LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ქნათ, თუ პანდემიის დროს სამსახური დაკარგეთ და ბანკმა საურავები დაგაკისრათ

5
203058457-233914794966610-1946772470699227395-n (2)

თუ გჭირდებათ დახმარება ბანკების ან მიკროსაფინანსოების მიერ დაკისრებული ჯარიმების გამო, ამ საკითხზე უფასო იურიდიულ კონსულტაციას და დახმარებას გაგიწევთ “სამართლებრივი სივრცე“. როგორც ჩვენ იურისტმა ეკა ლომიძემ მოგვაწოდა ინფორმაცია, თუ პანდემიის გამო, მოქალაქეებმა სამსახური დაკარგეს ან შემოსავალი შეუმცირდათ, სწორედ მათთვის არის ინფორმაცია.

შეიძლება თქვენ ჩაგბარდათ უკვე სასამართლოს მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაცია , სადაც კონკრეტული ბანკი ან მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ითხოვს თქვენგან დარღვეული ვალდებულების გამო დამატებით დაკისრებული თანხის გადახდას, თქვენ არავითარ შემთხვევაში ეს უყურადღებოდ არ უნდა დატოვოთ.

როგორც ეკა ლომიძემ გვითხრა, შეიძლება, წერილობითი პასუხის გაგზავნაზე უარის თქმა თანხმობად ჩაითვალოს სასამართლოს მიერ და სრულად დაგეკისროთ მოთხოვნილი თანხა. არადა, რეალურად შესაძლებელია, რომ წერილობით გაგზავნილმა არგუმენტებმა და მტკიცებულებებმა არსებული დავალიანება მნიშვნელოვნად შეამციროს. 

როგორც იურისტმა გვითხრა, მოქალაქეებს დაინტერესების შემთხვევაში შეუძლიათ მიმართონ ნომრებზე: 598 529292, 597 939416. 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები