LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რას მოიცავს ახალი სასტუმროს გახსნის მენეჯმენტი – FM ქოუჩი

7
show1111
  1. გადაცემის ლაივი LIVE

რას მოიცავს სასტუმროს მენეჯმენტი – ამ თემაზე გადაცემაში „FM ქოუჩი“ სასტუმროს Golden Tulip Design თბილისი გენერალურმა მენეჯერმა, საქართველოს ბიზნეს ტურიზმის ასოციაციის თანადამფუძნებელმა ელენე ოთარაშვილმა ისაუბრა.

რაზეა დამოკიდებული სასტუმროს წარმატება?

ახალი სასტუმროს გახსნა ყოველთვის დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული. ამ ეტაპს ჰოტელიერების ენაზე ვუწოდებთ ფრე ოფენინგ ფაზას.

სასტუმროს წარმატება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ამ მზარდ კონკურენციაში უნდა შექმნათ რაიმე განსაკუთრებული, ღირებული და განსხვავებული, რაც სტუმრებს მოიზიდავს, ვინაიდან სტუმრები მხოლოდ იმიტომ არ მოვლენ, რომ ახალი ლამაზი სასტუმრო ააშენეთ. სასტუმროს გახსნაზე მუშაობა ძალიან კომპლექსური პროცესია, რომელშიც ჩართულები უნდა იყვნენ სფეროს პროფესიონალები. ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული დეტალის სწორად დაგეგმვა და გაანალიზება, ასევე რისკების წინასწარ განსაზღვრა და პრევენცია.

ფრეოფენინგის სწორად დაგეგმვა და განხორციელება არის მყარი საფუძველი იმისა, რომ შევქმნათ წარმატებული სასტუმრო ბიზნესი გამართული ოპერაციებით. ამ ფაზას უნდა ყავდეს გამოცდილი ლიდერი, ეს ძირითად შემთხვევაში არის სასტუმროს გენერალური მენეჯერი, რომელიც წარმართავს ამ კომპლექსურ პროცესებს. საერთაშორისო ბრენდის შემთხვევაში გენერალური მენეჯერი ერთის მხრივ იცავს ინვესტორის ინტერსებს და მეორეს მხრივ მჭიდრო კომუნიკაცია აქვს ბრენდთან.

რა პერიოდი გრძელდება ფრეოფენინგის ფაზა?

ფრეოფენინგის ფაზა საშუალოდ 6 თვე გრძელდება. ამ პერიოდში ხდება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა: ბაზრის შესწავლა, კონკურენტების ანალიზის გაკეთება, ყველა საჭირო ლიცენზიის მოპოვება სასტუმროს გახსნისთვის, ზუსტი სამოქმედო გეგმის გაწერა და შემდეგ ამ გეგმის შესრულების ყოველდღიური მონიტორინგი, სასტუმროს აღჭურვა საჭირო ინვენტარით და ა.შ.

რამდენად მნიშვნელოვანია კარგი გუნდის შეკვრა?

ერთ-ერთი მთავარი ნაწილია კარგი გუნდის და გამართული ორგანიზაციული სტრუქტურის შექმნა, რომელიც მოიცავს თითოეული თანამშრომლის სამუშაო აღწერილობის და ფუნქცია-მოვალეობების გაწერას და რეკრუტმენტის გეგმის შემუშავებას. სასტუმროს მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ის გუნდი, რომელიც იქ იწყებს მუშაობას. სწორედ გუნდი ქმნის სასურველ კეთილგანწყობას და მზრუნველ გარემოს, რაც შემდეგ სტუმრების კმაყოფილების საწინდარია. სასტუმროს გუნდი ერთი დიდი ოჯახივით უნდა იყოს, რომლის მიზანია განსაკუთრებული გამოცდილების შექმნა ყოველი სტუმრისთვის და არა უბრალოდ მოვალეობის შესრულება. ჩვენ ყველა ვყოფილვართ სადმე სტუმარი და ყოველთვის ზუსტად ვგრძნობთ, გულწრფელად გვეგებებიან თუ უბრალოდ ვალს იხდიან და ძალად გვიღიმიან. ამიტომ ძალიან მნიშნელოვანია ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება ყველა დეპარტამენტისთვის.

სასტუმროს გახსნისთის მზადების პერიოდი მოიცავს ასევე ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტინგის სისტემის შექმნას, აქ ვგულისხმობ ანალიტიკური და საოპერაციო რეპორტების შემუშავებას. ასევე მნიშნელოვანია შეფასების სისტემების დანერგვა, რომლითაც ხდება ყოვედღიური ოპერაციების მუდმივი მონიტორინგი. ესაა ის მყარი საფუძელი, რომელსაც შემდგომში ემყარება გენერალური მენეჯერის გადაწყვეტილებები და მთლიანად სასტუმროს წარმატება. შეფასების სისტემით მიღებული მონაცემები საშუალებას გვაძლევს ყოველთვის ვგრძნობდეთ სასტუმროს ბიზნესის მაჯისცემას.

ფრეოფენინგის დროს ხდება ბრენდის სტანდარტების და საოპერაციო პროცედურების დანერგვა და დოკუმენტირება, ოთახის დალაგების სტანდარტის დანერგვა, სამზარეულოს და რესტორნის ოპერაციების გამართვა და ა.შ. ცალკე უნდა გამოვყოთ უსაფრთხოების ნორმების შემუშავება, რაც მოიცავს უამრავ კომპონენტს.

ფრე ოფენინგის ფაზაში ძალიან მნიშვნელოვანია მარკეტინგის და გაყიდვების სტრატეგიის სწორად შემუშავება და განხორციელება, სასტუმროს სწორი პოზიციონირება ბაზარზე, სწორი საკომუნიკაციო სტრატეგიის შექმნა და ამ ყველაფრის სინქრონიზება ბრენდის სტანდარტებთან.

რამდენად მნიშვნელოვანია დიზაინი?

დიზაინს დიდი დატვირთვა აქვს. 2022 წლის გაზაფხულზე გავხსნით ახალ საერთაშორისო ბრენდის  Golden Tulip Design თბილისი სასტუმროს.  სასტუმროს ძალიან საინტერესო კონცეფცია აქვს. მის გამორჩეულ თანამედროვე დიზაინზე იმუშავა ნოა სტუდიომ ცნობილი პორტუგალიელი დიზაინერის ცეზარ რიბეიროს ხელმძღვანელობით. სასტუმროს აქვს 77 ნომერი, რესტორანი, ლობი ბარი, რუფ ტოპ ტერასა ბარი, ორი საკონფერენციო ოთახი და ჯიმი. სასტუმროს თითოეულ ნომერს ამშვენებს კედელზე ხელით შესრულებული სხვადასხვა არტი, რომელიც გვიყვება საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან ამბებს. სასტუმროს ლობის დიზაინი ქართული ანბანის ელემენტებით იქნება გამშვენებული. აქვე მუდმივად გვექნება თანამედროვე არტისტების დიჯიტალ არტების გამოფენა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები