LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ცვლის ახალი თაობა – FM ქოუჩი

24
lili-bibilashvili-news5-2020-02-05-06-59-17-276285

რას ცვლის ახალი თაობა – ამ თემაზე მარტა ქარუმიძის გადაცემაში FM ქოუჩი“ ეიჩარ პროფესიონალთა გილდიის დამფუძნებელმა ლილი ბიბილაშვილმა ისაუბრა.

რას ცვლის ახალი თაობა?

სამყაროს შეცვლის მისია, ერთეულთა ხვედრია. გამორჩეული  ადამიანები, ცვლიან მსოფლიოს. მათი სახელები ყოველთვის არ არის ცნობილი, შედეგები კი რადიკალურად ცვლის დედამიწის მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს. მათი, ვისაც სხვებისთვის გაუგებარი გიჟური იდეები აქვთ, „ჩვეულებრივი“  ადამიანისთვის უცნაურები არიან. ძალიან ხშირად, მათთვის გაუგებარია, არ ესმით თუ რაში ჭირდებათ ამ „გიჟებს“, რას აძლევს მათ ასეთი რადიკალურად განსხვავებული, ფასტასმაგორიული იდეების განხორციელებისთვის ცხოვრების მიძღვნა. არადა, სწორედ ამ ადამიანებს ხელეწიფებათ სამყაროს გარდაქმნა.

21-ე საუკუნეში „დროის აჩქარების“ მიზეზად, ტექნოლოგიური ცვლილებების მაღალ ტემპს ასახელებენ. მკვლევართა მიერ მოწოდებული ინფომაციის თანახმად, მე-20 საუკუნის ბოლოდან, ყოველ 8 წელიწადში, ცვლილებები მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების დონეს, ხარისხსა თუ ტემპს რადიკალურად ცვლის და ადამიანებს აიძულებს „მარაგში“ არსებული, მანამდე გამოუყენებელი შესაძლებლობების „აღმოჩენას“, გამოყენებასა და შესაბამისად, დღის რეჟიმის ცვლილებებზე მორგებას.

მე-20 საუკუნის ბოლომდე, ტექნოლოგიური პროცესები ნელი ტემპით მიმდინარეობდა. შედარებით სტაბილური საზოგადოება ქმნიდა სისტემებს, რომელიც მოცემული დროის „პროგრესის“ ანარეკლი იყო. თუმცა არ იცვლებოდა დამოკიდებულება  უფროსი თაობის მიმართ. სამეცნიერო ხარისხი, წოდება ზოგადად, ცოდნის სანდოობის გარანტად მიიჩნეოდა, სულ ცოტა იმის გამო, რომ უფროსი თაობის ადამიანებმა, მათი დედამიწაზე ყოფნის უფრო ხანგრძლივ პერიოდში, დააგროვა მეტი ცოდნა და რაც მთავარია მეტი ინფორმაციის მატარებლები იყვნენ. ამიტომ, ახალგაზრდობა, გარკვეული ცვლილებებით, მაგრამ ძირითადად, იმ წესებს მიყვებოდა, რომელსაც  მამათა თაობამ შესთავაზა – ასე გრძელდებოდა თითქმის 20-ე საუკუნის 90-იანი წლებამდე. ბრიტანელი ტიმოთი ჯონ ბერნერს-ლის მეშვეობით კი, უცნაურ, დრო აჩქარებულ, სხვა დღის წესრიგის ეპოქაში აღმოჩნდნენ ადამიანები. VUCA სამყარომ გვამცნო, რომ განსხვავებულ რთულ და საინტერესო ერაში შედგა ფეხი საზოგადოებამ. ტექნოლოგიების მაღალი ტემპით განვითარებამ დედამიწის მოსახლეობას ტურბულენტურ ეპოქაში ამოაყოფინა თავი. თუკი, სამყაროს შეცვლისათვის ბიძგი, მიზეზი ერთეულთა ხვედრია, ამ ცვლილებების გაცნობიერება, გათავისება, მიღება და განვითარება მოცემული ეპოქის თაობამ უნდა იკისროს. გლობალიზაციამდელ პერიოდში, ცვლილებების ტემპი, ხარისხი რადიკალურად განსხვავებული იყო სხვადასხვა ქვეყნისთვის და დამოკიდებული იყო მოცემულ პერიოდში ამათუიმ სახელმწიფოში არსებულ ვითარებაზე.

გლობალიზაციამ ხელი შეუწყო ტექნოლოგიური სიახლეების, აქამე არნახული მაღალი ტემპით გავრცელებასა და გამოყენებას მსოფლიოში. ინფრომაციული ნაკადების სიუხვე ადამიანებისგან განსხვავებულ უნარებს მოითხოვს – მართებული ინფორმაციის „ფეიკისგან“ განსხვავება სერიოზულ გამოწვევად იქცა. ხელოვნური ინტელექტი და ტექნოლოგიური სიახლეები, შეიძლება ითქვას, ერთგვარად მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავენ თაობებს შორის განსხვავევას. კერძოდ,  ახალი თაობა, ხშირ შემთხვევაში, უფრო ადვილად იღებს და იგებს ტენოლოგიურ ცვლილებებს და მასწავლებლის როლშიც კი ევლინება წინა თაობას. ახალგაზრდები ცვლიან დამოკიდებულებას ცხოვრებისა და საქმისადმი, იცვლება ურთიერთობის სტილი. მაგალითად, „ბეიბი ბუმერების“ კოლექტიურობა,  X თაობის განსაკუთრებული დამოკიდებულება საქმისადმი („ვორქოჰოლიზმი“), Y თაობის მოთხოვნა სამუშაოსა და პირადი ცხოვრების ბალანსზე მათთვის მიუღებელია და უფრო მეტიც აოცებთ. Z თაობისთვის, სხვა მრავალ თავისებურებათა, მახასითებლებთა ერთდ, მათთვის უაღრესად მნიშვნელოვანია თემური ურთიერთობები; მათ გააჩნიათ განათლებისადმი საოცრად პრაგმატული (ბუნებრივი და აუცილებელიცაა გადატვირთული საინფორმაციო ნაკადების ეპოქაში) და საქმისადმი ერთგვარი ეგოცენტრული დამოკიდებულება.

მაინტერესებდა ისინი როგორ ხედავენ, როგორ აღიქვავენ საკუთარ როლს, ადგილს, მნიშვნელობას. ჩემი აზრით, საინტერესო პასუხები გამცეს. უცვლელად გთავაზობთ რამოდენიმე მათგანის მოსაზრებებს. ახალ თაობაში მიიჩნევენ, რომ ისინი ცვლიან კულტურულ სტერეოტიპებს, ცხოვრების წესს გარკვეულწილად, დამოკიდებულებას საქმის, კარიერის, დამსაქმებელი ორგანიზაციის მიმართ, ურთიერთობებსაც (ვგულისხმობ მეგობრობას, სიყვარულს, მშობლებთან ურთიერობასაც), “განათლების” მიმართ დამოკიდებულებასაც,

ახალ თაობში ისწვალეს „მინდა“ და „უნდა“-ს გამიჯვნა. ასევე ისწავლეს „არა“-ს თქმა.

რას აძლევს ახალ თაობას წინა თაობასთან ურთიერთობა?

პასუხები ნამდვილად საყურადღებო და ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. სტუდენტები მიიჩნევენ, რომ წინა თაობასთან ურთიერთობა პირველ რიგში აძლებს შეცდომების გათვალისწინების შესაძლებლობას. უვითარებს ემპათიას, ასწავლის ადამიანისა და საკუთარი თავის მიმართ პატივისცემას.

როგორ ვხედავთ, ძირითადი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფასეულობები ფაქტიურად არ იცვლება. იცვლება ყოფითი, პრაქტიკულად განსახორციელებელი ქმედებების სტილი, ფორმა, შინაარსი, რასაც მოითხოვს ნებისმიერი ეპოქის განვითარება. მამათა შიში, უნდობლობა შვილებისამი სამყაროსავით ძველია. მთავარია, წინა თაობამ დაანახოს ახალგაზრდებს მნიშვნელოვანი ღირებულებების ფასი, გადასცეს დაგროვილი ცოდნა, პატივი სცეს მათ „გიჟურ იდეებს“ და ხელი შეუწყოს (არ შეუშალოს მაინც), დაეხმაროს მათ რეალიზებაში და რაც მთავარია, დროულად დაუთმოს და დაულოცოს გზა.

როგორც ვიცი, 21 მაისს ონლაინ კონფერენციისთვის ემზადებით, რა თემაზე ჩატარდება ღონისძიება?

21 მაისს ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაცია ატარებს ონლაინ კონფერენციას თემაზე ,,FUTURE HR TODAY – მომავალი HR დღეს“. ღონისძიების თანაორგანიზატორია ,,ფორტუნა აკადემია“. კონფერენციაზე მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ HR სფეროთი დაინტერესებულ უმაღლესი სასწავლებლის სამივე საფეხურის სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს. კონფერენციაზე  მომხსენებლის მონაწილეობა არ ითვალისწინება გადასახადს. დატებითი ინფორმაციის მისაღებად უნდა ეწვიოთ  ადამიანის რესურსების ეროვნული ასოციაციის ოფიციალურ ვებ-გვერდს – www.nahr.ge

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები