LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რაციონალური აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების მიღება – FM ქოუჩი

210
img-0195-2020-10-28-07-57-47-473523-1024x683-2021-04-28-07-22-23-475911-1024x683

რაციონალური აზროვნება და სწორი გადაწყვეტილების მიღება – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ ქოუჩმა ნინო ეფხოშვილმა ისაუბრა.

რას ნიშნავს რაციონალური აზროვნება?

დავიწყოთ იმით რა არის და რაში გვჭირდება, ზოგადად, რაცონალური აზროვნება? რაციონალური აზროვნება ეს არის სინამდვილის შეცნობა განსჯით და ფაქტების ანალიზით და მის გარეშე შეუძლებელია სწორი გადაწყვეტილებების მიღება, ცვლილებების ჩვენს საკეთილდღეოდ გამოყენება, რამე ახლის შექმნა  და მომავლის კონსტუირება.

ჩვენ ვიცით, რომ ტვინი პირობითად 3 ნაწილისგან შედგება: ეს არის ე.წ. ,,რეპტილიური ტვინი“, რომელიც ინსტიქტებზეა პასუხისმგებელი, ,,ემოციური ტვინი“ ანუ ლიმბური სისტემა, რომელიც ჩვენ ემოციებზეა პასუხიმგებელი და ,,ვიზუალური ტვინი“ ანუ ნეოკორტექსი, რომელიც არის პასუხისმგებელი, სწორედ, რაციონალური გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთან, ადამიანის გარდა არცერთ სხვა არსებას დედამიწაზე არ აქვს ნეოკორტექსი ანუ ტვინის ეს ნაწილი, შესაბამისად შემოქმედება, ახლის შექმნა, მომავლის კონსტრუირება მხოლოდ ადამიანს შეუძლია, რამეთუ ,,ემოციური ტვინი“, რომელიც ძუძუმწოვრების უმრავლესობას აქვს, მხოლოდ წარსულ გამოცდილებას ეფუძნება, მას არ აქვს კავშირი მომავალთან და ,,რეპტილიური ტვინი“ კი, როგორც ვთქვით, მხოლოდ ინსტიქტებზეა პასუხისმგებელი. და მიუხედავად იმისა, ადამიანებს შეგვიძლია, ანუ ფიზიოლოგიურად გვაქვს ტვინის ეს ნაწილი, მაინც ნაკლებად ვიყენებთ მას და გადაწყვეტილებას ვიღებთ ინსტიქტურად ან ემოციებზე დაყრდნობთ.

როგორ შეიძლება ნეოკორტექსის გააქტიურება?

მხოლოდ გაცნობიერებული დამოკიდებულებით, სწორი კითხვების დასმით. მაგალითად, შიში, რომლითაც არის მოცული ახლა მთელი მსოფლიო_ ყველამ საკუთარ თავში უნდა გავარკვიოთ რა დგას ამ შიშის უკან, სინამდივილეში რისი მეშინია? ან, ზოგადად, ჯერ გავარკვიო რა ემოცია მმართავს, ასე ვთქვათ, რომელ ემოციურ ტონში ვიმყოფები? იმიტომ რომ შიშის, ფარული სიძულვილის, ბრაზის და ანტაგონიზმის ემოციურ ტონში(სადაც ახლა იმყოფება ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი, სამწუხაროდ) ვერ შევძლებ სწორი გადაწყვეტილების მიღებას. შიშის დროს ვიტყუები, მინიმუმ საკუთარ თავს ვატყუებ, ფარული სიძულვილის დროს მგონია რომ მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და ყველა დანარჩენი სულელია, ბრაზის დროს ერთადერთი სურვილი მაქვს _  მოწინააღმდეგე გავანადგურო და ანტაგონიზმის დროს ჩემთვის მთავარია რამე საწინააღმდეგო ვთქვა და ჭეშმარიტება არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი და ცხადია, ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება სრულიად წარმოუდგენელია. ანუ პირველი ნაბიჯი რაციონალური აზროვნებისთვის და, შესაბამისად, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად ეს არის გაცნობიერება, ჯერ საკუთარ თავში გარკვევა და მხოლოდ ამის შემდეგ დაფიქრება იმაზე, მე რა შედეგის მიღება მინდა.

ანუ ისევ და ისევ მივდივართ პროაქტიულობასთან, ჩვენი დამოკიდებულება მოვლენების მიმართ უნდა იყოს პროაქტიული, წინასწარ ვიცოდე რა მინდა, რა შედეგის მიღება მინდა და რა უნდა გავაკეთო ამ შედეგის მისაღებად. როცა რეაქტიული ვარ, ინსტიქტურად ან ემოციებზე დაყრდონით ვმოქმედებ, განსხვავებულ შედეგს, ან უკეთეს შედეგს ვერ მივიღებ, ,,ემოციურ ტვინს“, როგორც გითხარით, არ შეუძლია მომავლის შექმნა, ის მხოლოდ წარსულის გამოცდილებას ეფუძნება და მანკიერ წრეზე გვატარებს. იმისთვის რომ გავარღვიო ეს მოჯადოებული წრე, არ შემეშინდეს ცვილებების და შევქმნა რამე ახალი, მე კარგად უნდა გავერკვე სად ვარ დღეს და აქ როგორ მოვხვდი ანუ წარსულის სწორი ანალიზი გავაკეთოდა ამის შემდეგ უკვე შევქმნა მომავლის ხედვა, სად მინდა ვიყო ხვალ, რა შედეგები მინდა მქონდეს მომავალში და ჯერ გონებაში მქონდეს ამის ნათელი ხედვა, შემდეგ ეს ხედვა ვაქციო მიზნებად და საბოლოოდ, შევიმუშაო სამოქმედო გეგმა.

რაციონალური აზროვნებისთვის მჭირდება უფრო სიღრმისეული ცოდნა, გაცნობიერება. არ უნდა დამეზაროს სწორი კითხვების დასმა და ამ კითხვებზე შესაბამისი პასუხების მოძებნა. ყოველთვის, ვიდრე ქმედებაზე გადავალ, თუნდაც ვიდრე რამეს ვიტყვი, კარგად უნდა დავფიქრდე შედეგზე და თუ განსხვავებული შედეგი მინდა, აუცილებლად რაღაც განსხვავებულად უნდა გავაკეთო, შევქმა ახალი ქცევის მოდელები და ვიმუშაო ახალი ჩვევების ფორმირებაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები