LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას ისწავლიან „გაყიდვების მართვის“ ტრენინგზე მონაწილეები – ,,FM ქოუჩი“

5
sofia-mtav

გადაცემის ლაივი LIVE

რას ისწავლიან „გაყიდვების მართვის“ ტრენინგზე მონაწილეები – ბიზნეს ტრენერი სოფია გოლეთიანი სტუმრად მატა ქარუმიძის გადაცემაში „FM ქოუჩი“.

რატომ არის ისევ გაყიდვების ტრენინგი ასეთი აქტიური ჩვენთან?

დღეს როგორც არასდროს ბიზნესში გვყავს ყველაზე მომთხოვნი მომხმარებელი, რომლებმაც ზუსტად იცის რა უნდა და საუკეთესო არჩევანსაც აკეთებს. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მომხმარებელმა ზუსტად იცის რა უნდა ითხოვს კონკრეტიკას და ბუნებრივია სარგებელს. რასაც ხშირ შემთხვევაში ვერ იღებს.

გამოდის, რომ გვიჭირს მომსახურებაში?

ბევრჯერ მიკითხავს სერვისში და მომსახურებაში მყოფი ადამიანებისთვის, თუ კი არიან ამ სფეროში ნებით, მაშინ რატომ არ დებენ მთელ გულს. ამაზე თავად მიმიღია პასუხი სასხვათაშორისო დამოკიდებულება ნებისმიერ სფეროში გხვდება, სადაც არ უნდა ვიყოთ. გაყიდვებში პროცესი ხელიდან ხელში დასრულდა, ახლა გულიდან – გულში უნდა მიაწოდო. სხვაგვარი დამოკიდებულება ვერ მიგვიყვანს განსხვავებულ შედეგებამდე. არა და ხშირად გვავიწყდება ამ სფეროში მომსახურე ადამიანებს, რომ განსხვავებულობა იწვევს განსხვავებულ შედეგსაც და ანაზღაურებას.

რას მოიცავს შენი ტრენინგი?

ტრენინგი მოიცავს იმ საკითხებს, რაც ბევრ ბიზნესისთვის მნიშვნელოვანია, პოტენციური მომხმარებლის მოძიება, ვისაუბრებთ მოძიების გზებზე. შეხვედრების სწორად დაგეგმვაზე, ზარების განხორციელების ტექნიკებზე, ვისაუბრებთ მოლაპარაკებებზე.მოლაპარაკებებში იმ აქცენტებზე, რომელსაც წარმატებამდე მივყავართ.

რატომ უნდა მოვიდნენ მონაწილეები ტრენინგზე?

დროის სწორი მართვა, პრიორიტეტების განსაზღვრამ ის საკვანძო საკითხებია, რომელსაც გაყიდვების ველზე შეიარაღებისთვის საჭირო ტექნიკებს ვეძახით. ტრენინგის მიზანია მონაწილეებს, რომელთაც ყოველდღიურად უწევთ აღნიშნულ პროცესებში ჩართვა კიდევ ერთხელ შეახსენოს ის ძირითადი ინსტრუმენტები, რომლის სწორად გამოყენებას მოლაპარაკებების წარმატებით დასრულებასა და სასურველი შედეგებამდე მიყვანას იწვევს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები შეძლებენ კომპანიაზე მორგებული გაყიდვების სტრატეგიის შექმნას, მოლაპარაკებებისა და გაყიდვების პროცესის წარმატებით მართვასა და დასრულებას. ტრენინგი სამოტივაციო ხასიათისაა, რაც აუმაღლებს მოტივაციას თითოეულ მონაწილეს. შესაბამისად, ტრენინგის დასრულების შემდეგ, მათ მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება უფრო მყარი, ხოლო მუშაობის პროცესი ნაკლებად სტრესული. თანამშრომლები დაიწყებენ საკუთარი თავის განვითარებაზე ფიქრს, ექნებათ მაღალი მზაობა გაყიდვებში ახალი გამოწვევისთვის, დინამიკაში კი მათი ქცევის ცვლილება გაყიდვების სტაბილურ ზრდას შეუწყობს ხელს. ტრენინგი გაჯერებული იქნება სხვადასხვა ტიპის მაგალითებით, რომელიც ჩვენი რეალობის ბიზნესს მაგალითებია. გვექნება რთული “ქეისების” განხილვა და მსჯელობა. ტრენინგი იქნება ინტერაქციული, სადაც მონაწილეები როგორც კითხვების დასმას, აგრეთვე შეძლებენ საკუთარი წარმატებული თუ წარუმატებელი “ქეისების” მოყოლა/ განხილვას. მოისმენენ რჩევას და რეკომენდაციებს. ღია ტიპის ტრენინგების ერთ-ერთი ძლიერი მხარე ის არის, რომ სხვადასხვა ბიზნესის სფეროდან მოსული ადამიანები ერთმანეთს ეცნობიან და მათ შორის ახალი სანაცნობო ქსელი იქმნება. “ნეთვორქინგი” კი გაყიდვებში დამატებითი არხია, რომელსაც გამყიდველები ვიყენებთ საუკეთესო შედეგების მისაღწევად.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები