LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენად სახიფათოა უზმოზე ყავის მირთმევა და რა საკვები მივირთვათ შემოდგომაზე – ჯანსაღი კვების მთავარ პრინციპები დიეტოლოგისგან

20
asmat kevlishvili pulsi

გადაცემის ლაივი LIVE

27 სექტემბერს რადიო „ფორტუნას“ და თიკო დაბრუნდაშვილის გადაცემას „პულსი“ თერაპევტ-დიეტოლოგი ასმათ კევლიშვილი სტუმრობდა, რომელმაც ჯანსაღი კვების მთავარ პრინციპებზე ისაუბრა.

– ქალბატონო ასმათ, რა უნდა მივირთვათ შემოდგომის სეზონზე?

– რა თქმა უნდა, ყველა სეზონს თავისი რეჟიმი და კვების რაციონი აქვს, რომელიც აუცილებლად უნდა დავიცვათ თუ მხნეობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნება გვინდა.

– შემოდგომაზე განსაკუთრებით მწვავდება კუჭ-ნაწლავის ტრაქტი. საინტერესოა, რატომ ჩნდება მსგავსი პრობლემა და როგორ შეიძლება მისგან თავის დაღწევა?

– ზოგადად მიჩნეულია, რომ ყველა დაავადება გაზაფხულზე მწვავდება, თუმცა შემოდგომაც საკმაოდ პრობლემურია, რადგან კლიმატიური პირობების ცვლილება, ტემპერატურის კლება ნეგატიურად აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე და პირველ რიგში, მის არტერიალურ წნევაზე. ალბათ ბევრს გაუჩნდება შეკითხვა, რა კავშირშია არტერიულ წნევა კუჭ-ნაწლავთან – როგორც აღმოჩნდა, ტემპერატურის ვარდნა წნევასთან ერთად სტრესის ჰორმონის – კორტიზოლის მატებასაც იწვევს, ადამიანი ბევრად ნევროზული, სტრესისგან მიდრეკილი ხდება და სწორედ ნევროზული ფონი განაპირობებს კუჭ-ნაწლავის პრობლემებს, რომელიც ზედმეტად მაწვავედ რეაგირებს ნებისმიერ გამაღიზიანებელზე. რა თქმა უნდა, გასათვალისწილებელია გენეტიკური ფაქტორი, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც კვების რეჟიმია, რადგან სწორედ საკვებია კუჭის მთავარი გამღიზიანებელი. შემოდგომის ყველაზე პოპულარულ ხილად ყურძენი და განსაკუთრებით რქაწითელი ითვლება, რომელიც თავისი კანით და წიპწებით სერიოზულ ზიანს აყენებს კუჭს. სხვათაშორის, რქაწითელი, სინამდვილეში ღვინის ყურძენია და არა სუფრის, დიდი ოდენობით ტანინს შეიცავს და ძალიან მძიმე ქიმიურ პროცესებს იწვევს ორგანიზმში, ამიტომ უმჯობესია საერთოდ უარი ვთქვათ მის მიღებაზე და სხვა ჯიშის ყურძენი, თუნდაც თითა მივირთვათ, რომელიც სასარგებლო ვიტამინებთან და ფერმენტებთან ერთად დიდი ოდენობით კალიუმს – გულის კუნთის მთავარ მკვებავ ნივთიერებას შეიცავს. აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება კუჭის წვენის შემცველობას, რადგან გაღიზიანება ყოველთვის მაღალი მჟავიანობით ხასიათდება, რაც თავის მხრივ, წყულულის და ეროზიების მიზეზი ხდება.

– რამდენად სახიფათოა უზმოზე ყავის მირთმევა?

– ყავის (ხსნადი, ნალექიანი) უზმოზე მიღება კუჭის წვენის მჟავიანობას ზრდის. ადამიანი ისედაც მიდრეკილია მაღალი მჟავიანობისკენ, ამიტომ, ყავის დალევამდე ჯერ ღამით დაგროვილი „მარაგი“ უნდა გაანეიტრალოს საკვებით. სხვათაშორის, კორტიზოლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელიც სწორედ დილას ფიქსირდება, რასაც ყავაც ამძიმებს, ამიტომ მისი  მიღება მხოლოდ დღის 12 საათის და საუზმობის შემდეგაა რეკომენდირებული.

– რას გვირჩევთ, როგორ დავიწყოთ დილა?

– საკმაოდ რთული შეკითხვაა, რადგან არ არსებობს „უნივერსალური რეცეპტი“. დილას ყველა ინდივიდუალურად იწყებს, ზოგი რძის პროდუქტს ანიჭებს უპირატესობას, ზოგს კი, პირიქით ლაქტოზას მიუღებლობა ახასიათებს. ნაკლებად მისაღებია საუზმეზე მძიმე პროდუქტის მირთმევა, ბევრს ძალიან უყვარს დილას ტაფამწვარის და ბეკონის მირთმევა, თუმცა სწორედ ამგვარი საუზმე იწვევს მჟავიანობას, ის კი, ვინც კუჭის პრობლემებს უჩივის, საერთოდ უნდა მოერიდოს ძეხვის, სოსისის და კვერცხის მიღებას. მართალია, დიეტოლოგთა ნაწილი დარწმუნებულია, რომ დილა ყუათიანი უნდა იყოს, მაგრამ მე ნაკლებად ვეთანხმები მსგავს მოსაზრებას, რადგან ღამით ორგანიზმი ისვენებს, ნაკლებად ხარჯავს ენერგიას და არც შევსება სჭირდება. ამასთანავე, ნოყიერი საკვები ადამიანს მთელი დღე ამძიმებს, გადამუშავებაში ენერგიის დახარჯვას აიძულებს და სწრაფად ქანცავს. ვფიქრობ, მძიმე საკვებით სადილობა უფრო სასარგებლოა, როცა გახარჯულ ენერგიას სჭირდება ანაზღაურება, ისე კი, მთავარი მაინც საკუთარი ორგანიზმის მოსმენაა, რომელმაც ყველაზე უკეთ იცის, რა სჭირდება.

– რა გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე შემოდგომის ხილი?

– შემოდგომის რაციონის ერთ-ერთი მთვარი შემადგენელი ხურმა და კარალიოკია – ორივე ძალიან სასრგებლო ხილია, რადგან დიდი ოდენობით რკინას შეიცავს, თუმცა მაგარი, დაუმწიფებელი ხილის მირმევა მეტად საზიანოა, ქაცვს კი, რომელსაც კუჭის წყლულით, ეროზიით დაავადებულები ხშირად წამლადაც იყენებენ, ბევრი არასწორად – დაშაქრულს ინახავს, მაშინ როცა მისი მომზადება თაფლითაც შეიძლება – კარგად გარეცხილი და დაწრეტილი, მერე კი, გატრებული და ნახევარკილოგრამიან ქილაში მოთავსებული ქაცვი თამამდ შეგიძლიათ შეურიოთ ამდენივე ნატურალურ – ცაცხვის, აკაციის ან წაბლის თაფლს ქილა კი, პოლიეთილენის სახურავის ნაცვლად „ფოლგად“ წოდებული ლითონის თხელი ფურცელით დახუფოთ, რათა არ შეზღუდოთ აერაცია და მხოლოდ კარგად აცივების შემდეგ მივირთვათ, როცა საბოლოოდ დასრულდება ფერმენტაცია. აღსანიაშნავია, რომ „ჯანსაღი ლიმონათის“ მირთმევა, რომელიც ქაცვის ერთი კოვზის ერთ ჭიქა წყალში გახსნით მზადდება, მხოლოდ ხუთი წლიდან და იმ ბავშვებისთვისაა რეკომენდირებული, ვისაც თაფლზე ალერგია არ აქვს, ზრდასრულმა კი, ერთი სუფრის კოვზით მომზადებული „კოქტეილი“ საკუთარ ორგანიზმთან შეთანხმებით უნდა მიიღოს და უაცილებლად გაითვალისწინოს მისი მოთხოვნები. იმავე პრინციპით მზადდება იოდით მდიდარი ფეიხოაც, თუმცა არ ღირს მისი გაფცქვნა, რადგან სწორედ კანშია მთელი მისი „სიმდიდრე“.

– რამდენად სასარგებლოა ციტრუსი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის?

– რა თქმა უნდა, მუდმივად გვჭირდება C ვიტამინის მარაგის შევსება, რომელსაც ორგანიზმი ძალიან სწრაფად ითვისებს, თუმცა არ ღირს გადამეტება. ამასთანავე, ფორთოხალი აუცილებლად თხლად უნდა გავფცქვნათ, რადგან სწორედ თეთრ კანშია ვიტამინები.   მართალია, ბევრს მიაჩნია, რომ დიდი ოდენობით ხილის და ბოსტნეულის მირთმევა ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაეხმარება, მაგრამ მე ყველას ზომიერების დაცვას ვურჩევ, რადგან სასარგებლო პროდუქტის გადაჭარბებაც ისეთივე საზიანოა, როგორც მასზე საერთოდ უარის თქმა.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები