ გახშირდა თქვენს პრაქტიკაში ისეთი ქეისები, როცა მოქალაქეები მოგმართავენ და გეუბნებიან, რომ ე. წ. კომენდანტის დროს გარეთ გასვლა აუცილებლობით იყო გამოწვეული და მაინც დააჯარიმეს

– 2000 ლარიანი ჯარიმა, მოგეხსენებათ, საღამოს 21:00 სათიდან დილის 5:00 საათამდე თუ გადაადგილდებით იმ შემთხვევაში გამოიწერება. თუ ამის საპატიო მიზეზი გაქვთ , მაგ. შეიძლება იყოს ახლობლის , ოჯახის წევრის ავადმყოფობა, როცა სასწრაფოს ვერ იძახებთ, ასეთ დროს გვეუბნებიან, რომ დარეკეთ 144–ზე…

თუმცა ხშირად მოქალაქეებს უჭირთ ამ ნომერზე დარეკვა

– კი, ნამდვილად, მაგრამ დარეკეთ, ერთხელ, ორჯერ, მინიმუმ იმისთვის, რომ დაფიქსირდეს, რომ ნამდვილად რეკავდით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ თუ მართლა საპატიო მიზეზი გვაქვს,მტკიცებულება იქნება. ბევრი შემთხვევა ვიცი, რომ ძაღლი გაუხდა ავად და მოუწია გასვლა. ჩვენს საზოგადოებასაც არ აქვს ინფორმაცია სწორად მიწოდებული. აუცილებლად უნდა დავრეკოთ, ეს რომ დაფიქსირდება, ამის შემდეგ თუ გავალთ და საპატრულო პოლიცია მაინც გვაჯარიმებს. ასეთ დროს ყველა მტკიცებულებას აქვს მნიშვნელობა. როდის დაგაჯარიმეს. შეიძლება გაგაჩერეს და გვიან დაგიწერეს ჯარიმა. თქვენ გაქვთ უფლება, რომ ეს პროცესიც გადაიღოთ. თუ მაგ 10 საათზე დაჯარიმდით, არადა 10–ის 10 წუთზე გახვედით, როგორმე ხომ უნდა დაამტკიცოთ, რომ ადრე გაგაჩერეს. უნდა უთხრათ, რომ თქვენც აპირებთ გადაღებას.

გასაჩივრებამდე რომ მიდის საქმე, მერე რა ხდება, რამდენად უნდა ჰქონდეთ იმედი მოქალაქეებს, რომ საქმეს მოიგებენ

– ნებისმიერი სახის მტკიცებულება, დოკუმენტი იქნება თუ ვიდეო, უნდა შეინახონ, რომ ამით დადასტურდეს, რომ ნამდვილად საპატიო მიზეზის გამო გადაადგილდნენ. ადამიანის უფლებათა ცენტრს უფასო იურიდიული დახმარება გვაქვს , მაგრამ სამწუხაროდ, ბევრი მათგანი არ კმაყოფილდება. შემდეგ გადადის უკვე სასამართლოში, თუმცა აი, დღეს შემატყობინეს, რომ იყო ერთ შემთხვევაზე დადებითი პასუხი. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ყველა მტკიცებულება მოაგროვეთ და არის იმედი, რომ ასეთ დროს შესაძლებელია, გაითვალისწინოს ეს ყველაფერი საპატრულო პოლიციამ, თუ არა, სასამართლომ მაინც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები