LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რამდენი წლით აახალგაზრდავებს ლიპოფილინგი პაციენტს – სილამაზის აკადემია

24
kutupidze-news23232434343

ლიპოფილინგი არის საკუთარი ცხიმოვანი უჯრედების გადანერგვა ერთი მიდამოდან მეორე მიდამოში. რამდენად შედეგიანია ლიპოფილინგი და რამდენი წლით აახალგაზრდავებს პაციენტს  – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში „სილამაზის აკადემია“  პლასტიკურმა ქირურგმა სანდრო კუტუბიძემ ისაუბრა.

რა ზონებზე კეთდება ლიპოფილინგი?

ეს ტექნოლოგია კეთდება სახისა და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში და საშუალებას გვაძლევს მივაღწიოთ კარგ, სასურველ  შედეგს. ცხიმის გადანერგვის ისტორია დაახლოებით 100 წლისაა.  საქართველოში კი პოპულარული ბოლო პერიოდში  გახდა.

საწყის ეტაპზე ხდება პაციენტის შესწავლა, უნდა განისაზღროს საჭიროებს თუ არა იგი ამ ოპერაციას. ასაკობრივი ზღვარია დაახლოებით 30 წელი, პროცედურა 45 წლამდე თავისუფალი ცხიმით კეთდება, 45 წლის ზევით კი კომპინაციაშია შუა სახის ლიპტინგთან, ვინაიდან იქ, სადაც ასაკობრივი ცვლილებები დომინირებს, შეიძლება გრავიტაციამ კანის დაშვება განაპირობოს.

შედეგი როდის ჩანს?

შედეგი ჩანს ეგრევე, თუმცა იფარება პირველადი რეაქტიული შეშუპებითა და სისხლჩაქცევებით. დაახლოებით 12-18 დღეში შედეგი კარგად ჩანს. მე ძირითადად უცხოელი პაციენტები მყავს. ეს არის სერიოზული ქირურგიული ჩარევა, დაცული უნდა იყოს პაციენტის უსაფრთხოება, კეთდება ნარკოზით. ძალიან ეფექტიანია ტუჩის, შუა სახის მიდამოებში, სპეციალური კანულებია საჭირო, რომ ნაოჭი და სივრცე შეივსოს ცხიმით. ფაქტობრივად მთელ სახეზეა ეფექტიანი, კისრის ზონის გარდა, ვინაიდან ეს ზონა ძალიან პრობლემურია.

საქართველოში არის ინფორმაციის ნაკლებობა ამ ჩარევასთან დაკავშირებით, გარდა ამისა სხვა ქვეყნებთან შედარებით აქ შედარებით სიდუხჭირეა და მანდილოსნები ვერ იკეთებენ ამ ოპერაციას.

რამდენი წლით ახალგაზრდავდება პაციენტი ლიპოფილინგის შემდეგ?

თუ პაციენტი არის 45 წლის, ეს ჩარება მისთვის საკმაოდ ეფექტურია. ლიპოფილინგის შემდეგ პაციენტი დაახლოებით 15 წლით ახალგაზრდავდება.

რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ამ ოპერაციას?

გართულება შეიძლება იყოს სიმეტრია, რის შემდეგაც დამატებითი ქირურგიული ჩარევა ხდება, პაციენტი ამის შესახებ ინფორმირებულია. ცხიმის გადანერგვას რომ ჰქონდეს იდეალური შედეგი, სამჯერ მაინც უნდა გაკეთდეს, 6 თვიანი შუალედებით.

რა უნდა იცოდეს პაციეტმა, რომ არ ავნოს საკუთარ გარეგნობას?

პაციენტის უსაფრთხოება უნდა იყოს პირველ ადგილზე. პაციენტი უნდა გაეცნოს ყველანაირ ინფორმაციას ამ ოპერაციის შესახებ. ყველაზე დიდი პრობლემა ფასია, იაფად სთავაზობენ და ხარისხი იაფად ვერ მიიღწევა. საქარველოში ევროპისა თუ ამერიკისგან განსხვავებით, ფასები განსხვავდება. რაც შეეხება ხარისხს, ვთვლი, რომ ხარისხი იგივეა. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს ოპერაცია უსაფრთხოა, რადგან თქვენი იმუნური სისტემა არ ზარალდება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები