LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რა უნდა ვიცოდეთ ეროვნულ გამოცდებზე- Naec-ის წარმომადგენლები გადაცემაში „ინსაიდერი“

15
ana maisuradze

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე 5 დღეა დარჩენილი. გამოცდები 1 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება და 23 ივლისს ფიზიკის გამოცდით დასრულდება. მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება 23 საგამოცდო ცენტრი. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 41 ათასამდე აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

26 ივნისს გადაცემა „ინსაიდერის“ სტუმრები იყვნენ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი ანა მაისურაძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნის ჯგუფის ხელმძღვანელი ნანა ლოლაძე.

პირველი კითხვა მექნება ქალბატონ ნანასთან. მოგესალმებით ქალბატონო ნანა, წელს ცვლილებებია ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის ტესტში. ტესტში იქნება მხოლოდ 3 დავალება, ტექსტის რედაქტირება, არგუმენტირებული ესე და მხატვრული ტექსტის ანალიზი. საგამოცდო ტესტი იქნება 80 ქულის ნაცვლად 70 ქულიანი და საგამოცდო დრო კი 3 საათი 45 წუთი. აბიტურიენტების მთავარი კითხვა შეეხება ტექსტის რედაქტირების დავალებას. მოდით განვუმარტოთ აბიტურიენტებს. როდის და რა შემთხვევაში დააკლდებათ ქულა და რა შემთხვევაში მიიღებენ ქულას?

წელს რატომღაც განსაკუთრებული აჟიოტაჟი გამოიწვია ტექსტის რედაქტირებამ.  ამ დავალებაში ცვლილება ბოლო რამდენიმე წელია არ შეგვიტანია და მიკვირს. რა შეთხვევაში ჩაითვლება კარგად შესრულებულად და მიიღებენ უმაღლეს შეფასებას, თუ მათ მიერ გადაწერილ ტექსტში არ იქნება დაშვებული შეცდომები. ჩვენ ვაძლევთ შეცდომებიან ტექსტს, მათ უნდა იპოვნონ და გაასწორონ ეს შეცდომები და შემდეგ მთელი ტექსტი გადაწერონ ისე, რომ შეცდომები და ხარვეზები არ იყოს გადაწერილ გტექსტში. კი ბატონო ვერ იპოვა შეცდომა ჩვენ მიერ დაშვებული და გამორჩა, მაგრამ სწორი ფორმა რომ არასწორით შეცვალონ?! თუ მათ მიერ დაწერილ ამ სიტყვაში იქნება შეცდომა დააკლდებათ ქულა თუ არ იქნება არ დააკლდებათ. რა შემთხვევაში არ დააკლდებათ – თუ შეცვლილი სიტყვა აზრობრივად არის სწორი, სინონიმური და გრამატიკულადაც არის სწორი. როგორც წესი თუ სწორ ფორმას ცვლიან სხვა ფორმით, უმეტეს შემთხვევაში, შეცდომას უშვებენ. მინდა დაბეჯითებით ვურჩიო ჩვენს ახალგაზრდებს, შეცვალონ მხოლოდ ის ფორმები, ის კონსტრუქციები და ის ლექსიკური ერთეულები, სადაც დარწმუნებული არიან რომ ნამდვილად არის შეცდომა და არის სტილისტიკური ხარვეზი.

რას უნდა მიაქციონ აბიტურიენტებმა ყურადღება ტესტში, რა არის ის მთავარი რაც არ უნდა გამორჩეთ და რას ურჩევთ გამოცდამდე 5 დღით ადრე მათ?

ჩვენი ტესტი შესასრულებად ტექნიკურად არის ძალიან იოლი, იმიტომ რომ, სულ სამი დავალებაა. გარდა ამისა, გამოყოფილია ადგილები ამ დავალებებისთვის. როცა შავად იმუშავებენ და მონიშნავენ არგუმენტირებულ ესესა თუ მხატვრული ტექსტის ანალიზს, უნდა გაითვალისწინონ რამდენი ადგილია გამოყოფილი. ვერ გადაცდებიან. თუ ფურცელზე არ ეტევა სხვაგან ვერსად ვერ დაწერენ. თუ მოცულობით გამოუვათ დიდი იძულებულებ იქნებიან რომ მერე შემაკოლონ და ამაზე ნერვიულობა მოუწევთ. გაითვალისწინონ მოცულობა. ამ ფარგლებში დაწერონ ეს დავალებები. ყოველთვის რასაც ვეუბნები ეს არის, რომ ძალიან ყურადღებით წაიკითხონ ინსტრუქციები. ინსტრუქციები კი არის წინდაწინ გამოქვეყნებული, თუმცა ვურჩევ გამოცდაზეც  გადახედონ.

გადაცემის სრული ლაივჩანაწერი

კიდევ ერთხელ შევახსენოთ აბიტურიენტებს,  სიტყვების დასაშვები ოდენობა მხატვრული ტექსტის ანალიზსსა და ესეში?

მაქსიმალური ოდენობა არაა განსაზღვრული, როგორც გითხარით, ამას პასუხების ფურცელში ადგილი განსაზღვრავს. მინიმალურს რაც შეეხება, ორიოდე წინადადება არ სწორდება საერთოდ. 120 სიტყვაზე ნაკლები არ სწორდება ენობრივი თვალსაზრისით. ძალიან მოკლე ნაწერებში ძალიან ცოტაა ხოლმე შეცდომები. სამართლიანობა მოითხოვს ამას.

ახლა გადმოვალ კითხვით ქალბატონ ანასთან. ძირითადი კითხვები აბიტურიენტებს აქვთ გამოცდაზე გამოცხადების დროსთან, საგამოცდო ქალაქთან დაკავშირებით. როდის და სად უნდა გამოცხადდენ აბიტურიენტები გამოცდაზე?

დაგვიანებული აბიტურიენტები არ დაიშვებიან გამოცდაზე და სწორედ ამიტომ მოგიწოდებთ რომ არ დაიგვიანოთ გამოცდაზე და დროულად გამოცხადდეთ საგამოცდო ცენტრებში. 20 ივლისიდან უკვე შესაძლებელია საგამოცდო ბარათების დაბეჭდვა, უკვე ყველამ იცის თუ რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ სესიაზე უწევს მის მიერ არჩეული საგნის გამოცდის ჩაბარება. წინასწარ გადაამოწმონ რჩევა იქნება, სად მდებარეობს საგამოცდო ცენტრი და გამოცხადდნენ მითითებულ დროს. რეგისტრაცია გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე იწყება და სწორედ ამ დროს უნდა გამოცხადდნენ ისინი იმ საგამოცდო ცენტში, რომელიც საგამოცდო ბარათშია მითითებული. აბიტურიენტმა ერთი წუთით რომ დაიგვიანოს, რაც დაიკეტება შესასვლელი და დაიწყება გამოცდა ისინი არ დაიშვებიან ხოლმე გამოცდაზე.

რა უნდა იქონიონ თან აბიტურიენტებმა რეგისტრაციისას?

აბიტურიენტმა თან უნდა იქონიოს საგამოცდო ბარათი, უნდა იყოს მკაფიოდ დაბეჭდილი და პირადობის (ბინადრობის) დამადასტურებელი დოკუმენტი/პასპორტი. ვისაც არ აქვს ეს დოკუმენტი, შეუძლია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში აიღონ ცნობა #1.

საგამოცდო ცენტრში რისი შეტანის უფლება აქვთ? შეუძლიათ საკუთარი კალამი გამოიყენონ?

შესაძლებელია წყლის შეტანა და პირადი ჰიგიენის ნითები, ხელსახოცი მაგალითად. კალმებით უზრუნვლყოფს ცენტრი აბიტურიენტს, თუმცა მათაც შეუძლიათ თავიანთი კალამი შეიტანონ, რომელიც ცენტრის დირექტორის მიერ განსაზღვრულ სპეციფიკაციას შეესაბამება.

რა შემთხვევაში მოიხსნებიან უკვე რეგისტრაცია გავლილი აბიტურიენტები და არ დაიშვებიან  გამოცდაზე?

აბიტურიენტები გამოცდიდან მოიხსნებიან იმ შემთხვევაში თუ მათ აღმოაჩნდათ ტელეფონი, თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში ან საათი და ვურჩევ რომ ყურადღებით იყვნენ და თავისი სურვილით ჩააბარონ. ნივთების დაკარგვის საფრთხე არ არარსებობს. თუ შემთხვევით აღმოაჩნდათ ტელეფონი, თუნდაც გამორთულ მდგომარეობაში მოიხსნება გამოცდიდან. ასევე გამოცდიდან მოიხსნება აბიტურიენტი, რომელიც შეურაცხყოფას მიაყენებს საგამოცდო პროცესში მონაწილე პირებს ან აბიტურიენტი, რომელიც იმყოფებოდა ნარკოტიკული ან ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ.

10 ივლისიდან გამოცდებში პრაქტიკოსი მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველები  ჩაერთვებიან, ხოლო სტუდენტთა საგრანტო კონკურსი 5 ივლისს ჩატარდება. 17- 24 ივლისს გამოცდები მაგისტრობის მსურველთათვის გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები